დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია ჩინეთში (კერძოდ, ქალაქ ვუჰანში ან ჰუბეის პროვინციაში) ან სხვა დასენიანებულ ადგილას.

კორონავირუსებით გამოწვეული ინფექციების ნიშნები და სიმპტომები მსგვსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს დიფერენცირება. საკვანძო საკითხია მოგზაურობის ანამნეზი

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

გამოკვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითი SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გამოწვეული MERS კორონაროვირუსით(MERS-CoV).

დაკავშირებულია ანამნეზში არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში მოგზაურობასთან.

კლინიკური სურათი SARS-ის მსგავსია, მაგრამ სუნთქვის უკმარისობის განვითარება SARS-ის დროს შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ხდება.

უპირველესად ხანშიშესულ პირებს ასენიანებს, მეტადრე მამაკაცებს.

SARS-სგან განსხვავებით, MERS-CoV მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ს სულ მცირე 1 თანმხლები დაავადება აღენიშნებათ.[40]

გამოკვლევები

ცხვირ-ხახის ნაცხები(RT-PCR): დადებითია MERS-CoV-ზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში დასენიანებულ რეგიონში ახლახანდელი მოგზაურობის ან ახლო წარსულში სავარაუდო SARS-ის მქონე პირთან ახლო კონტაქტი.

გამოკვლევები

ნახველის და სისხლის კულტურები შესაძლოა დადებითი იყოს Streptococcus pneumoniae-ზე ან სხვა ბატერიულ პათოგენებზე.

სისხლის საერთო ანალიზი: ლეიკოციტოზი და/ან ნეიტროფილების ჭარბი შემცველობა. კლინიკური და რადიოლოგიური გაუმჯობესება შესაფერისი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში დასენიანებულ რეგიონში ახლახანდელი მოგზაურობის, ან ახლო წარსულში დადასტურებულად, ან სავარაუდოდ SARS მქონე პირთან ახლო კონტაქტის უქონლობა.

ნაკლებსავარაუდოა სერიოზული ავადმყოფობის გამოწვევა ახალგაზრდა, თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტებში. უმთავრესად წარმოდგენილია ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები.

გამოკვლევები

ნაზოფარინგული ვირუსოლოგიური ანალიზი და პირდაპირი ფლუოროსცენტული ანტისხეული/ELISA: შეიძლება, დადებითი იყოს ისეთი პათოგენის გამოსავლენად, როგორიცაა გრიპის ვირუსი((A და B), რესპირატორული სინციტიური ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, და ადენოვირუსი.

სეროლოგია: სასარგებლოა რეტროსპექტული დიაგნოსტიკისთვის.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში დასენიანებულ რეგიონში ახლახანდელი მოგზაურობის, ან ახლო წარსულში დადასტურებულად, ან სავარაუდოდ SARS მქონე პირთან ახლო კონტაქტის უქონლობა.

მსუბუქი რესპირატორული ავადმყოფობა ხშირად ვითარდება ახალგაზრდებში მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მომხდარი ზემოქმედების შემდეგ.

გამოკვლევები

სეროლოგია, PCR, ან ნაზოფარინგული ნაცხის მიკრობიოლოგიური კვლევა Chlamydia pneumoniae და Mycoplasma pneumoniae-ზე.

ნახველის კულტურა ან პირდაპირი ფლუორესცენციით Legionella pneumophila– ანტიგენის გამოვლენა.

შარდში Legionella-ს ანტიგენის გამოვლენის სწრაფი ტესტი.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რთული გასარჩევია SARS-გან სიმპტომატიკის მიხედვით, რადგანაც ორივე პათოლოგია იწვევს ცხელებით მიმდინარე ქვედა სასუნთქი გზების დაავადებას. ანამნეზით რისკ ფაქტორების გამოვლენა შეიძლება სარგებლანი იყოს, რადგან ფრინველის გრიპი უფრო ხშირადაა დაკავშირებული ფრინველის გრიპი A(H5N1) ვირუსით დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობასთან, ან H5N1-ის შესაძლო მატარებელ შინაურ ფრინველთან, ან ჩიტებთან უშუალო კონტაქტთან.

გამოკვლევები

ხახის ნაცხი: დადებითი უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) H5-სპეციფიურ რნმ-ზე.

იმუნოფლუროსცენტული ანტიგენური სინჯი: დადებითია H5N1 ვირუსის ანტიგენზე.

ვირუსოლოგიური გამოკვლევა: H5N1 ზრდა.

სეროლოგიური გამოკვლევა: დადებითია H5N1-სპეციფიურ ანტისხეულებზე.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით