მეთვალყურეობა

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ CKD რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია ან ჰყავთ CKD მქონე ოჯახის წევრი, ყოველწლიურად უნდა განესაზღვროთ კრეატინინი სისხლის შრატში, ასევე მოხდეს გლომერული ფილტრაციის მათემატიკური აღწერა შარდის საერთო ანალიზთან ერთად, ჰემატურიისა და/ან პროტეინურიის შესაფასებლად.

დადგენილი CKD მქონე პაციენტებში, CKD პროგრესირების ხარისხი სერიულად უნდა შეფასდეს დაავადების 3a/3b სტადიიდან დაწყებული. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი ანემიაზე და ძვლის მინერალიზაციის დარღვევაზე მინიმუმ 6-12 თვეში ერთხელ და გაიზომოს ჰემოგლობინი, კალციუმი, ფოსფორი და ინტაქტური პარათირეიდული ჰორმონი (PTH). მე-4 სტადიის დაავადების დროს ჰემოგლობინი, კალციუმი და ფოსფორი უნდა გაკონტროლდეს ყოველ 3-6 თვეში ერთხელ, ხოლო ინტაქტური PTH - 6-12 თვეში ერთხელ. მე-5 სტადიის CKD მქონე პაციენტებში ანემია უნდა შეფასდეს ჰემოგლობინის ყოველთვიური გაზომვით, ხოლო ძვლის მინერალური დაავადება - კალციუმისა და ფოსფორის გაზომვით ყოველ 1-3 თვეში ერთხელ და ინტაქტური PTH-ის ყოველ 3-6 თვეში შემოწმებით. CKD მქონე ყველა პაციენტს ლიპიდები უნდა შეუმოწმდეს ყოველწლიურად.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით