ეპიდემიოლოგია

SARS პირველი შემთხვევები გამოვლინდა 2002 წლის ნოემბერში, სამხრეთ ჩინეთში(გუანდონგის პროვინციაში) გამოვლინდა, მძიმე ფორმის პნევმონიის უჩვეულო ეპიდემიის სახით. 2003 წელს 29 ქვეყანაში იყო საერთაშორისო მასშტაბის ეპიდაფეთქება, სავარაუდო SARS 8098 შემთხვევითა და 774(9.6%) ფატალური დასასრულით.[2] მონაცემთა უმრავლესობა, რომელიც ხელთ გვაქვს აღნიშნული ინფექციის შესახებ, სწორედ ამ ეპიდაფეთქების შედეგად იქნა მოპოვებული. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმრავლესობა აღინიშნა ჩინეთში, ჰონკონგში, ტაივანში, სინგაპურსა და კანადაში.

ამჟამად მსოფლიოში SARS გავრცელების არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ბოლო გახმაურებული შემთხვევა იყო 2003 წლის 15 ივლისს ტაივანში. მას შემდეგ აღირიცხა 7 დამატებითი სპორადული შემთხვევა: 2003 წელს სინგაპურში და ტაივანში ლაბორატორიაში შეძენილი 2 შემთხვევა და 2004 წელს აპრილში 5 დადასტურებული შემთხვევის კლასტერი ჩინეთში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით