ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმის ზრდას განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება, ან ინფილტრაცია, ან ფარისებრი ჯირკვლის ერთი ან მეტი კვნაძის არსებობა.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის მცირე წარმონაქმნი, რომელიც განსხვავდება გარშემორტყმული პარენქიმისგან. სხვა ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების გადიდება, როგორიცაა პარაფარისებრი ჯირკვლები ან რეგიონალური ლიმფური კვანძები, ასევე მხრის ნაპრალი და ფარისებრენის სადინრის ცისტები, შესაძლოა ზოგჯერ შეგვეშალოს ფარისებრი ჯირკვლის კვანძებში. ფარისებრი ჯირკვლის კვანძები შესაძლოა პალპირებადი იყოს გამოვლენისას ან შემთხვევით აღმოჩნდეს რადიოლოგიური პროცედურის დროს (შემთხვევათა 40%-ში პაციენტები თვითონ აღმოაჩენენ, 30%-ში ექიმი აკეთებს იდენტიფიცირებას, ხოლო დანარჩენ 30%-ში შემთხვევით ხდება მათი აღმოჩენა[1]Mevawalla N, McMullen T, Sidhu S, et al. Presentation of clinically solitary thyroid nodules in surgical patients. Thyroid. 2011 Jan;21(1):55-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20954812?tool=bestpractice.com
შემთხვევით აღმოჩენა, დაკვირვებისას ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის დროს, განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გაზრდილ რეპორტირებულ ინციდენტობას მთელს მსოფლიოში. კისრის ულტრასონოგრაფია, რომელიც შესრულებულია სხვა ჩვენებით, პოულობს ფარისებრი ჯირკვლის კვანძებს მოსახლეობის 20% -ზე მეტში. შემთხვევითი კვანძები უფრო ხშირად გვხვდება ქალებში.[2]Al Shayeb M, Varma SR, El Kaseh A, et al. Incidental thyroid nodules an ultrasound screening of the neck region: prevalence & risk factors. Clin Pract. 2018;15(5):873-9.
https://dx.doi.org/10.4172/clinical-practice.1000420
[3]Rad MP, Zakavi SR, Layegh P, et al. Incidental thyroid abnormalities on carotid color Doppler ultrasound: frequency and clinical significance. J Med Ultrasound. 2015 Mar;23(1):25-8.
https://doi.org/10.1016/j.jmu.2014.04.005
აუტოფსიური კვლევები ავლენს კვანძებს ზოგადი მოსახლეობის ნახევარში ცხოვრების მეხუთე ან მეექვსე ათწლეულში.[4]Mortensen JD, Woolner LB, Bennett WA. Gross and microscopic findings in clinically normal thyroid glands. J Clin Endocrinol Metab. 1955 Oct;15(10):1270-80.
https://www.doi.org/10.1210/jcem-15-10-1270
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/13263417?tool=bestpractice.com
კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია და ულტრაბგერით აღმოჩენილი კვანძების მხოლოდ 5-12% იყო ავთვისებიანი.[5]Papini E, Guglielmi R, Bianchini A, et al. Risk of malignancy in nonpalpable thyroid nodules: predictive value of ultrasound and color-Doppler features. J Clin Endocrinol Metab. 2002 May;87(5):1941-6.
https://academic.oup.com/jcem/article/87/5/1941/2846442
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11994321?tool=bestpractice.com
[6]Nam-Goong IS, Kim HY, Gong G, et al. Ultrasonography-guided fine-needle aspiration of thyroid incidentaloma: correlation with pathological findings. Clin Endocrinol (Oxf). 2004 Jan;60(1):21-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14678283?tool=bestpractice.com
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმრავლესობა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ჩათვლით, ასიმპტომურია. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კვლევისას მთავარ სირთულეს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი კვანძების დიფერენცირება წარმოადგენს.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მკურნალობა ეფუძნება სონოგრაფიულ მახასიათებლებს და ასპირაციული ბიოფსიით მიღებულ ციტოლოგიას. მოლეკულური ბიომარკერები უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ასპირაციული ბიოფსიის დიაგნოსტიკური ღირებულების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ფოლიკულური კიბოს დროს (ბეთეზდა IV, ბეთეზდას კლასიფიკაციის მიხედვით) და უცნობი მნიშვნელობის ფოლიკულური დაზიანებების დროს (ბეთეზდა III). 1 სმ-ზე ნაკლები კვანძების რუტინული ბიოფსია რეკომენდებული არ უნდა იყოს.[7]Haugen BR, Alexander EK, Bible KC, et al. 2015 American Thyroid Association management guidelines for adult patients with thyroid nodules and differentiated thyroid cancer. Thyroid. 2016 Jan;26(1):1-133.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4739132
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26462967?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბეთეზდას სისტემა- ფარისებრი ჯირკვლის ციტოპათოლოგიური ანგარიშის სისტემა: რეკომენდებული დიაგნოსტიკური კატეგორიები, ავთვისებიანობის რისკი და რეკომენდებული კლინიკური მართვა. რისკების პროცენტული რაოდენობა დამოკიდებულია ატიპიისა და ფოლიკულური დაზიანების სიხშირეზე, ადგილობრივი პათოლოგანატომების ანგარიშის თანახმად. ქირურგს კარგად უნდა ესმოდეს პათოლოგანატომის დასკვნის მიზეზები, ახსნა და ბეთეზდას სხვადასხვა კლასების კვანძების სიხშირეები. მკურნალობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ზომა, დაკავშირებული სიმპტომები, პაციენტის შფოთვა, სევე ასპირაციული ბიოფსიის ინტერპრეტაციაშექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ; ადაპტირებულია Bumpous J, Celestre MD, Pribitkin E, et al-დან. დიაგნოსტიკისა და მკრუნალობისთვის გადაწყვეტილებების მიღება: ექსპერტების ალგორითმი მოლეკულური კვლევისთვის Otolaryngol Clin North Am. 2014 Aug;47(4):609-23 [Citation ends].
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მქონე პაციენტების რისკის ჯგუფებად დაყოფა, რაც ავთვისებიანი მდგომარეობის ციტოლოგიური დიაგნოზით სრულდება, მეტად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის გასაგებად.[7]Haugen BR, Alexander EK, Bible KC, et al. 2015 American Thyroid Association management guidelines for adult patients with thyroid nodules and differentiated thyroid cancer. Thyroid. 2016 Jan;26(1):1-133.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4739132
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26462967?tool=bestpractice.com
ეს ობიექტური გზაა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ქირურგიული რეზექციის დასანიშნად და წარმოდგენილია რისკების ესკალაციური შკალის მიხედვით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სტრუქტურული დაავადების განმეორების რისკი პაციენტებში, რომლებსაც საწყისი მკურნალობის შემდეგ არ აქვთ სტრუქტურულად აშკარა დაავადება (DTC, ფარისებრის დიფერენცირებული კიბო; ETE, გავრცელება ფარისებრს გარეთ; FTC, ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბო; FV ფოლიკულური ვარიანტი; LN, ლიმფური კვანძი; PTMC, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული მიკროკარცინომა; PTC, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო. *BRAF/TERT არ არის რუტინულად რეკომენდებული რისკის ჯგუფებად დაყოფისთვის. +რისკების პროცენტული მაჩვენებელი საუკეთესო შეფასებას წარმოადგენს გამოქვეყნებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით)შექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ; ადაპტირებულია Haugen BR, Alexander EK, Bible KC, et al.-დან. 2015 წლის ამერიკის ფარისებრი ჯირკვლის ასოციაციის მკურნალობის გაიდლაინები მოზრდილი პაცინეტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და დიფერენცირებული კიბო. ფარისებრი. 2016 Jan;26(1):1-133 [Citation ends].
იაპონიაში გამოცდილების მიხედვით არსებობს შემოთავაზება დააკვირდნენ ფარისებრი ჯირკვლის კვანძებს (ბიოფსიით დადასტურებული პაპილარული კიბოები ან ბიოფსიამდე ულტრაბგერითი კვლევით საეჭვო კვანძები) შერჩეულ პაციენტებში მოსალოდნელი კიბოს/კისრის ულტრაბგერითი კვლევის ნიშნებით (მაგ: პირველადი სიმსივნის ზომა და მდებარეობა ფარისებრ ჯირკვალში), ინდივიდუალური გარემოებებით (მაგ: კვლევის, ასაკის, თანმხლები მდგომარეობების მიღების სურვილი) და მულტიდისციპლინარული კლინიკური გუნდის გამოცდილებით.[8]Ito Y, Miyauchi A, Oda H. Low-risk papillary microcarcinoma of the thyroid: a review of active surveillance trials. Eur J Surg Oncol. 2018 Mar;44(3):307-15.
https://www.ejso.com/article/S0748-7983(17)30370-0/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28343733?tool=bestpractice.com
[9]Brito JP, Ito Y, Miyauchi A, et al. A clinical framework to facilitate risk stratification when considering an active surveillance alternative to immediate biopsy and surgery in papillary microcarcinoma. Thyroid. 2016 Jan;26(1):144-9.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4842944
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26414743?tool=bestpractice.com
[10]Miyauchi A. Active surveillance of low-risk papillary microcarcinoma of the thyroid: Kuma hospital protocols and its outcomes. Video Endocrinology. 14 September 2016 [internet publication].
https://doi.org/10.1089/ve.2016.0073
მიკროკარცინომების გამორიცხვის ერთი მეთოდი არის ბიოფსიის დროს <1 სმ-იანი დიამეტრის ზღვრის დაწესება.