კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა

34 წლის მამაკაცმა მიმართა მიმღებ განყოფილებას ცხელების, შემცივნების, თავის ტკივილის, მშრალი ხველის, მიალგიის, ქოშინის და დიარეის 3-დღიანი ანამნეზით. მის გადმოცემით, იგი დაბრუნდა ახლახან დადასტურებული SARS ჯგუფური შემთხვევების გამოვლინების რეგიონიდან სიმპტომების დაწყებიდან 5 დღით ადრე. პაციენტს აღენიშნება ჰიპოქსია და გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევით ვლინდება მულტიფოკალური ბილატერალური ინფილტრაცია. ლაბორატორულად გვაქვს ზომიერი ლეიკოპენია (განსაკუთრებით, ლიმფოპენია) და თრომბოციტოპენია კრეატინკინაზის, ლაქტატ დეჰიდროგენაზას და ამინოტრანსფერაზის დონის მატებით. პაციენტი მოთავსდა ბაროკამერაში და მომდევნო 4 დღეში თანდათანობით გაუმჯობესდა მდგომარეობა. მეხუთე დღეს ცხელება და დიარეა განახლდა და გულმკერდის განმეორებითი რენტგენოგრაფიული კვლევით გამოვლინდა ახალი ინფილტაციური კერები. განვითარდა სუნთქვითი უკმარისობა და ჰემოდინამიკურად არასტაბილურობა. გადაყვანილი იქნა ინტენსიური თერაპიის ბლოკში, სადაც დაიწყო ფილტვების მექანიკური ვენტილაცია. კლინიკური გაუარესება გრძელდებოდა, განვითარდა მწვავე რეპირატორული დისტრეს სინდრომი(ARDS) და ექვსი დღის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

ხანშიშესულ პაციენტებთან შეიძლება არ გამოვლინდეს ტიპიური ტემპერატურული რეაქცია, თუმცა აღენიშნებოდეთ სისუსტე, მადის დაკარგვა, ბოდვა, ან მოტეხილობა(დაცემის გამო).[4] ჩვილებსა და ბავშვებს 50% შემთხვევაში აღენიშნებათ უფრო მსუბუქი სიმპტომები და რინორეა.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით