ეპიდემიოლოგია

ეს ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ხშირად ძალიან გვიანდელ სტადიებამდე არ ვლინდება. ითვლება, რომ მოზრდილი მოსახლეობის 11%-ს მსოფლიოს მასშტაბით აქვს CKD.[3][4][5] ინსიდენტობა იმატებს და ფიქრობენ, რომ ამის მიზეზია მოსახლეობის დაბერება; ისეთი დაავადებების ინსიდენტობის მატება, როგორიცაა დიაბეტი და ჰიპერტენზია, რომლებიც მოზრდილ მოსახლეობაში დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია;[6] აგრეთვე გორგლოვანი დარღვევების ინსიდენტობის მატება, როგორიცაა კეროვანი სეგმენტური გლომერულოსკლეროზი.[7] შავკანიან მოსახლეობაში, ესპანურად მოლაპარაკე ხალხში და მათში, რომელთა ოჯახის წევრს აქვს თირკმლის დაავადება, შემთხვევების სიხშირე უფრო მეტია, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში.[8][9] გარდა ამისა, პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე დაზიანების ეპიზოდები, სავარაუდოდ, უფრო მაღალია მომავალში თირკმლის ქრონიკული დაავადებისა და თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის განვითარების რისკი.[10]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით