ფსიქიკური სტატუსის ცვლილება (AMS) ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ფუნქციის სხვადასხვა მოშლილობის აღსანიშნავად, დაწყებული მსუბუქი კონფუზიით, დამთავრებული კომით.[1]Han JH, Wilber ST. Altered mental status in older patients in the emergency department. Clin Geriatr Med. 2013 Feb;29(1):101-36.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3614410/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23177603?tool=bestpractice.com
ვინაიდან ტერმინი საკმაოდ ბუნდოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია დიფერეციალური დიაგნოზის ჩამოყალიბებამდე მისი ძირითადი კომპონენტების გააზრება. თავისი არსით, მენტალური სტატუსი წარმოადგენს პაციენტის ცნობიერების დონის (ყურადღების) და კოგნიტური უნარის (ფსიქიკური პროცესების ან აზრების) კომბინაციას; პაციენტს შეიძლება ერთერთის ან ორივეს მოშლილობა აღენიშნებოდეს.[2]Wilber ST, Ondrejka JE. Altered mental status and delirium. Emerg Med Clin North Am. 2016 Aug;34(3):649-65.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27475019?tool=bestpractice.com
მაგალითად, მენინგიტიან პაციენტებს შეიძლება ცნობიერება დარღვეული ჰქონდეთ (მგრძნობელობის ცვლილება, ყურადღების დაქვეითება), მაგრამ კოგნიტური უნარი -შენარჩუნებული, ისევე როგორც დემენციის მქონე პაციენტებს შეიძლება ცნობიერების ნორმალური დონის ფონზე კოგნიტური უნარი ჰქონდეთ დარღვეული. თუმცა, უფრო ხშირად პაციენტებში ვლინდება როგორც ცნობიერების დონის, ასევე კოგნიტური უნარის ცვლილება: მაგალითად, დელირიუმის დროს, რომელიც მენტალური სტატუსის ცვლილების შედარებით ხშირ და ზოგჯერ ფატალურ მიზეზს წარმოადგენს.
ეპიდემიოლოგია
ობსერვაციული კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ფსიქიკური სტატუსის მწვავე ცვლილება განყოფილებაში შემოსვლის პირველადი მიზეზი იყო ზრდასრული პაციენტების 1%-ში და ხანდაზმული პაციენტების 2.4%-ში.[3]Xiao HY, Wang YX, Xu TD, et al. Evaluation and treatment of altered mental status patients in the emergency department: life in the fast lane. World J Emerg Med. 2012;3(4):270-7.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4129809/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25215076?tool=bestpractice.com
პაციენტების დაახლოებით 40% იყო 60 წელს გადაცილებული. შემთხვევების 35%-ს აღენიშნებოდა ნევროლოგიური დარღვევა (მაგ. ინსულტი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, გულყრები). ალკოჰოლით მწვავე ინტოქსიკაცია, ინფექცია, მეტაბოლური დარღვევები ფსიქიკური სტატუსის ცვლილების ყველაზე ხშირი მიზეზია.[3]Xiao HY, Wang YX, Xu TD, et al. Evaluation and treatment of altered mental status patients in the emergency department: life in the fast lane. World J Emerg Med. 2012;3(4):270-7.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4129809/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25215076?tool=bestpractice.com
სხვა ობსერვაციული კვლევის თანახმად, 65 წელს გადაცილებულ პირებში ფსიქიკური სტატუსის მწვავე ცვლილების შემთხვევების ნახევარზე მეტი დელირიუმს უჩიოდა. სიკვდილობა იყო თითქმის 25%, მცირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიკური სტატუსის ცვლილება 3 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა. ამ ჯგუფში ინფექცია და ნევროლოგიური დაავადება ყველაზე ხშირი ეტიოლოგიაა.[4]Aslaner MA, Boz M, Çelik A, et al. Etiologies and delirium rates of elderly ED patients with acutely altered mental status: a multicenter prospective study. Am J Emerg Med. 2017 Jan;35(1):71-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27765479?tool=bestpractice.com
ცნობიერების დონეები
ცნობიერების ნორმალური მდგომარეობა გამოიხატება სიფხიზლის დროს ყურადღების ისეთ დონეში, რა დონეზეც ადამიანების უმეტესობა ფუნქციონირებს, ან ნორმალური ძილის რომელიმე სტადიაში, რომლიდანაც ადამიანი ადვილად იღვიძებს. ცნობიერების პათოლოგიური მდგომარეობის კატეგორიები უფრო ძნელი განსასაზღვრია. ამ დროს მრავალ ტერმინს იყენებენ. ხშირად გამოყენებადი ტერმინებია:[5]Young J, Inouye SK. Delirium in older people. BMJ. 2007 Apr 21;334(7598):842-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17446616?tool=bestpractice.com
[6]Lehman RK, Mink J. Altered mental status. Clin Pediatr Emerg Med. 2008;9:68-75.
ზეაგზნებული: ჰიპერაქტიური, უშუალო გარემოს მიმართ მომატებული მგრძნობელობით. ზეაგზნებული პაციენტი შეიძლება ვერბალურად და ფიზიკურად იმუქრებოდეს, იყოს მოუსვენარი და/ან აგრესიული.
არეული: დეზორიენტირებული; შეცბუნებული, რთულად ემორჩილება მითითებებს.
დელირიული: დეზორიენტირებული; მოუსვენარი, აქვს ჰალუცინაციები, ზოგჯერ ბოდვები.
ძილიანი: ეძინება, სტიმულირებაზე მხოლოდ უთავბოლო ბუტბუტითა და მოუწესრიგებელი მოძრაობებით რეაგირებს.
ლეთარგიული: სიფხიზლე დაქვეითებულია, ხოლო გარემოს მიმართ ინტერესი - შემცირებული.
შენელებული: ლეთარგიულის მსგავსი; პაციენტს დაქვეითებული აქვს ინტერესი გარემოს მიმართ, ნელა რეაგირებს სტიმულირებაზე, ნორმაზე მეტად სძინავს და ძილის მდგომარეობებს შორისაც ძილიანობისკენ არის მიდრეკილი.
სტუპოროზული: სიფხიზლე ძლიერ არის დაქვეითებული, გაღვიძებისთვის ხანგრძლივი მკვეთრი სტიმულირებაა საჭირო.
კომატოზური: ღრმა, სტაბილური უგონო მდგომარეობა, რომლიდანაც გამოღვიძება შეუძლებელია.[6]Lehman RK, Mink J. Altered mental status. Clin Pediatr Emerg Med. 2008;9:68-75.