დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცუდად კონტროლირებული დიაბეტის 5-10-წლიანი ანამნეზი. ხშირად დიაბეტური რეტინოპათიის თანაარსებობისას.

გამოკვლევები

როგორც წესი, HbA1c >53 მმოლი/მოლი (>7%).

დიაგნოსტიკური გამოკვლევები მოიცავს შარდის ანალიზს მიკროალბუმინსა და ცილებზე და სისხლის შრატში კრეატინინს განსაზღვრას GFR-ის შესაფასებლად.

შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა დროში ცვალებადია და GFR-ს შემცირებასთან ერთად მცირდება.

შარდის მიკროალბუმინი ხელს უწყობს ადრეული დიაბეტური ნეფროპათიის დიაგნოზის დადასტურებას მაკროალბუმინურიის განვითარების დაწყებამდე.

თირკმელების ულტრაბგერითი გამოკვლევა, როგორც წესი, პატარა, ატროფიულ თირკმლებს ავლენს დაავადების მხოლოდ გვიან სტადიებში, როდესაც თირკმლის შესამჩნევი დაზიანება ვითარდება.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცუდად კონტროლირებული ჰიპერტენზიის მრავალწლიანი ანამნეზი. უფრო ხშირია შავკანიან ადამიანებში, ვიდრე თეთრკანიან ადამიანებში.

გამოკვლევები

დიაგნოსტიკური გამოკვლევები მოიცავს შარდის ანალიზს მიკროალბუმინსა და ცილებზე და სისხლის შრატში კრეატინინს განსაზღვრას GFR-ის შესაფასებლად.

შარდის ნალექი აღწერილია, როგორც მსუბუქი, ფორმირებული ელემენტებისა ან ჰემატურიის გარეშე. ცილების რაოდენობა შარდში (პროტეინურია) <2 გ/24 სთ.

თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევით, როგორც წესი, ვლინდება პატარა, ატროფიული თირკმლები.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხანგრძლივი ესენციური ჰიპერტენზიის ანამნეზი, რომელიც უცაბედად უკონტროლო ხდება. უფრო ხშირია თეთრკანიან ადამიანებში და ხანდაზმულ ადამიანებში.

ხშირად იქნება ათეროსკლეროზული დაავადების ანამნეზი, როგორიცაა კორონარული არტერიების დაავადება ან პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება. ანამნეზში აღინიშნება აგრეთვე თამბაქოს ჭარბი მოხმარება და ჰიპერლიპიდემია.

გამოკვლევები

შარდის ნალექი აღწერილია, როგორც მსუბუქი, ფორმირებული ელემენტებისა ან ჰემატურიის გარეშე. ცილების რაოდენობა შარდში (პროტეინურია) <2 გ/24 სთ.

თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება ასიმეტრიული თირკმლები, ზომით ≥2,5 სმ, ცალმხრივი დაავადებით, ხოლო ულტრაბგერითი დუპლექს სკანირებით მტკიცდება რეზისტენტობის ინდექსი, რაც ობსტრუქციაზე მიუთითებს.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორის ნეფროგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფის ანგიოგრამა ან თირკმლის არტერიოგრამა (არჩევითი გამოკვლევა) აჩვენებს თირკმლის არტერიის სანათურის შევიწროებას.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უფრო ხშირია მამაკაცებსა და ხანდაზმულ პირებში. ხშირად გამოწვეულია პროსტატის გადიდებით ან კიბოთი.

ტიპური სიმპტომებია შარდის გამოყოფის სიხშირე, შარდის შეკავება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის უნარის არქონა და შარდის ნაკადის შემცირება.

შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ინფექციები.

სწორი ნაწლავის დიგიტალური გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს პროსტატის გადიდება ან კვანძები.

გამოკვლევები

თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა დიაგნოსტიკის არჩევითი მეთოდია, რომლითაც ხდება თირკმლის ობსტრუქციის დადასტურება. გამოკვლევა აჩვენებს ჰიდრონეფროზს, შესაძლოა ასევე შეგვხვდეს დაცლის შემდგომი ნარჩენი მოცულობა იმ შემთხვევებში, როდესაც შარდის ბუშტის დაცლისას აღინიშნება ობსტრუქცია.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად დაკავშირებულია ჰიპერტენზიის უფრო უეცარ დაწყებასთან ან ესენციური ჰიპერტენზიის მომატებასთან და პერიორბიტული და პერიფერიული შეშუპების განვითარებასთან.

გამოკვლევები

ლაბორატორიული მონაცემებით შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერლიპიდემია და სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ხოლო შარდის ანალიზით აღინიშნება პროტეინურია, რომელიც განისაზღვრება >3,5 გ/24 სთ-ზე.

თირკმლის ბიოფსია საჭიროა, რათა განისაზღვროს ნეფროზული სინდრომისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური დაზიანება.

ნეფროზული სინდრომის დიაგნოზის დასადასტურებლად ხშირად სასარგებლოა ჩატარდეს სეროლოგიური ანალიზები ნეფროზული სინდრომის ისეთი მეორეული მიზეზების გამოსავლენად, როგორიცაა ანტინუკლეალური ანტისხეულები (ANA) სისტემური წითელი მგლურას დროს, აივ ინფექცია კეროვანი სეგმენტური გლომერულოსკლეროზის დროს, B და C ჰეპატიტი მემბრანული ნეფროპათიის დროს, შრატის ცილის ელექტროფორეზი ამილოიდოზის დროს.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად დაკავშირებულია ჰიპერტენზიის უფრო უეცარ დაწყებასთან ან ესენციური ჰიპერტენზიის მომატებასთან.

აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გამონაყარი კანზე ან ართრიტი; ინფექციისშემდგომი გლომერულონეფრიტის დროს მიმდინარე ანამნეზში აღინიშნება ხახის ან კანის ინფექცია; სისხლიანი დიარეა დაკავშირებულია ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომთან.

გამოკვლევები

ლაბორატორიული მონაცემებით ვლინდება სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება, შარდის ანალიზი მნიშვნელოვანია ჰემატურიისა და პროტეინურიის დასადგენად.

შარდის ნალექის შეფასება ხდება დისმორფული ერითროციტებისა და ერითროციტების ცილინდრების არსებობის დასადგენად, რაც გლომერულონეფრიტის დიაგნოზზე მიუთითებს.

სეროლოგიური გამოკვლევები, როგორიცაა ანტინუკლეალური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (ANA), კომპლემენტის დონე, B და C ჰეპატიტის ანტისხეულების გამოკვლევა, ანტი-გლომერულური ბაზალური მემბრანის ანტისხეულების და ნეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების გამოკვლევა, აგრეთვე ანტისტრეპტოლიზინ O ტიტრი ხშირად ხელს უწყობს გლომერულონეფრიტის დიაგნოზის დადასტურებას.

თირკმლის ბიოფსია საჭიროა გლომერულონეფრიტით პათოლოგიური დაზიანების დასადასტურებლად.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით