მიდგომა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილში დაავადება უსიმპტომოა და დიაგნოზის დასმა ეფუძნება თირკმლის დაზიანების პათოლოგიურ ნიშნებს, როგორიცაა ჰემატურია და/ან პროტეინურია, ან გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (GFR) შემცირების ლაბორატორიულ მტკიცებულებებს, შრატში კრეატინინის მომატებით.

ანამნეზი.

ნიშნები და სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია, დაღლილობის (რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ანემიასთან, რაც თან ახლავს თქდ-ს), გულისრევისა და, შესაძლოა, შეშუპების განვითარების ჩათვლით. როდესაც თირკმლის უკმარისობა პროგრესიას განიცდის, ურემიის უფრო გვიან სტადიაში, პაციენტები ხშირად აღწერენ მადის გაქრობას, განსაკუთრებით ხორცისა და მაღალცილოვანი პროდუქტების მიმართ, გულისრევას, პირღებინებას, ქავილს და ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას. თუ პაციენტს ეწყება შარდის წარმოქმნის ნაკლოვანება, შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული შეშუპების მომატება და, აქედან გამომდინარე, ფილტვის შეშუპება ქოშინისა და ორთოპნოეს თანხლებით. ურემიის უფრო გვიან სტადიებში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულყრები ან კომატოზური მდგომარეობა.

გამოკვლევა

გასინჯვა ხშირად მიმართულია საბოლოო ორგანოების დაზიანების აღმოჩენისკენ, რომელიც დაკავშირებულია დაავადებებთან, როგორიცაა დიაბეტი ან ჰიპერტენზია, რაც იწ DM ან HTN და რომელიც თავის მხრივ იწვევს თირკმლის ქრონიკულ დაავადებას. თვალის ოფთალმოსკოპიური გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტური ან ჰიპერტენზიული რეტინოპათიის დიაგნოზის დასადგენად, რაც მიუთითებს თირკმელში მიმდინარე მიკროვასკულურ დაზიანებაზე, რაც იწვევს თირკმლის ქრონიკულ დაავადებას. მამაკაცებში სწორი ნაწლავის დიგიტალური გასინჯვა წინამდებარე ჯირკვლის გადიდების ან ჯირკვალში კვანძების აღმოსაჩენად შეიძლება სასარგებლო იყოს ობსტრუქციული უროპათიის დიაგნოსტიკისთვის. გორგლოვანი ნეფროზული და ნეფრიტული სინდრომების დროს, აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტებში, ძვალ-კუნთოვანი გამოკვლევისას CKD ნიშნები და სიმპტომები, კერძოდ ჰიპერტენზია, პერიორბიტული და პერიფერული შეშუპება, გამონაყარი ან ართრიტი შეიძლება უფრო მწვავედ იყოს გამოხატული. პაციენტებმა შეიძლება თავისი შარდი აღწერონ, როგორც ქაფიანი, თუ აღინიშნება მნიშვნელოვანი პროტეინურია, ან როგორც ჩაის ან კოკა-კოლას ფერი, ჰემატურიის არსებობისას.

საწყისი კვლევები

ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ მათ აქვთ თქდ და ამის შესახებ იგებენ მხოლოდ სისხლისა და/ან შარდის ანალიზით აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ. საწყისი დიაგნოსტიკური გამოკვლევები, რომელიც უნდა დაინიშნოს, არის სისხლის შრატში კრეატინინისა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრა, შარდში მიკროალბუმინის განსაზღვრა, შარდის ანალიზი ჰემატურიისა და პროტეინურიის შესაფასებლად და თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა თირკმლის ზომის, დაზიანების, საშარდე ტრაქტის ობსტრუქციის შესაფასებლად, აგრეთვე ულტრაბგერითი დუპლექს სკანირება თირკმლის არტერიული სისხლის ნაკადის დასადგენად. დიაბეტით დაავადებულ და თქდ-ის მქონე პაციენტებში, თუ შარდის მარკერ-ზოლით ტესტირებისას პროტეინურიის არსებობის ნიშანი არ ვლინდება, რეკომენდებულია შარდში მიკროალბუმინის განსაზღვრა.

თქდ-ის მქონე პაციენტების შეფასებისას პროტეინურია არის როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული ცვლადი.[30] ნეფროზული სინდრომი განისაზღვრება 24-საათიან შარდში >3,5 გ პროტეინურიით. არანეფროზული სინდრომების დროს პროტეინურია >1000 მგ/დღეში დაკავშირებულია თირკმლის დაავადების ტერმინალურ სტადიამდე უფრო სწრაფ პროგრესირებასთან.

დამატებითი გამოკვლევები

მორფოლოგიური დიაგნოზის დასმის მიზნით თირკმლის ბიოფსია ნაჩვენებია, თუ ეჭვია გორგლოვან ნეფროზულ ან ნეფრიტულ სინდრომზე ან ატიპური გამოვლინებით, როგორიცაა თირკმლის სწრაფად პროგრესირებადი უკმარისობა, მიმდინარე დიაბეტის მქონე პირებში. ნეფროზული სინდრომი შეიძლება ვივარაუდოთ პროტეინურიის არსებობით, ხოლო როგორც ნეფრიტული ისე ნეფროზული სინდრომები - მძიმე სიმპტომების (მომატებული ჰიპერტენზია, პერიორბიტული და პერიფერიული შეშუპება) არსებობით ან ფონური აუტოიმუნური დაავადებების (გამონაყარი ან ართრიტი) სიმპტომებით. გარკვეული ინფექციები, როგორიცაა B და C ჰეპატიტი, ათაშანგი და სტრეპტოკოკური ფარინგიტი, დაკავშირებულია გორგლოვან დარღვევებთან. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია თირკმლის ბიოფსია მორფოლოგიური დაზიანების დასადგენად.

CKD მქონე პაციენტების შესაფასებლად შეიძლება სასარგებლო იყოს შარდ-სასქესო ტრაქტის ვიზუალიზაცია. მუცლის ღრუს მარტივი რენტგენოლოგიური გამოკვლევა არასპეციფიკური ტესტია, რომლმაც შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმელში კალციუმის შემცველი ქვების აღმოჩენას. სხვა რადიოლოგიური ტესტები, როგორიცაა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), გამოიყენება კენჭოვანი დაავადების შესაფასებლად და თირკმლის კისტოზური ან სიმსივნური დაზიანებების შემდგომი დახასიათებისთვის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გამოიყენება თირკმლის სიმსივნური დაზიანებების, როგორიცაა თირკმელუჯრედოვანი კარცინომის, დასადგენად.


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაციავენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით