ქრონიკული დაღლილობის სინდრომი / მიალგიური ენცეფალომიელიტი (CFS/ME) განირჩევა სხვა ორგანული და ფსიქიატრიული მდგომარეობებისგან დაღლილობის დიფერენციული დიაგნოსტიკის დროს შემდეგი თვისებებით: მძიმე, უნარშემზღუდველი დაღლილობა 6 თვეზე მეტხანს; კოგნიტური დისფუნქციის, მთელი სხეულის ტკივილის, ზედაპირული ძილის კომბინაცია, რაც ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას; შეუძლოდ ყოფნა დაღლის შემდეგ, როცა დაღლა ან სხვა სტრესორი იწვევს სიმპტომების დამძიმებას დაუყოვნებლივ ან რამდენიმე საათში, ერთ ღამეში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი / მიალგიური ენცეფალომიელიტი ნევროლოგიური დაავადებაა.
არ არსებობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის /მიალგიური ენცეფალომიელიტის ობიექტური დიაგნოსტიკური ტესტები, დადასტურებული ბიომარკერები, სამკურნალო მედიკამენტები ან მკურნალობა. მკურნალობის უპირველესი მიზნებია სიმპტომების მართვა და ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება. თავდაპირველი თერაპია ინდივიდუალურია და ემყარება ყველაზე მძიმე ჩივილებს.
ქრონიკული, თუმცა ცვალებადი შეზღუდვა საჭიროებს ცხოვრების სტილის ცვლილებას, რათა დაიგეგმოს დღის აქტივობები, დაიზოგოს ენერგიული რესურსები ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებისათვის, დაიგეგმოს დასვენების დროები, რათა პაციენტი არ გადაიღალოს და გაუმჯობესდეს ძილის ხარისხი.
მოსახლეობის დაახლოებით 30.5%-ში ვლინდება ქორნიკული დაღლილობა.[1]van't Leven M, Zielhuis GA, van der Meer JW, et al. Fatigue and chronic fatigue syndrome-like complaints in the general population. Eur J Public Health. 2010 Jun;20(3):251-7.
https://academic.oup.com/eurpub/article/20/3/251/429061
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19689970?tool=bestpractice.com
შესაბამისად, საჭიროა დიაგნოსტიკური კრიტერიუმების დეტალური განხილვა და გარკვეული მდგომარეობების გამორიცხვა გახანგრძლივებული, მუდმივი დაღლილობის მქონე პაციენტის შეფასებისას.
კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის რამდენიმე დიაგნოსტიკური კრიტერიუმი. ასევე მიმდინარეობს დისკუსია/დებატი ტერმინებთან დაკავშირებით: მიალგიური ენცეფალომიელიტი, ქრონიკული დაღლილობა, კომბინაციური ტერმინი (ხშირად ექიმები ამ ტერმინებს სინონიმურად იყენებენ). პაციენტებს ხშირად გონიათ "ქრონიკული დაღლილობის სინდრომი" საკმაოდ მარტივი და უმნიშვნელოა. ტერმინი "მიალგიური ენცეფალომიელიტი" ასევე პრობლემურია, რადგან ცნობილია ტვინის ანთების განმსაზღვრელი ლიმიტირებული მტკიცებულება.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის /მიალგიური ენცეფალომიელიტის განსაზღვრება: უეცარი ან ეტაპობრივი დაწყების მუდმივი უნარშემზღუდავი დაღლილობა, ფიზიკური დატვირთვის შემდგომი შეუძლოდ ყოფნა/დაღლილობა, დაღლილობის გაგრძელება ძილის შემდეგ (ზედაპირული ძილი), კოგნიტური ან აუტონომიური დისფუნქცია, მიალგია, ართრალგია, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და მტკივნეული ლიმფური კვანძები (პალპირებადი ლიმფადენოპათიის გარეშე). სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.[2]Komaroff AL. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: a real illness. Ann Intern Med. 2015 Jun 16;162(12):871-2.
http://annals.org/article.aspx?articleid=2322808
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26075760?tool=bestpractice.com
დაღლილობა არ უკავშირდება სხვა სამედიცინო დაავადებებს, ხოლო სიმპტომები არ მსუბუქდება ძილის ან მოსვენების შედეგად.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის განმარტება შეიცვალა. ადრე განმარტება ფოკუსირებდა დაღლილობასა და უნარების დაქვეითებაზე (როგორც აღწერილია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების კრიტერიუმებში),[3]Fukuda K, Straus SE, Hickie I, et al. The chronic fatigue syndrome: a comprehensive approach to its definition and study. International Chronic Fatigue Syndrome Study Group. Ann Intern Med. 1994 Dec 15;121(12):953-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/7978722?tool=bestpractice.com
ხოლო ახლა მოიცავს დაღლილობის შემდგომ შეუძლოდ ყოფნას/გადაღლას (აღწერილია კანადურ კონსენსუს კრიტერიუმებში) და[4]Carruthers BM, Jain AK, De Meirleir KL, et al. Myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: clinical working case definition, diagnostic and treatment protocols. 2003 [internet publication].
http://med.stanford.edu/content/dam/sm/chronicfatigue/documents/overview/CanadianCriteriaCFS2003.pdf
[5]Jason LA, Evans M, Porter N, et al. The development of a revised Canadian myalgic encephalomyelitis chronic fatigue syndrome case definition. Am J Biochem Biotechnol. 2010;6(2):120-35.
http://thescipub.com/pdf/10.3844/ajbbsp.2010.120.135
სისტემური გადაღლის აუტანლობის დაავადებას, რომელიც 2015 წელს აღიწერა აშშ მედიცინის ეროვნული აკადემიის მიერ (წინათ წოდებული მედიცინის ინსტიტუტი). სისტემური გადაღლის აუტანლობის დაავადება განიმარტა ლიტერატურის ფართო მიმოხილვის საფუძველზე და შემოვიდა როგორც ალტერნატიული ტერმინი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის ნაცვლად, რათა ხაზი გაესვას, რომ დისფუნქცია მთელ სხეულს მოიცავს და მძიმდება ფიზიკური ან კოგნიტური დაღლით და სხვა სტრესორებით.[6]Institute of Medicine of the National Academies. Beyond myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: redefining an illness. February 2015 [internet publication].
http://iom.nationalacademies.org/~/media/Files/Report%20Files/2015/MECFS/MECFS_ReportBrief.pdf
[7]Jason LA, Brown A, Evans M, et al. Contrasting chronic fatigue syndrome versus myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome. Fatigue. 2013 Jun 1;1(3):168-83.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3728084/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23914329?tool=bestpractice.com
სისტემური გადაღლის აუტანლობის დაავადების დიაგნოსტიკა საჭიროებს შემდეგი სიმპტომების არსებობას: უნარების შემზღუდველი დაღლილობა, დაღლილობის შემდგომ შეუძლოდ ყოფნა, ზედაპირული ძილი. ეს სიმპტომები უნდა იყოს პერსისტენტული, მძიმე და ვლინდებოდეს დროის 50%-ში. ამ სურათს უნდა ერთვოდეს კოგნიტური ან ორთოსტაზული აუტანლობა, იმავე სიმძიმითა და სიხშირით.[6]Institute of Medicine of the National Academies. Beyond myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: redefining an illness. February 2015 [internet publication].
http://iom.nationalacademies.org/~/media/Files/Report%20Files/2015/MECFS/MECFS_ReportBrief.pdf
ტკივილი არ ითვლებოდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის უნიკალურ სიმპტომად, ამიტომ არ შევიდა სისტემური გადაღლის აუტანლობის დაავადების კრიტერიუმებში. სისტემური გადაღლის აუტანლობის დაავადება, როგორც ტერმინი, ფართოდ არ გამოიყენება. ამ თემის ფარგლებში გამოვიყენებთ ტერმინს- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი / მიალგიური ენცეფალომიელიტი, აბრევიატურით- CFS/ME. აღნიშნულ სამ განმარტებას (აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრები, კანადური კონსენსუს-კრიტერიუმები და მედიცინის ეროვნული აკადემია) აქვს თავსებადი კრიტერიუმები, რომლებიც ფოკუსირებს დაღლის შემდგომ შეუძლოდ ყოფნაზე, უნარების შეზღუდვა-დაქვეითებაზე, ძილზე, ტკივილსა და აღქმაზე.[8]Jason LA, Evans M, Brown A, et al. Chronic fatigue syndrome versus sudden onset myalgic encephalomyelitis. J Prev Interv Community. 2015;43(1):62-77.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4295655/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25584529?tool=bestpractice.com
[9]Jason LA, Brown A, Clyne E, et al. Contrasting case definitions for chronic fatigue syndrome, myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome and myalgic encephalomyelitis. Eval Health Prof. 2012 Sep;35(3):280-304.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3658447/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22158691?tool=bestpractice.com
დაღლის შემდეგ შეუძლოდ ყოფნა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი მედიცინის ეროვნული აკადემიის კრიტერიუმების შესაბამისად.[6]Institute of Medicine of the National Academies. Beyond myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome: redefining an illness. February 2015 [internet publication].
http://iom.nationalacademies.org/~/media/Files/Report%20Files/2015/MECFS/MECFS_ReportBrief.pdf
[7]Jason LA, Brown A, Evans M, et al. Contrasting chronic fatigue syndrome versus myalgic encephalomyelitis/chronic fatigue syndrome. Fatigue. 2013 Jun 1;1(3):168-83.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3728084/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23914329?tool=bestpractice.com
დატვირთვის შემდგომი შეუძლოდ ყოფნა აღწერილია, როგორც 24 საათზე მეტხანს გამოხატული სიმპტომთა ჯგუფი მენტალური ან ფიზიკური დაღლის შემდეგ. შესაბამისი სიმპტომებია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კოგნიტური დარღვევები და ინსომნია. შეიძლება განვითარდეს მარტივი აქტივობების შემდეგ (სიარული ან საუბარი). ფიზიკური რესურსების შესანარჩუნებლად პაციენტს უწევს ცხოვრების სტილის ცვლილება. რთულია ფუნქციური დონის შენარჩუნება პროფესიულ, საგანმანათლებლო და სოციალურ პირობებში.[10]Jason LA, Evans M, So S, et al. Problems in defining post-exertional malaise. J Prev Interv Community. 2015;43(1):20-31.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4295644/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25584525?tool=bestpractice.com
პაციენტები ხშირად დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი არიან პროდუქტიულები, დანარჩენი დრო კი ნელი, ნაწილობრივი გამოკეთებისთვისაა განკუთვნილი. ვლინდება არაორგანიზებული ფიქრები, მთელი სხეულის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა და ქრონიკული დაღლილობის სხვა ნიშნები. "დაღლილობის" განხილვა მენტალური ან ფიზიკური გადაღლის ფარგლებში ზედმეტად მარტივია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის მასშტაბის გამოსავლენად. დაღლილობის ამსახველი ლექსიკა არაადეკვატური, არასაკმარისია. არსებობს ძლიერი მიკერძოება მწვავე ვირუსული დაავადებების ლექსიკის მიმართ, როგორიცაა გრიპი და პოლიომიელიტი, რადგან ვირუსული დაავადება ითვლებოდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის ისტორიულ წინამორბედად.[11]Sigurdsson B. Clinical findings six years after outbreak of Akureyri disease. Lancet. 1956 May 26;270(6926):766-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/13320872?tool=bestpractice.com
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი / მიალგიური ენცეფალომიელიტი ნევროლოგიური დაავადებაა.[12]World Health Organization. International classification of diseases 11th revision for mortality and morbidity statistics (ICD-11 MMS). 2018 [internet publication].
https://icd.who.int/browse11/l-m/en