განსაზღვრება
მიკროსკოპული ჰემატურია (NVH) გულისხმობს, სისხლის სამი ან მეტი წითელი უჯრედის (RBCs/ერითროციტი) არსებობას, მაღალი სიმძლავრის მიკროსკოპის ველზე, შარდის ნაკადის შუა ნაწილის/"ულუფის", სუფთა ნიმუშზე.[1]Davis R, Jones JS, Barocas DA, et al. Diagnosis, evaluation and follow-up of asymptomatic microhematuria (AMH) in adults: AUA guideline. J Urol. 2012 Dec;188(6 suppl):2473-81.
https://www.auanet.org/guidelines/asymptomatic-microhematuria-(amh)-guideline
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23098784?tool=bestpractice.com
თუმცა, ერთ სინჯში, სისხლის წითელი უჯრედების მცირე რაოდენობა ან არსებობა, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ავთვისებიანი პროცესის რისკის მქონე პაციენტს, აღარ ჩაუტარდეს სრული გამოკვლევა, რადგან, არსებობს შემთხვევები როდესაც სისხლდენა წყვეტილად მიმდინარეობს.[2]Tomson C, Porter T. Asymptomatic microscopic or dipstick haematuria in adults: which investigations for which patients? A review of the evidence. BJU Int. 2002;90:185-198.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12133052?tool=bestpractice.com
მარკერ-ზოლით შარდის დადებითი ტესტი სისხლზე არ ადასტურებს მიკროსკოპულ ჰემატურიას, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას მიკროსკოპით.[1]Davis R, Jones JS, Barocas DA, et al. Diagnosis, evaluation and follow-up of asymptomatic microhematuria (AMH) in adults: AUA guideline. J Urol. 2012 Dec;188(6 suppl):2473-81.
https://www.auanet.org/guidelines/asymptomatic-microhematuria-(amh)-guideline
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23098784?tool=bestpractice.com
მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ მიკროსკოპული ჰემატურია ხილულ ჰემატურიასთან შედარებით ნაკლებად უკავშირდება ავთვისებიან პროცესს, მისი არსებობა, შესაძლოა, მაინც მიუთითებდეს კიბოზე.[3]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Jul 2017 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
მიკროსკოპული ჰემატურიის დაახლოებით 50 % იდიოპათიურია.[2]Tomson C, Porter T. Asymptomatic microscopic or dipstick haematuria in adults: which investigations for which patients? A review of the evidence. BJU Int. 2002;90:185-198.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12133052?tool=bestpractice.com
[4]Wollin T, Laroche B, Psooy K. Canadian guidelines for the management of asymptomatic microscopic hematuria in adults. Can Urol Assoc J. 2009:3;77-80.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2645872/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19293985?tool=bestpractice.com
[5]Hiatt RA, Ordonez JD. Dipstick urinalysis screening, asymptomatic microhematuria, and subsequent urological cancers in a population-based sample. Cancer Epidemiol Biomarkers Prev. 1994;3:439-443. [Published correction appears in Cancer Epidemiol Biomarkers Prev. 1994;3:523.]
http://cebp.aacrjournals.org/cgi/reprint/3/5/439
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/7848421?tool=bestpractice.com
[6]Edwards TJ, Dickinson AJ, Natale S, et al. A prospective analysis of the diagnostic yield resulting from 4020 patients at a protocol-driven haematuria clinic. BJU Int. 2006;97:301-305.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16430634?tool=bestpractice.com
[7]Cohen RA, Brown RS. Microscopic hematuria. N Engl J Med. 2003;348:2330-2338.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12788998?tool=bestpractice.com
[8]Chou R, Dana T. Screening adults for bladder cancer: a review of the evidence for the U.S. Preventive Services Task Force. Ann Intern Med. 2010;5:153:461-468.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20921545?tool=bestpractice.com
AUA: diagnosis, evaluation and follow-up of asymptomatic microhematuria (AMH) in adults
Opens in new window მოსახლეობაში მიკროსკოპული ჰემატურიის პრევალენტობა შეადგენს 2.4-31.1%-ს. შემთხვევები უფრო ხშირია 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ან მამაკაცებში, რომლებიც მწეველები არიან ან იყვნენ წარსულში.[1]Davis R, Jones JS, Barocas DA, et al. Diagnosis, evaluation and follow-up of asymptomatic microhematuria (AMH) in adults: AUA guideline. J Urol. 2012 Dec;188(6 suppl):2473-81.
https://www.auanet.org/guidelines/asymptomatic-microhematuria-(amh)-guideline
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23098784?tool=bestpractice.com
ანამნეზი.
უმნიშვნელოვანესი თავდაპირველი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია დეტალური ანამნეზი, რომლის საშუალებითაც კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია ამოვიცნოთ ავთვისებიანი წარმონაქმნის განმაპირობებელი რისკფაქტორები. ანამნეზმა შესაძლოა მიგვითითოს ნაკლებად მძიმე პროცესზე (მაგ. ბოლოდროინდელი ფიზიკური დატვირთვა, სქესობრივი აქტივობა, საშარდე გზების ინფექცია და მენსტრუაცია). კიბოს რისკფაქტორები
40 წლის ასაკის შემდგომ საშარდე გზებში ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენის რისკი იზრდება.
საშარდე გზების ავთვისებიანი დაავადების რისკფაქტორები: >35 წლის ასაკი, თამბაქოს მოწევა, უწინდელი ექსპოზიცია დასხივებასთან, შრომითი ექსპოზიციები (საღებავები, ბენზოლები, არომატული ამინები) და მედიკამენტები, როგორებიცაა ფენაცეტინი (ხელმისაწვდომია მხოლოდ იაპონიაში), ციკლოფოსფამიდი და არისტოლოქის მჟავა, რომელსაც შეიცავს წონის კლების ზოგიერთი საშუალება.[7]Cohen RA, Brown RS. Microscopic hematuria. N Engl J Med. 2003;348:2330-2338.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12788998?tool=bestpractice.com
ასიმპტომური მიკროსკოპული ჰემატურია მეტად არის დაკავშირებული საშარდე გზების ავთვისებიან დაავადებებთან კაცებში.[9]Committee on Gynecologic Practice, American Urogynecologic Society. Committee opinion no.703: asymptomatic microscopic hematuria in women. Obstet Gynecol. 2017 Jun;129(6):e168-72.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2017/06000/Committee_Opinion_No_703__Asymptomatic_Microscopic.51.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28368896?tool=bestpractice.com
სიმსუქნე და ჰიპერტენზია თირკმელუჯრედოვანი კარცინომის რისკფაქტორებია.[10]Escudier B, Porta C, Schmidinger M, et al. Renal cell carcinoma: ESMO clinical practice guidelines for diagnosis, treatment and follow-up. Ann Oncol. 2019 May 1;30(5):706-20.
https://www.esmo.org/guidelines/genitourinary-cancers/renal-cell-carcinoma
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30788497?tool=bestpractice.com
ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მაღალი რისკის მქონე პაციენტებს საჭიროა ჩაუტარდეთ საშარდე გზების სრული გამოკვლევა (მათ შორის საშარდე გზების ზედა ნაწილის რენტგენოგრაფია და ქვედა საშარდე გზების ცისტოსკოპია).[1]Davis R, Jones JS, Barocas DA, et al. Diagnosis, evaluation and follow-up of asymptomatic microhematuria (AMH) in adults: AUA guideline. J Urol. 2012 Dec;188(6 suppl):2473-81.
https://www.auanet.org/guidelines/asymptomatic-microhematuria-(amh)-guideline
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23098784?tool=bestpractice.com
[7]Cohen RA, Brown RS. Microscopic hematuria. N Engl J Med. 2003;348:2330-2338.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12788998?tool=bestpractice.com
[11]Messing EM, Madeb R, Young T, et al. Long-term outcome of hematuria home screening for bladder cancer in men. Cancer. 2006;107:2173-2179.
http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/cncr.22224/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17029275?tool=bestpractice.com
[12]Alishahi S, Byrne D, Goodman CM, et al. Haematuria investigation based on a standard protocol: emphasis on the diagnosis of urological malignancy. J R Coll Surg Edinb. 2002;47:422-427.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11874263?tool=bestpractice.com
[13]Froom P, Ribak J, Benbassat J. Significance of microhaematuria in young adults. BMJ. 1984;288:20-22.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1444134/pdf/bmjcred00482-0026.pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/6418299?tool=bestpractice.com
[14]Topham PS, Jethwa A, Watkins M, et al. The value of urine screening in a young adult population. Fam Pract. 2004;21:18-21.
http://fampra.oxfordjournals.org/cgi/content/full/21/1/18
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14760038?tool=bestpractice.com
დაბალი რისკის მქონე პაციენტებში, გამოკვლევა უნდა წარიმართოს კონკრეტულად სიმპტომების სავარაუდო გამომწვევი მიზეზის დასადგენად საშარდე გზების სრულად გასინჯვის გარეშე. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციით, 60 წლეს გადაცილებული პაციენტები უნდა ექიმთან ვიზიტზე უნდა მივმართოთ 2 კვირის ფარგლებში და ვიხელმძღვანელოთ შარდის ბუშტის საეჭვო კიბოს რეფერალის გზამკვლევით, თუ პაციენტს აქვს უცნობი წარმოშობის მიკროსკოპული ჰემატურია და დიზურია ან ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა სისხლის ანალიზზე.[3]National Institute for Health and Care Excellence. Suspected cancer: recognition and referral. Jul 2017 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng12
კლასიფიკაციის სქემა
სისხლდენის წყაროს დადგენა ანატომიური ადგილმდებარეობის მიხედვით მწყობრი მიდგომის საშუალებას გვაძლევს. საშარდე გზების ზედა ნაწილები: თირკმელები (გლომერულური და არაგლომერულური) და შარდსაწვეთები. დანარჩენი უროლოგიური ორგანოები საშარდე გზების ქვედა ნაწილს ეკუთვნის. საშარდე გზების ამგვარი დაყოფა გვეხმარება ანამნეზის შეგროვების დროს და პაციენტის გასინჯვისას, აგრეთვე დიაგნოსტიკური ტესტების არჩევისას, რადგან გამოკვლევის არცერთი საშუალება არ გვაძლევს ინფორმაციას საშარდე გზების ყველა ნაწილის შესახებ.
