This page compiles our content related to ინსულტის მიმოხილვა. For further information on diagnosis and treatment, follow the links below to our full BMJ Best Practice topics on the relevant conditions and symptoms.
შესავალი
მსგავსი მდგომარეობები
go to our full topic on იშემიური ინსულტი
კონკრეტული ეტიოლოგიის განურჩევლად, იშემიური ინსულტი ვითარდება თავის ტვინში სისხლძარღვის მიერ გარკვეული არეალის სისხლით მომარაგების დაქვეითების შედეგად, რაც გამოწვეულია თავის ტვინის არტერიის ოკლუზიით ან სტენოზით. იშემიური ინსულტების მცირე ნაწილი გამოწვეულია ცერებრალური სინუსების ან ქერქის ვენების თრომბოზით. იშემიური ინსულტის ძლიერი რისკფაქტორებია: ხანდაზმულობა, გარდამავალი იშემიური შეტევა, იშემიური ინსულტი, ინსულტის ოჯახური ანამნეზი ადრეულ ასაკში, ჰიპერტენზია, თამბაქოს მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, წინაგულების ფიბრილაცია, გულის თანმხლები დაავადებები, საძილე არტერიის სტენოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და დისლიპიდემია.[1][2][3][4][5][6][7][8][9][10][11][12][13][14][15]
go to our full topic on გარდამავალი იშემიური შეტევა
გარდამავალ იშემიურ შეტევაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს უეცრად გამოვლენილი ფოკალური ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც სრულად აღდგება გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში და ვერ იხსნება სხვა მდგომარეობით, მაგ. ჰიპოგლიკემიით. გარდამავალი იშემიური შეტევა დაკავშირებულია ადრეული განმეორებითი ცერებრული იშემიის მაღალ რისკთან.[2] ძლიერი რისკფაქტორებია წინაგულების ფიბრილაცია, გულის სარქვლოვანი დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, საძილე არტერიების სტენოზი დასხვა მნიშვნელოვანი დაავადებები (მაგ. ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა ან ვასკულიტი, როგორიცაა საფეთქლის არტერიტი), სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები და ხანდაზმულობა.[17][18][19][20][21][22][23][24] საჭიროა მდგომარეობის დროული შეფასება და მეორეული პრევენციული ღონისძიებების გატარება.
go to our full topic on ჰემორაგიული ინსულტი
ინტრაცერებრალური ჰემორაგია გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯით, რომლის შედეგად სისხლდენა თავის ტვინის პარენქიმაში ხდება, რაც თავის მხრივ იწვევს თავის ტვინის ქსოვილის პირველად მექანიკურ დაზიანებას. 2017 წელს, ინტრაცერებრალური ჰემორაგიის პრევალენტობა შეადგენდა 17.9 მილიონს.[25] ძლიერი რისკფაქტორებია ჰიპერტენზია, ხანდამზულობა, ინტრაცერებრალური ჰემორაგიის ოჯახური ანამნეზი, ჰემოფილია, ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია, ანტიკოაგულაცია, არალეგალური სიმპატომიმეტიკური წამლების გამოყენება, სისხლძარღვების მალფორმაციები და მოიამოიას სინდრომი[6][26][27][28][29][30][31][32]
კონტრიბუტორები
ავტორები
Editorial Team
BMJ Publishing Group
გაფრთხილება:
This overview has been compiled using the information in existing sub-topics.
პაციენტის ბროშურები
Stroke caused by a blood clot: preventing another stroke
Stroke: treatment
მეტი პაციენტის ბროშურებიშედით სისტემაში ან გამოიწერეთ BMJ Best Practice
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას