პირველადი პრევენცია

ადამიანების საკვებში გამოყენებული გარეული ცხოველების გადაყვანისა და ვაჭრობისას სასურსათო მაღაზიებში შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების დანერგვა და შენარჩუნება გადამწყვეტია SARS პირველადი პრევენციისთვის.

მეორეული პრევენცია

დაავადების გადაცემა, როგორც ჩანს, ინფიცირებულ ინდივიდებთან ახლო ურთიერთობისას ხდება, ყოველი SARS ახალი შემთხვევის ადრეული გამოცნობა დაავადების გავრცელების პრევენციის ქვაკუთხედია.[87][88] ინტერ-ეპიდემიურ პერიოდში სასურველია უმაღლესი დონის სიფრთხილის გამოჩენა, განსაკუთრებით როცა ქვედა სასუნთქი გზების მძიმე ინფექციის "უჩვეულო" შემთხვევები ვლინდება. არსებობს რამდენიმე მიდგომა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაზღუდად როგორც საავადმყოფოში, ისე საზოგადოებაში.

  • სამედიცინო პერსონალს, ან SARS კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირს სასურველია, დავაკვირდეთ დაავადების სავარაუდო გამოვლინების დასადგენად.

  • ინდივიდები, რომელთაც SARS სავარაუდო, თუ დადასტურებულ შემთხვევასთან დაუცველი კონტაქტი ჰქონდათ სავარაუდო ზემოქმედების შემდეგ 10 დღიან კარანტინში უნდა მოთავსდნენ. არავითარი განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება არ არის საჭირო კარანტინის ქვეშ მყოფი პირის ოჯახის წევრებისთვის, სანამ პიროვნება ასიმპტომურია.

  • ინფექციის კონტროლის უსაფრთხოების ზომების დანერგვა სასურველია, გადაუდებლად მოხდეს, ტრიაჟის ღონისძიებების დაწყებასთან ერთად, რაც უზრუნველყოფს შესაძლო შემთხვევების ადრეულ გამოცნობას. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა სასურველია შემოწმებული და მოდერნიზებული იყოს, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს SARS სავარაუდო განმეორებით გამოვლინებას.[89]

  • ცხელებაზე დაკვირვების სადგურები, ცხელების მქონე პაციენტების ტრიაჟი, პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის შესასვლელებისა და კორიდორების განცალკევება, და ხელის დასაბანი მოწყობილობების რაოდენობის მატება - ყველაფერი ეს სამედიცინო პერსონალის დამცავი ქმედებების გამოვლინებაა.[90]

  • სამედიცინო პერსონალი სასურველია, ადექვატურად მომზადებული იყოს და გულმოდგინედ მისდევდეს ინფექციის მართვის გაიდლაინებს.[91]

  • სამედიცინო პერსონალი უნდა ატარებდეს დამცავ ნიღბებს, როგორიცაა # 95,[92] ან HEPA ფილტრის შემცველ რესპირატორებს, გრძელსახელოიან უნიფორმას, ჰერმეტულ ხალათებს და სუფთა ხელთათმანებს.[93] თუ რესპირატორული სეკრეტის, ან სხვა ბიოლოგიური სითხის უეცარი შესხმა, ან შეფრქვევაა მოსალოდნელი, დამცავი სათვალის, ან სახის დამცავი ფარის ტარებაა აუცილებელი. SARS პალატების კარგი განიავება შეიძლება ეფექტური იყოს SARS გავრცელების მინიმალურამდე შემცირების, ან პრევენციისთვის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალში.[94]

  • სავარაუდოდ, ან დადასტურებულად SARS მქონე ორსული პაციენტების მშობიარობა სასურველია, იმართოს სპეციალურად გამოყოფილ ბაროკამერაში პერსონალით, რომელიც ატარებს დამცავ ამუნიციას და მომზადებულია ინფექციის მართვის საქმეში.[95]

  • SARS მქონე დედების მიერ გაჩენილი ახალშობილები სასურველია, იზოლირებულ იყვნენ სპეციალიზირებულ განყოფილებაში სანამ ჩვილი 10 დღის არ გახდება, ან დედის იზოლირების პერიოდი არ დასრულდება. ამ პერიოდში სასურველია, დედა ბავშვს ძუძუთი არ კვებავდეს.[95]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით