პროგნოზი

არსახარბიელო პროგნოზული ფაქტორები

არაკეთილსაიმედო გამოსავლიანობასთან ( მოთავსება ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან სიკვდილი) დაკავშირებული პროგნოზული ფაქტორები მოიცავს ხანშიშესულ ასაკს და თანმხლების დაავადების, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატიტი B და გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიების არსებობას.[11][24][25][74][75]

შემოსვლისას LDH, CRP შემცველობის მატება და ნეიტროფილოზი[24][74] ისევე, როგორც CD4 და CD8 ლიმფოციტების დაბალი შემცველობა[76] ასევე დაკავშირებულია სიკვდილის რისკის დამოუკიდებელ ზრდასთან.

ავადობა და სიკვდილობა

კლინიკური მდგომარეობის გაუარესება, რომელიც საჭიროებს ინტუბაციას და მექანიკური ვენტილაციას, ვითარდება სიმპტომების განვითარებიდან საშუალოდ 8 დღის შემდეგ.[1] სიკვდილობა უმეტესად გამოწვეულია სეფსისით, ARDS და მრავლობით ორგანოთა უკმარისობით.[77]

ფატალურ შემთხვევათა სიხშირე SARS 2003 წლის ეპიდაფთქების დროს 9.6% იყო და მერყეობდა 0%-დან 40%-მდე.[2] 65 წელზე ხნიერ პაციენტებში სიკვდილობა 50% აჭარბებს.

ფილტვის ფუნქციის ნარჩენი დაქვეითება და მდგრადი რადიოლოგიური პათოლოგიები, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური გართულებები და კუნთებში სისუსტე, SARS გამოჯანმრთელებულებს ხშირად აღენიშნებათ, თუმცა ისინი დროთა განმავლობაში უმჯობესდებიან.[78]

ბავშვები(< 12 წელზე ასაკის)

ბავშვებში კლინიკური მიმდინარეობა უფრო სუსტი და ხანმოკლეა, ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას.[37][79][80] აქედან გამომდინარე, პროგნოზი უფრო საიმედოა უფროსებთან შედარებით და როგორც აღნიშნულია, მცირეწლოვან ბავშვებში SARS კორონაროვირუსით გამოწვეული სიკვდილობა არ გამოვლენილა.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით