შერწყმის ინჰიბიტორები
HR1-HR2 კომპლექსის ფორმირების ინჰიბიტორები თავიდან გვაცილებენ ვირუსის სამიზნე უჯრედებში შეღწევას. თუმცაღა მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული მონაცემია ხელმისაწვდომი, არც ერთი კლინიკური კვლევა, ან ადამიანებში ეფექტურობის დამადასტურებელი მონაცემი არ არსებობს.[56]Yeung KS, Yamanaka GA, Meanwell NA. Severe acute respiratory syndrome coronavirus entry into host cells: opportunities for therapeutic intervention. Med Res Rev. 2006;26:414-433.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16521129?tool=bestpractice.com
აზოტის ოქსიდი და აზოტის ოქსიდის დონორები
ეს ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ SARS კორონაროვირუსის(CoV) რეპლიკაციის ციკლს, გამოყენებული იყო, როგორც გადამრჩენი თერაპია SARS დაავადებულ რამდენიმე პაციენტში და გამოითქვა ვარაუდი, რომ აზოტის ოქსიდი გარკვეული დონის კლინიკური ეფექტურობით გამოირჩევა ინფექციის მკურნალობისას.[57]Chen L, Liu P, Gao H, et al. Inhalation of nitric oxide in the treatment of severe acute respiratory syndrome: a rescue trial in Beijing. Clin Infect Dis. 2004;39:1531-1535.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15546092?tool=bestpractice.com
ადამიანის მონოკლონური ანტისხეულების განეიტრალება
ეს მეთოდი გვთავაზობს პასიურ დაცვას და შეიძლება, იდეალურ ვარიანტში გამოყენებული იქნას პოსტინფექციურ პერიოდში. თუმცა არსებობს მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული კვლევები, კლინიკური მონაცემების რაოდენობა არასაკმარისია, რომ წარმოჩინდეს ადამიანის მონოკლონური ანტისხეულების განეიტრალების მიზნობრივი ეფექტურობა ადამიანებში.[58]Coughlin M, Lou G, Martinez O, et al. Generation and characterization of human monoclonal neutralizing antibodies with distinct binding and sequence features against SARS coronavirus using XenoMouse. Virology. 2007;361:93-102.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17161858?tool=bestpractice.com
ჩინური ბალახები
ძალიან სუსტი მტკიცებულება არსებობს იმაზე, რომ ჩინურ ბალახებს აღმოსავლურ მედიცინასთან ერთად SARS დაავადებულ პაციენტებში ძალუძთ სიმპტომების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფილტვის ინფილტრატების გაწოვის დაჩქარება და კორტიკოსტეროიდების დოზირების შემცირება. ჩინური ბალახებისა და აღმოსავლური მედიცინის კომბინაციის შედარებისას აღმოსავლურ მედიცინასთან სიკვდილობის შემცირების მხრივ არავითარი სხვაობა არ გამოვლენილა.[59]Liu X, Zhang M, He L, et al. Chinese herbs combined with Western medicine for severe acute respiratory syndrome (SARS). Cochrane Database Syst Rev. 2012;(10):CD004882.
http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD004882.pub3/abstract
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23076910?tool=bestpractice.com
ნიკლოზამიდი
ანტიჰელმინთური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს SARS-CoV რეპლიკაციას. ნიკლოზამიდის შესახებ მხოლოდ ინ ვიტრო მონაცემები არსებობს.[60]Wu CJ, Jan JT, Chen CM, et al. Inhibition of severe acute respiratory syndrome coronavirus replication by niclosamide. Antimicrob Agents Chemother. 2004;48:2693-2696.
http://aac.asm.org/content/48/7/2693.full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15215127?tool=bestpractice.com
ვალინომიცინი
ციკლოდეფსიპეპტიდური ინსექტიციდი, რომელიც მოქმედებს, როგორც კალიუმის იონის გადამტანი, თრგუნავს ვირუსების რეპლიკაციას. შესაძლოა, ის ინ ვიტრო ყველაზე ძლიერმოქმედი პრეპარატი აღმოჩნდეს SARS-CoV მკურნალობისას.[61]Wen CC, Kuo YH, Jan JT, et al. Specific plant terpenoids and lignoids possess potent antiviral activities against severe acute respiratory syndrome coronavirus. J Med Chem. 2007;50:4087-4095.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17663539?tool=bestpractice.com
მცირე ზომის ინტერფერირებული რნმ(siRNAs)
მათი მოქმედება ვირუსის მესენჯერი რნმ-ის პოსტ-ტრანსკრიპციული რეგულაციის მეშვეობით ხდება და ცხოველებში არავითარი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.[62]Chang Z, Babiuk LA, Hu J. Therapeutic and prophylactic potential of small interfering RNAs against severe acute respiratory syndrome: progress to date. BioDrugs. 2007;21:9-15.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17263585?tool=bestpractice.com
აურინტრიკარბოქსილური მჟავა
ეს ნივთიერება თრგუნავს SARS-CoV რეპლიკაციას მასპინძელ უჯრედებში. ადამიანებში ეფექტურობის შესახებ არავითარი კლინიკური კვლევა, ან რაიმე სხვა დამადასტურებელი მონაცემი არ არის ცნობილი.[63]Yap Y, Zhang X, Andonov A, et al. Structural analysis of inhibition mechanisms of aurintricarboxylic acid on SARS-CoV polymerase and other proteins. Comput Biol Chem. 2005;29:212-219.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15979041?tool=bestpractice.com
რნმ ინტერფერონის ინდუქტორი(ამპლიგენი)
ცხოველებში რნმ ინტერფერონის ინდუქტორი როგორც აღმოჩნდა, ფილტვის ქსოვილში ვირუსის ტიტრს თრგუნავს. ადამიანებში ეფექტურობის შესახებ არავითარი კლინიკური კვლევა, ან რაიმე სხვა დამადასტურებელი მონაცემი არ არის ცნობილი.[64]Barnard DL, Day CW, Bailey K, et al. Evaluation of immunomodulators, interferons and known in vitro SARS-coV inhibitors for inhibition of SARS-coV replication in BALB/c mice. Antivir Chem Chemother. 2006;17:275-284.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17176632?tool=bestpractice.com
გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკები
გლიკოპეპტიდური ინტიბიოტიკების რამდენიმე ნახევრად სინთეზურმა დერივატმა SARS-CoV-ის დამთრგუნველი ქმედება გამოავლინა. ადამიანებში ეფექტურობის შესახებ არავითარი კლინიკური კვლევა, ან რაიმე სხვა დამადასტურებელი მონაცემი არ არის ცნობილი.[65]Balzarini J, Keyaerts E, Vijgen L, et al. Inhibition of feline (FIPV) and human (SARS) coronavirus by semisynthetic derivatives of glycopeptide antibiotics. Antiviral Res. 2006;72:20-33.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16675038?tool=bestpractice.com
ჰესპერეტინი
ფენოლური კომპონენტი, რომელიც აინჰიბირებს 3CLpro-ს გახლეჩვის უნარს. 3CLpro მონაწილეობს რეპლიკანტური 1a და 1ab პოლიპეპტიდების პროტეოლიზურ გადამუშავებაში ფუნქციურ პროტეინებად, რომლებიც SARS-CoV ვირუსის არსებობისთვისაა აუცილებელი. ჰესპერეტინის შესახებ მხოლოდ ინ ვიტრო მონაცემები არსებობს.[66]Lin CW, Tsai FJ, Tsai CH, et al. Anti-SARS coronavirus 3C-like protease effects of Isatis indigotica root and plant-derived phenolic compounds. Antiviral Res. 2005;68:36-42.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16115693?tool=bestpractice.com
დიტერპენოიდები
ამ ნივთიერებების SARS-CoV-ზე დამთრგუნველი მოქმედების შესახებ მხოლოდ ინ ვიტრო მონაცემები არსებობს.[61]Wen CC, Kuo YH, Jan JT, et al. Specific plant terpenoids and lignoids possess potent antiviral activities against severe acute respiratory syndrome coronavirus. J Med Chem. 2007;50:4087-4095.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17663539?tool=bestpractice.com
კალპეინის დამთრგუნველები
უჯრედული ცისტეინპროტეინაზების კლასი, რომლებიც თრგუნავს SARS-CoV რეპლიკაციას. ადამიანებში კალპეინის დამთრგუნველების მიზნობრივი ეფექტურობის მაჩვენებელი კლინიკური მონაცემების სიმწირეა.[67]Barnard DL, Hubbard VD, Burton J, et al. Inhibition of severe acute respiratory syndrome-associated coronavirus (SARSCoV) by calpain inhibitors and beta-D-N4-hydroxycytidine. Antivir Chem Chemother. 2004;15:15-22.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15074711?tool=bestpractice.com
მცენარეული ჰემაგლუტინინები
ამ ნივთიერებების კორონაროვირუსების საწინააღმდეგო ქმედება განისაზღვრება ვირუსის რეპლიკაციური ციკლის 2 სამიზნე ობიექტზე ზემოქმედებით. მცენარეული ჰემაგლუტინინების შესახებ მხოლოდ ინ ვიტრო მონაცემები არსებობს.[68]Keyaerts E, Vijgen L, Pannecouque C, et al. Plant lectins are potent inhibitors of coronaviruses by interfering with two targets in the viral replication cycle. Antiviral Res. 2007;75:179-187.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17428553?tool=bestpractice.com
გლიცირიზინი
ძირტკბილას ფესვის აქტიური კომპონენტი, როგორც აღმოჩნდა, ინ ვიტრო SARS-CoV რეპლიკაციას თრგუნავს. ადამიანებში გლიცერიზინის მიზნობრივი ეფექტურობის მაჩვენებელი კლინიკური მონაცემები მწირია.[69]Fiore C, Eisenhut M, Krausse R, et al. Antiviral effects of Glycyrrhiza species. Phytother Res. 2008;22:141-148.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17886224?tool=bestpractice.com
ქლოროქინი
ანტიმალარიულ პრეპარატს როგორც აღმოჩნდა, შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ვირუს-რეცეპტორულ ბმებზე. ვარაუდობენ, რომ ქლოროქინი ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას უჯრედების კულტურაში.[70]Vincent MJ, Bergeron E, Benjannet S, et al. Chloroquine is a potent inhibitor of SARS coronavirus infection and spread. Virol J. 2005;2:69.
http://www.virologyj.com/content/2/1/69
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16115318?tool=bestpractice.com
ნელფინავირი
ამ ნივთიერებას ანტი-SARS-CoV ქმედება აღმოაჩნდა ექსპერიმენტულ მოდელებში. ადამიანებში ეფექტურობის შესახებ არავითარი კლინიკური კვლევა, ან რაიმე სხვა დამადასტურებელი მონაცემი არ არის ცნობილი.
ვაქცინები
პერიფერიული მეხსიერების B-უჯრედების რეაქცია დაუდგენელია SARS გამოჯანმრთელებულ პაციენტებში. ამის საწინააღმდეგოდ, სპეციფიური T-უჯრედების ანამნესტური რეაქცია შეიძლება შენარჩუნდეს სულ მცირე 6 წელი. ეს მონაცემები გამოიყენება SARS შესაძლო ხელახლა გამოვლინებისთვის მოსამზადებლად.[71]Tang F, Quan Y, Xin ZT, et al. Lack of peripheral memory B cell responses in recovered patients with severe acute respiratory syndrome: a six-year follow-up study. J Immunol. 2011;186:7264-7268.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21576510?tool=bestpractice.com
რამდენიმე შესაძლო ვაქცინა განვითარების ეტაპზეა, მათ შორის ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინა, პროტეინზე დამყარებული ვაქცინა(RBD-Fc), რეკომბინირებული ადენოსატელიტური ვირუსის გადამტანი ვაქცინა(RBD-rAAV), და შესუსტებული ვირუსის ვაქცინა. მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV -ის იმუნიზაცია სადღეისოდ კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება, როგორც ჩანს, შესაძლებელია.[72]Li J, Ulitzky L, Silberstein E, et al. Immunogenicity and protection efficacy of monomeric and trimeric recombinant SARS coronavirus spike protein subunit vaccine candidates. Viral Immunol. 2013;26:126-132.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3624630/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23573979?tool=bestpractice.com
[73]Chen WH, Du L, Chag SM, et al. Yeast-expressed recombinant protein of the receptor-binding domain in SARS-CoV spike protein with deglycosylated forms as a SARS vaccine candidate. Hum Vaccin Immunother. 2014;10:648-658.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24355931?tool=bestpractice.com