პროგნოზი

თირკმლის ქრონიკული დაავადება (თქდ) პროგრესირებს, და საბოლოოდ გადადის თირკმლის დაავადების ტერმინალურ სტადიაში (ESRD), ამ დროს საჭირო ხდება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (მაგ., დიალიზი, გადანერგვა). თქდ ძლიერი კარდიოვასკულური რისკფაქტორია და თქდ-ის მქონე პაციენტთა უმეტესობა ESRD-ის მიღწევამდე კვდება. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად ვითარდება გართულებები, როგორიცაა ანემია და ჰიპერპარათირეოიდიზმი, რამაც შეიძლება წვლილი შეიტანოს შესაბამისად კარდიოვასკულური დაავადებისა და თირკმლის ოსტეოდისტროფიის გაუარესებაში. თქდ არ იკურნება. გლიკემიური კონტროლის ოპტიმიზაცია დიაბეტის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მიკროალბუმინემიისა და მაკროალბუმინემიის განვითარების შემცირებასთან; თუმცა, ამის შედეგად ხდება თქდ-ის პროგრესიის კლება.[88] არტერიული წნევის კონტროლის ოპტიმიზაციამ ACE ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტი პრეპარატებით და პროტეინურიის შემცირებამ შეიძლება შეანელოს ESRD-მდე პროგრესიის სიჩქარე და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის საბოლოო საჭიროება.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით