სკრინინგი

არ არსებობს სკრინინგის დამტკიცებული გაიდლაინები ზოგადი მოსახლეობისთვის თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე. თუმცა, ექსპერტთა მოსაზრებაზე დაყრდნობით, არსებობს რეკომენდაციები, რომ ჩატარდეს სკრინინგი იმ პირებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფად ითვლება და რომელშიც შევა დიაბეტის და ჰიპერტენზიის მქონე <50 წლის ასაკის ყველა პირი და >50 წლის ასაკის ყველა პირი , რომლებსაც ყოველწლიურად ჩაუტარდებათ შარდის ანალიზი და განესაზღვრებათ სისხლის შრატში კრეატინინის დონე. სკრინინგის პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე მაღალი რისკის მქონე სხვა პოპულაციებიც, როგორებიც არიან თირკმლის დაავადების ოჯახური ანამნეზის მქონე პირები.[34]

პაციენტები, რომლებსაც აქვთ CKD განვითარების რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია ან ჰყავთ CKD მქონე ოჯახის წევრი, ყოველწლიურად უნდა შეფასდნენ შრატში კრეატინინის განსაზღვრით და GFR შეფასების მათემატიკური ფორმულით შარდის ანალიზთან ერთად, ჰემატურიაზე და/ან პროტეინურიაზე.

გარდა ამისა, უნდა ვუმკურნალოთ დაავადებასთან დაკავშირებულ ფონურ რისკ-ფაქტორებს, მათ შორის მოვახდინოთ გლიკემიური კონტროლის ოპტიმიზაცია დიაბეტის დროს და ACE ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორების გამოყენებით მივაღწიოთ სამიზნე არტერიულ წნევას <140/90 მმ ვწყ. სვ. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პროტეინურია >500 მგ 24 საათში, შესაძლოა განიხილებოდეს უფრო დაბალი სამიზნე არტერიულ წნევის მიღწევაც.[35][36] მართალია, მონაცემები მწირია თქდ-ის მქონე პოპულაციაში, ზოგად პოპულაციასთან შედარებით, მაგრამ ნაჩვენებია თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, წონაში დაკლება, მარილის მიღების შეზღუდვა და ლიპიდების ოპტიმალური მართვა სტატინით თერაპიით. დაავადების გვიან, მე-4 ან მე-5 სტადიამდე ცილების შეზღუდვა არ უნდა იყოს რეკომენდებული, როგორც მართვის სტრატეგია ურემიის საკონტროლოდ, დიალიზის დაწყების დაყოვნების მიზნით. ცილების მკაცრმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა და ცუდი გამოსავალი. ასპირინის გამოყენება ასევე მიჩნეულია სასარგებლოდ თქდ-ის მქონე პირების კარდიოპროტექციითვის, თუმცა მცირე სისხლდენის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით