პირველადი პრევენცია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფართომასშტაბიან, რანდომიზებულ კვლევებთან შედარებით, CKD პრევენციასთან დაკავშირებული მტკიცებულებები არასაკმარისია. კვლევათა უმეტესობაში ყურადღება გამახვილებულია მოდიფიცირებად დაავადებებსა და რის-კფაქტორებზე, რომლებიც დაკავშირებულია CKD-თან, კერძოდ, დიაბეტზე და ჰიპერტენზიაზე. კლინიკური მტკიცებულებები მხარს უჭერს რეკომენდაციას, რომ, CKD განვითარების პრევენციის მიზნით, HbA1c სამიზნე მაჩვენებელი უნდა იყოს <7%, სამიზნე არტერიული წნევა უნდა იყოს <140/90 მმ ვწყ. სვ., უნდა შეწყდეს თამბაქოს მოწევა და მიღწეულ იქნას სხეულის იდეალური წონა სხეულის მასის ინდექსით (BMI) <27. შრატში კრეატინინის ან შარდში ალბუმინის სკრინინგის შესახებ ფართოდ გავრცელებული გაილაინების არარსებობის გამო, ხშირად პაციენტების დიაგნოსტირება ხდება CKD განვითარების შემდეგ.[29]

მეორეული პრევენცია

უნდა ვუმკურნალოთ დაავადებასთან დაკავშირებულ ფონურ რისკ-ფაქტორებს, მათ შორის მოვახდინოთ გლიკემიური კონტროლის ოპტიმიზაცია დიაბეტის დროს და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორების გამოყენებით მივაღწიოთ სამიზნე არტერიულ წნევას <140/90 მმ ვწყ. სვ. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პროტეინურია >500 მგ 24 საათში, შესაძლოა განიხილებოდეს უფრო დაბალი სამიზნე არტერიულ წნევა.[35][36][102] პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პროტეინურია >500 მგ 24 საათში, შესაძლოა განიხილებოდეს უფრო დაბალი სამიზნე არტერიული წნევის მიღწევაც. მართალია, მონაცემები მწირია თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) მქონე პოპულაციაში, ზოგად პოპულაციასთან შედარებით, მაგრამ ნაჩვენებია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, წონაში დაკლება, მარილის მიღების შეზღუდვა და ლიპიდების ოპტიმალური მართვა სტატინით თერაპიით. დაავადების გვიან, მე-4 ან მე-5 სტადიამდე ცილების შეზღუდვა არ უნდა იყოს რეკომენდებული, როგორც მართვის სტრატეგია ურემიის საკონტროლოდ, დიალიზის დაწყების დაყოვნების მიზნით. ცილების მკაცრმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა და ცუდი გამოსავალი. ასპირინის გამოყენება ასევე სასარგებლო შედეგს იძლევა თქდ-ის მქონე პირების კარდიოპროტექციითვის, თუმცა მცირე სისხლდენის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით