ნახშირბადის მონოქსიდი (CO) უსუნო, უფერო აირია. ამ ნივთიერებით მოწამვლამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოქსია, უჯრედების დაზიანება და სიკვდილი. მოწამვლათა დაახლოებით 1%-დან 3%-მდე ფატალურად სრულდება.
მოწამვლა შესაძლოა განვითარდეს არასრული წვის ზემოქმედების შედეგად, რაც მოიცავს ცეცხლის კვამლის, ავტოსატრანსპორტო საშუალების და სხვა ტიპის ძრავის, ასევე სხვა სამრეწველო გამონაბოლქვების ინჰალაციას ცუდად ვენტილირებულ სივრცეებში.
ადრეული სიმპტომები არასპეციფიკურია და მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევეას და გულისრევას.
თუ საეჭვოა რომ პაციენტს CO-ს მოწამვლის სიმპტომები აქვს, მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს სივრცე ან შენობა და დარეკოს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
შედარებით მძიმე ექსოპზიცია იწვევს გულ-სისხლძარღვთა გამოვლინებებს, მათ შორის მიოკარდიუმის იშემიას, მიოკარდიუმის ინფარქტს, გულის დისფუნქციას, დისრითმიებს და გულის გაჩერებას.
CO-თი საშუალო და მძიმე მოწამვლის მქონე პაციენტები უნდა შეფასდნენ გულის დაზიანებაზე, რისთვისაც უნდა შემოწდმეს ეკგ მონაცემები და გულის ბიომარკერები, რათა გამოვავლინოთ მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რაც მოგვცემს ხანგრძლივი არასასურველი შედეგების პროგნოზის საშუალებას.
ნევროლოგიურ სიმპტომებს მიეკუთვნება მწვავე ინსულტის მსგავსი სიმპტომები, შეცვლილი მენტალური სტატუსი, კრუნჩხვითი შეტევა, კომა და სინკოპე.
CO-თი მოწამვლის შედეგად გადარჩენილთა დაახლოებით 40% განიცდის დაგვიანებულ ნეიროკოგნიტურ პრობლემებს, რომელიც შესაძლოა პერმანენტული ხასიათის იყოს.
დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ტრიადას: CO-ს ექსპოზიციის ანამნეზი, კარბოქსიჰემოგლობინის მომატებული დონე და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ CO-თი მოწამვლაზე.
CO-თი მოწამვლის დროს მკურნალობის საკვანძო მიდგომებს წარმოადგენს მაღალი ნაკადით ოქსიგენოთერაპია, ჰიპერბარული ჟანგბადის და მხარდაჭერითი თერაპიის გამოყენება.
ჰიპერბარულ მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემებია კრიტიკული პაციენტების მოვლის სირთულეები ზოგიერთ ცენტრში და, ამასთან, ლოჯისტიკური ბარიერები, რომლებიც ხელს გვიშლის პაციენტის იმ დაწესებულებებში დროულ გადაყვანაში, სადაც ხელმისაწვდომია ჰიპერბარული თერაპია.
ჰიპერბარული თერაპიის გართულებებია ჟანგბადის ტოქსიკურობასთან დაკავშირებული გულყრები, ფილტვის შეშუპება და ყურის ბაროტრავმა.
ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მოწამვლა ადამიანებში ყველაზე გავრცელებული ტიპის მოწამვლაა.[1]Rose JJ, Wang L, Xu Q, et al. Carbon monoxide poisoning: pathogenesis, management, and future directions of therapy. Am J Respir Crit Care Med. 2017 Mar 1;195(5):596-606.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5363978/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27753502?tool=bestpractice.com
[2]Hampson NB, Piantadosi CA, Thom SR, et al. Practice recommendations in the diagnosis, management, and prevention of carbon monoxide poisoning. Am J Respir Crit Care Med. 2012 Dec 1;186(11):1095-101.
http://www.atsjournals.org/doi/full/10.1164/rccm.201207-1284CI#.VXHCJ8-jMyo
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23087025?tool=bestpractice.com
CO წარმოიქმნება არასრული წვის შედეგად, რომელთაგან ექსპოზიციის ყველაზე პრევალენტურ წყაროებს წარმოადგენენ ცეცხლის კვამლის ინჰალაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტიპის ძრავის გამონაბოლქვები.[1]Rose JJ, Wang L, Xu Q, et al. Carbon monoxide poisoning: pathogenesis, management, and future directions of therapy. Am J Respir Crit Care Med. 2017 Mar 1;195(5):596-606.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5363978/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27753502?tool=bestpractice.com
CO-ს გაზრდილი აფინურობა ჰემოგლობინთან იწვევს ჟანგბადის დაქვეითებულ მიწოდებას სისტემურად, ხოლო CO-ს ზემოქმედება ციტოქრომ c ოქსიდაზაზე კი უჯრედულ სუნთქვას არღვევს.
CO-თი მოწამვლის სიმპტომები ფართოდ განსხვავდება და ხშირად არასპეციფიკურია. სიმპტომები შესაძლოა იყოს თავის ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მძიმე კარდიოვასკულური და ნევროლოგიური სიმპტომებით, რაც დამოკიდებულია CO-ს დოზასა და ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე. CO-თი მწვავე მოწამვლის სიკვდილობა დაახლოებით 1%-დან 3%-მდე მერყეობს.[3]Hampson NB. U.S. Mortality due to carbon monoxide poisoning, 1999-2014. Accidental and intentional deaths. Ann Am Thorac Soc. 2016 Oct;13(10):1768-74.
https://www.atsjournals.org/doi/full/10.1513/AnnalsATS.201604-318OC?url_ver=Z39.88-2003&rfr_id=ori:rid:crossref.org&rfr_dat=cr_pub%3dpubmed
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27466698?tool=bestpractice.com
სიკვდილობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: ხანდაზმულები; ცეცხლის კვამლთან ექსპოზირებულები; პაციენტები, რომელთაც მოწამვლის დროს დაუქვეითდათ ცნობიერება; და პირები, რომლებსაც აღენიშნებათ კარბოქსიჰემოგლობინის ძალიან მაღალი დონეები და სუნთქვის უკმარისობა.[4]Hampson NB, Hauff NM. Risk factors for short-term mortality from carbon monoxide poisoning treated with hyperbaric oxygen. Crit Care Med. 2008 Sep;36(9):2523-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18679118?tool=bestpractice.com
ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მოწამლული პირების გრძელვადიანი სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე პირების, რომლებიც არ მოწამლულან; მოწამლულების 15-40%-ს აღენიშნება თითქმის მუდმივი ნეიროკოგნიტური ნარჩენი მოვლენები.[5]Hopkins RO, Weaver LK, et al.; Undersea & Hyperbaric Medical Society 2008 Annual Scientific Meeting. Cognitive outcomes 6 years after acute carbon monoxide poisoning [abstract]. June 2008 [internet publication].
http://archive.rubicon-foundation.org/xmlui/handle/123456789/7822
[6]Hsiao CL, Kuo HC, Huang CC. Delayed encephalopathy after carbon monoxide intoxication--long-term prognosis and correlation of clinical manifestations and neuroimages. Acta Neurol Taiwan. 2004 Jun;13(2):64-70.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15478677?tool=bestpractice.com
[7]Weaver LK, Hopkins RO, Churchill SK, et al.; Undersea & Hyperbaric Medical Society 2008 Annual Scientific Meeting. Neurological outcomes 6 years after acute carbon monoxide poisoning [abstract]. June 2008 [internet publication].
http://archive.rubicon-foundation.org/xmlui/handle/123456789/7823
[8]Hampson NB, Rudd RA, Hauff NM. Increased long-term mortality among survivors of acute carbon monoxide poisoning. Crit Care Med. 2009 Jun;37(6):1941-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19384195?tool=bestpractice.com