დიაგნოსტიკური კვლევა
სადიაგნოსტიკო ტესტირების ფუნქციაა, პირველ რიგში, დაადასტუროს მიკროჰემატურიის არსებობა. შემდგომ აუცილებელია, რომ ტესტირების საშუალებით დადგინდეს, ჰემატურია გლომერულებისგან მომდინარეობს თუ სხვა წარმოშობისაა. აღნიშნული შემდეგ ეტაპზე უფრო დახვეწილი გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს, თუმცა საშარდე გზების ავთვისებიანი წარმონაქმნის ქონის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს უთუოდ უნდა ჩაუტარდეთ ზედა და ქვედა საშარდე გზების სადიაგნოსტიკო ტესტები (რენტგენოგრაფია და ცისტოსკოპია). სამეცნიერო კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ საშარდე გზებში კიბოს დასადგენად სიმსივნის მარკერების გამოყენება არასაკმარისი სპეციფიკურობის გამო ნაკლებად სანდოა. მიუხედავად ამისა, მარკერების გამოყენება შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისთვის და მკურნალობის შემდეგ დაავადების ხელახალი განვითარების დასადგენად.[15]Ecke TH. Focus on urinary bladder cancer markers: a review. Minerva Urol Nefrol. 2008;60:237-246.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18923360?tool=bestpractice.com
[16]van Rhijn BW, van der Poel HG, van der Kwast TH. Cytology and urinary markers for the diagnosis of bladder cancer. Eur Urol Suppl. 2009;8:535-566.
სკრინინგი
მიკროჰემატურიის მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირად დადგენილ კიბოს შარდის ბუშტის გარდამავალი უჯრედების კიბო წარმოადგენს.[6]Edwards TJ, Dickinson AJ, Natale S, et al. A prospective analysis of the diagnostic yield resulting from 4020 patients at a protocol-driven haematuria clinic. BJU Int. 2006;97:301-305.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16430634?tool=bestpractice.com
[11]Messing EM, Madeb R, Young T, et al. Long-term outcome of hematuria home screening for bladder cancer in men. Cancer. 2006;107:2173-2179.
http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/cncr.22224/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17029275?tool=bestpractice.com
[17]Friedman GD, Carroll PR, Cattolica EV, et al. Can hematuria be a predictor as well as a symptom or sign of bladder cancer? Cancer Epidemiol Biomarkers Prev. 1996;5:993-996.
http://cebp.aacrjournals.org/cgi/reprint/5/12/993
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8959322?tool=bestpractice.com
[18]Sugimura K, Ikemoto S, Kawashima H, et al. Microscopic hematuria as a screening marker for urinary tract malignancies. Int J Urol. 2001;8:1-5.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11168689?tool=bestpractice.com
[19]Jones R, Latinovic R, Charlton J, et al. Alarm symptoms in early diagnosis of cancer in primary care: cohort study using general practice research database. BMJ. 2007;334:1040.
http://www.bmj.com/cgi/content/full/334/7602/1040
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17493982?tool=bestpractice.com
აშშ-ის პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფის მიხედვით მიკროჰემატურიის დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი შარდის ბუშტის კიბოსთან მიმართებაში 5-8 %-ს წარმოადგენს, შესაბამისად რუტინული სკრინინგი რეკომენდებული არ არის.[8]Chou R, Dana T. Screening adults for bladder cancer: a review of the evidence for the U.S. Preventive Services Task Force. Ann Intern Med. 2010;5:153:461-468.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20921545?tool=bestpractice.com
[20]Nielsen M, Qaseem A; High Value Care Task Force of the American College of Physicians. Hematuria as a marker of occult urinary tract cancer: advice for high-value care from the American College of Physicians. Ann Intern Med. 2016;164:488-497.
http://annals.org/article.aspx?articleid=2484287
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26810935?tool=bestpractice.com
საშარდე გზების კიბოს ამოცნობა: საშუალო ხარისხის მტკიცებულებების მიხედვით ჰემატურიის სკრინინგი საშარდე გზების კიბოს დასადგენად დიაგნოსტიკურ ღირებულებას არ ატარებს.[5][11][14][21][22]რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები <200 მონაწილით, მეთოდოლოგიურად გაუმართავი კვლევები >200 მონაწილით, მეთოდოლოგიურად გაუმართავი სისტემური მიმოხილვები ან კარგი ხარისხის ობსერვაციული (კოჰორტული) კვლევები.