ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

მოგზაურობის ისტორია სიმპტომების გამოვლინებიდან 10 დღის განმავლობაში საზღვარგარეთ, ან ადგილობრივად იმ რეგიონში, რომელშიც დასაბუთებულად ან სავარაუდოდ მოხდა SARS გადატანა[21] ახლო და გახანგრძლივებული კონტაქტი ინფიცირებულ ინდივიდთან,[22] ან SARS კორონაროვირუსის(CoV) საკვლევ ლაბორატორიაში მუშაობა.[24]

ტემპერატურის მდგრადი მატების(38°C, ან 100.4°F-მდე და მეტიც) სწრაფი დასაწყისი ადრეული სიმპტომი და ნიშანია. SARS უსიცხო შემთხვევები შეიძლება, ხანდაზმულებში აღინიშნოს.[4][36]

ჩვეულებრივი მოვლენაა დაავადების ადრეულ რესპირატორულ ფაზაში (სიმპტომების გამოვლინებიდან 2-7 დღეში). როგორც წესი, არაპროდუქტიულია.

გამოხატულია დაავადების პროდრომულ ფაზაში. პაციენტს აწუხებს კუნთების ტკივილი.

გამოხატულია დაავადების უფრო მოგვიანო ფაზაში(8-12 დღე სიმპტომების გამოვლენიდან). ცვალებადობს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ძირითადად დაკავშირებულია ცხელებასთან.

ვლინდება დაავადების პროდრომულ პერიოდში.

ძირითადად გამოხატულია დაავადების პროდრომულ ფაზაში.

უვთარდება პაციენტთა 20%-25%-ს, ძირითადად დაავადების გვიანდელ ფაზაში(მეორე კვირას) ცხელების განმეორებით ტალღასთან ერთად ძირითადად წყლიანია სისხლის, ან ლორწოს მინარევით.[11]

სუნთქვის სიხშირე > 20/წუთში ვლინდება რესპირატორული დისტრესის დროს.

ძირითადად ვითარდება ცხელების და/ან სუნთქვითი უკმარისობის დროს.

ჟანგბადის დაბალი სატურაცია ვლინდება სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობის საშიშროება ემუქრებათ.

არასპეციფიკური სიმპტომია, ვლინდება მრავალი ვირუსული ინფექციის დროს. აღრიცხული სიხშირე 19.5%-მდეა.[1]

შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების ადრეულ ფაზაში.

შეიძლება, გამოვლინდეს, მაგრამ ხველა უმთავრესად არაპროდუქტიულია.

თუ ვლინდება, უფრო დაავადების გვიანდელ ფაზაში.

თუ ვლინდება, უფრო დაავადების გვიანდელ ფაზაში.

ვლინდება ჩვილებსა და ბავშვებში, ვისაც დაავადების უფრო მსუბუქი ფორმა აღენიშნება თანმხლები რინორეით შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში.[37]

არასპეციფიკური სიმპტომია, ვლინდება მრავალი ვირუსული ინფექციის დროს. აღრიცხული სიხშირე მერყეობს 4.2%-დან 43%-მდე.[1]

ჩვეული სიმპტომია ბევრი ვირუსული ინფექციის დროს. აღრიცხული სიხშირე 10.4%-მდეა.[1]

აღრიცხული სიხშირე 3.5%-ია.[1]

მძიმე მწვავე ნევროლოგიური სინდრომია, რომელიც, როგორც ცნობილია, ვითარდება ეპილეფსიის არსებობის შემთხვევაში. SARS კორონაროვირუსის(CoV) რნმ გამოვლენილია ცერებროსპინალურ სითხეში.[38]

შეიძლება გამოვლინდეს ხანშიშესულ პაციენტებში, რომელთაც ხშირად აღენიშნებათ ატიპიური სიმპტომები.[39]

ვლინდება შემთხვევათა მესამედზე ნაკლებში. კლინიკურად ნაკლებად მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელია რადიოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით.[3]

აუსკულტაციით შეიძლება იყოს კრეპიტაცია.

აუსკულტაციით შეიძლება იყოს ბრონქული სუნთქვა.

რისკფაქტორები

ანამნეზში საზღვარგარეთ, ან იგივე ქვეყანის რეგიონში, სადაც დასაბუთებულად, ან სავარაუდოდ მოხდა SARS გადაცემა, ახლახანდელი მოგზაურობა სიმპტომების გამოვლინებიდან 10 დღის განმავლობაში, ეჭვს ბადებს ინფიცირებაზე.[21]

გადადების რისკი ძლიერდება ინფიცირებულ ინდივიდთან ახლო, ხანგრძლივი კონტაქტის არსებობისას.[22] ეპიდაფეთქების გაძლიერების მთავარი მიზეზი გახდა ინფექციის გადატანა ჰოსპიტალში და დასენიანებულთა მნიშვნელოვან ნაწილს მედპერსონალი წარმოადგენდა. სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ვინც SARS მქონე პაციენტთა რესპირატორულ სეკრეტს ეხება(მაგ. ინტუბაციის, სასუნთქი გზების სანაციის, ჟანგბადის ნიღბებით მანიპულირების, ან არაინვაზიური ვენტილაციის ჩატარების დროს), ინფიცირების მომატებული რისკით გამოირჩევიან. ამასთან, SARS მქონე პაციენტის უშუალო სიახლოვეს მყოფ ოჯახის წევრებს, მაგ. ვინც უშუალოდ უვლიან პაციენტს, SARS შეძენის მაღალი რისკი გააჩნიათ.[23]

SARS ინფექციის შემთხვევები აღრიცხულია SARS-CoV პრობლემებზე მომუშავე კვლევით ლაბორატორიებში[24] ბიოუსაფრთხოების მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და სიფხიზლის ხანგრძლივი შენარჩუნება ამგვარი გადატანის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით