ასციტი არის სითხის პათოლოგიური დაგროვება პერიტონეუმის ღრუში. მდგომარეობის ყველაზე ხშირი მიზეზია ციროზი, რომელიც შემთხვევათა 75%-80%-ზეა პასუხისმგებელი.[1]Moore KP, Aithal GP. Guidelines on the management of ascites in cirrhosis. Gut. 2006 Oct;55 Suppl 6:vi1-12.
https://gut.bmj.com/content/55/suppl_6/vi1.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16966752?tool=bestpractice.com
კლინიკური სურათი
პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის შებერილობა; სითხე შესაძლოა გამოვლინდეს გასინჯვისას მოძრავი მოყრუების სახით. დიაგნოზის დადასტურება ასევე შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით. პაციენტთა დიდ ნაწილში ანამნEზითა და გასინჯვით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ნიშნების მოპოვება ასციტის ეტიოლოგიის დასადგენად (მაგ. ღვიძლის ქრონიკული დაავადების ან გულის უკმარისობის ნიშნები). გამომწვევი მიზეზები მოიცავს დაავადებებს, რომლებიც განაპირობებენ პორტულ ჰიპერტენზიას, ჰიპოალბუმინემიასა და სიმსივნეების ჩამოყალიბებას.
ციროზი
ციროზის დროს ასციტი ყალიბდება თირკმლის ფუნქციის მოშლის, პორტულ და მუცლის ღრუს ცირკულაციაში არსებული დარღვევების შედეგად. პათოგენეზში მთავარი როლი ნატრიუმის შეკავებას აქვს.[2]Krige JEJ, Beckingham IJ. Clinical review: ABC of disease of liver, pancreas and biliary system. Portal hypertension-2. Ascites, encephalopathy and other conditions. BMJ. 2001 Feb 17;322(7283):416-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1119638/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11179165?tool=bestpractice.com
ვისცერალური არტერიების ვაზოდილატაცია (ღვიძლის ფიბროზის მეორეულად განვითარებული) იწვევს ლიმფის გაძლიერებულ წარმოქმნას, რენინ-ანგიოტენზინის სისტემისა და სიმპატიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას, ასევე ანტიდიურეზული ჰორმონის გამოთავისუფლებას. ეს პროცესი იწვევს თირკმელებში ნატრიუმისა და წყლის შეკავებას. აღინიშნება გაძლიერებული რეზისტენტობა პორტული სისხლის ნაკადის მიმართ, რაც იწვევს პორტულ ჰიპერტენზიას, კოლატერალური ვენების ჩამოყალიბებასა და სისხლის შუნტირებას სისტემურ ცირკულაციაში.[3]Ginès P, Cardenas A., Arroyo V, et al. Management of cirrhosis and ascites. N Engl J Med. 2004 Apr 15;350(16):1646-54.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15084697?tool=bestpractice.com
ციროზის მქონე პაციენტთა დაახლოებით 50%-ს ასციტი 10 წლის ფარგლებში უყალიბდება.[2]Krige JEJ, Beckingham IJ. Clinical review: ABC of disease of liver, pancreas and biliary system. Portal hypertension-2. Ascites, encephalopathy and other conditions. BMJ. 2001 Feb 17;322(7283):416-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1119638/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11179165?tool=bestpractice.com
[4]Sikuler E, Ackerman Z, Braun M, et al. Guidelines for diagnosis and management of cirrhotic ascites and its complications. The Israeli Association for the Study of the Liver [in Hebrew]. Harefuah. 2012 Dec;151(12):705-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23330265?tool=bestpractice.com
სხვა მიზეზები
ასციტთან დაკავშირებული პორტული ჰიპერტენზიის სხვა მიზეზებია: გულის შეგუბებითი უკმარისობა, კონსტრიქციული პერიკარდიტი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ფულმინანტური ჰეპატიტი, ქვემწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის მასობრივი მეტასტაზები და ბად-ქიარის სინდრომი.
ასციტი შეიძლება განვითარდეს ჰიპოალბუმინემიის გამომწვევი მდგომარეობებისა (ნეფროზული სინდრომი) და ცილების დაკარგვით მიმდინარე ენტეროპათიების დროს. პერიტონეუმის დაავადებები, მათ შორის ინფექციური პერიტონიტი და ავთვისებიანი დაავადებები აგრეთვე იწვევენ ასციტის ჩამოყალიბებას.