კვლევები
ხშირია ლეიკოპენია, 98%-ში ლიმფოპენიით დაავადების ადრეულ სტადიაზე.[3] ლიმფოპენია ვითარდება CD4 და CD8 უჯრედების შემცირების გამო. თრომბოციტოპენია ვლინდება დისიმინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის შემთხვევაში.
ლეიკოპენია, ლიმფოპენია CD4 და CD8 უჯრედების დაქვეითებული შემცველობით, თრომბოციტოპენია
SARS მქონე პაციენტთა 23-50% შეიძლება, აღენიშნოს AST-ს და ALT-ს მსუბუქი მატება, თუმცა დაავადების დიაგნოსტიკისთვის ნაკლებსპეციფიურია.[19]
მომატებული AST და ALT
ჩვეულებრივი, არასპეციფიური ლაბორატორული ანალიზია. მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე, ან სისხლში ერითროციტების ლიზისზე.
მოამტებულია
ჩვეულებრივი, არასპეციფიური ლაბორატორული ანალიზია. კუნთის, ან მიოკარდიუმის დაზიანების მაჩვენებელია. აგრეთვე დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭის დისფუნქციასთან.[4]
მოამტებულია
მძიმე ინფექციური დაავადების ნიშნების მქონე ყველა პაციენტს სასურველია, ჩაუტარდეს სისხლისა და შარდის ბაქტეროლოგიური ანალიზი, რათა გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის სხვა მიზეზები, განსაკუთრებით SARS ეპიდემიოლოგიური ანამნეზის უქონლობისას.
უარყოფითია ბაქტერიული ინფექციის გამოსავლენად
მძიმე ინფექციის ნიშნების მქონე ყველა პაციენტს სასურველია, ჩაუტარდეს სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რათა გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორიცაა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, განსაკუთრებით, თუ არ აღინიშნება SARS ტიპიური ეპიდემიოლოგიური ანამნეზი.
უარყოფითია Streptococcus pneumoniae– ის ან სხვა ინფექციურ ბაქტერიებზე
გრიპის ინფექციის გამოსარიცხად.
უარყოფითია გრიპის A და B ვირუსის გამოსავლენად
გრიპის ინფექციის გამოსარიცხად.
უარყოფითია გრიპის A და B ვირუსის გამოსავლენად
შემთხვევათა 20-25%-ში გულმკერდის რენტგენოსკოპიით ნორმალური მონაცემები ვლინდება.[24][25]
გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება ფილტვის ქვედა წილების პერიფერიებზე ცალმხრივი, ან ორმხრივი ინფილტრატის გამოსავლენად. ინფილტრატები გამოვლინდება, როგორც კეროვანი, შერწყმული, ან დიფუზური კონსოლიდაციის უბნები, ან როგორც კეროვანი ჩრდილი. [Figure caption and citation for the preceding image starts]: SARS მქონე პაციენტებში გულმკერდის რენტგენოგრაფიით ვლინდედება მულტიფოკალური დაჩრდილვაKetai L, et al. J Thorac Imaging. 2006;21:276-283; იბეჭდება ნებართვით [Citation ends].
კავიტაცია, ჰილუსური ლიმფადენოპათია და პლევრაში გამონაჟონი ხშირად არ ვლინდება.[26]
შუასაყრის ემფიზემა და პნევმოთორაქსი ხშირია დამხმარე ვენტილაციის დროს.[27]
ცალმხრივი, ან ორმხრივი ინფილტრატები
ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ რესპირატორული დისტრესი და ციანოზი.
ჟანგბადის დაბალი სატურაცია(SpO2 < 90%)
PCR მეთოდით დიაგნოზის დასადასტურებლად პაციენტის სხვადასხვა ანატომიური ადგილებიდან აღებული კლინიკური სინჯის ანალიზით 2 დადებითი პასუხი უნდა მივიღოთ, ან ერთი ადგილიდან 2 სხვადასხვა დროს აღებული ანალიზი უნდა იყოს დადებითი.[29]
სასურველია, ჩატარდეს სხვადასხვა ადგილებიდან აღებული სინჯების ანალიზი: ნაზოფარინგული, ოროფარინგული, და შრატის/პლაზმის სინჯების(პირველი კვირის განმავლობაში); ნაზოფარინგული, ოროფარინგული და განავლის სინჯების (პირველი კვირის შემდეგ).
უპირატეს სინჯებად მიჩნეულია ნაზოფარინგული ასპირატი(ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში ხშირად უარყოფითია), ან ხახის ნაცხი ვირუსულ სატრანსპორტო ნიადაგში. სასურველია, გამოვიყენოთ პლასტმასის სახელურზე ჩამოცმული დაკრონის, ან ვისკოზის ბუნით, ვიდრე ხის, ან კალციუმის ალგინატის წკირებით აღებული ნაცხი. სინჯები უნდა გადავიტანოთ ცივად შეფუთული, 4°C(39.2°F) ტემპერატურაზე.
განავლის, ან მთლიანი სისხლის სინჯების გადატანა ეთილენდიამინტეტრაძმრის მჟავაში (EDTA) ასევე მისაღებია.
სისხლში SARS-CoV რნმ გამოკვლევის რაოდენობრივი მეთოდი რეალურ დროში RT-PCR ტექნიკასთან ერთად გამოირჩევა დაავადების პირველ დღესვე 80%-იანი დიაგნოსტიკური სიზუსტით.[32]
დადებითია SARS კორონაროვირუსის(CoV) რნმ გამოსავლენად
კეთდება მაშინ, როცა პულსოქსიმეტრით გაზომილი SpO2 < 90%.
ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა
ნაჩვენებია სპონტანური სისხლდენის მქონე პაციენტებში.
გახანგრძლივებული PT, D დიმერის მომატებული შემცველობა
HRCT მეშვეობით გულმკერდის ვიზუალიზაცია სასურველია, ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა გულმკერდის რენტგენოგრამა ნორმის ფარგლებშია, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ეჭვი SARS არსებობაზე და ფილტვში დაჩრდილვის გამოვლენას ვცდილობთ.
პათოლოგია ვლინდება იმ პაციენტთა 67%-ში, რომელთაც გულმკერდის საწყისი რენტგენოგრაფიული მონაცემები ნორმის ფარგლებში ჰქონდათ.[28]
მქრქალი ჩრდილები წილთაშუა ტიხრის გასქელებით ± სუბპლევრალული შეხორცება
გამოკვლევა იმუნოფლუროსცენტული ანტისხეულების(IFA), ან იმუნოფერმენტული ანალიზის(ELISA) მეშვეობით ტარდება.
გამოსადეგია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეტროსპექტული დიაგნოსტიკისთვის.
სისხლის სინჯები სასურველია, ავიღოთ დიაგნოზზე ეჭვის მიტანისთანავე და შემდგომში - საჭიროებისამებრ.
სეროკონვერსია ჩვეულებრივ, სიმპტომების გაჩენიდან 1-4 კვირის განმავლობაში(> 90% 28 დღის შემდეგ) ხდება, ხოლო ანტისხეულების რეაქცია (SARS-CoV ანტისხეულების 4 ჯერადი მატება) იშვიათად ვლინდება დაავადების პირველ კვირაში, ხშირად - მეორე კვირის ბოლოსთვის, მაგრამ უმთავრესად აღარ ვლინდება დაავადების 28-ე დღის შემდეგ.[29][33]
SARS-CoV ანტისხეულების 4-ჯერადი მატება
ნაცხის მარტივი იმუნოლოგიური ანალიზის მთავარი მახასიათებელი SARS-CoV ანტიგენის (ნუკლეოკაფსიდური პროტეინი) გამოვლენის უნარია ბიოლოგიური სითხეების სინჯების მოპოვებიდან 45-60 წუთში.[34]
ვლინდება SARS-CoV ანტიგენის არსებობა
ჰიბრიდომა ტექნოლოგიით გამოვლენილ იქნა SARS-CoV რეკომბინანტული ნუკლეოკაფსიდური პროტეინის საწინააღმდეგო ხუთი მონოკლონური ანტისხეული. პოტენციურად იდეალური კანდიდატები SARS-CoV ადრეული და მგრძნობიარე დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდის შემუშავებისთვის.[35]
მაღალი სპეციფიკურობით ვლინდება SARS-CoV ანტიგენი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს