კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა

54 წლის მამაკაცი დიაბეტის და ჰიპერტენზიის 10-წლიანი ანამნეზით, დიაბეტური რეტინოპათიისა და პერიფერიული ნეიროპათიის გართულებებით, შემოდის პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ჩივილებით დაღლილობაზე და წონის 4,5 კგ-ით მატებაზე ბოლო 3 თვის განმავლობაში. ის უარყოფს კვების რაციონში ან გლიკემიურ კონტროლში რაიმე ცვლილებას, მაგრამ აცხადებდა, რომ ჰქონდა პერიოდული გულისრევა და ანორექსია. მისი განცხადებით, შენიშნა, რომ დღის ბოლოს ფეხები უფრო უსივდებოდა, მაგრამ ფეხების მაღლა აწევით და დასვენებით მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ფიზიკური შემოწმებით გამოვლინდა სიმსუქნე, ჯდომისას არტერიული წნევით 158/92 მმ ვწყ.სვ. ობიექტური გასინჯვისას ერთადერთი რელევანტური შედეგი იყო ოფთალმოსკოპიით გამოვლენილი ორმხრივი ფანტელისებრი კერები და მიკროანევრიზმები და წერტილოვანი დაზიანებები, ასევე ქვედა კიდურების ორმხრივი შეშუპება.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

დაავადება თვეების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს, გაურკვეველი ჩივილებით დაღლილობაზე, მადის მცირედ დაქვეითებაზე და უფრო გვიანდელ სტადიებზე - გულისრევაზე და ანორექსიაზე. შეშუპება ჩვეული გამოვლინება - როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის ხარისხი მცირდება, მარილების და წყლის ეფექტურად გამოდევნა ვერ ხერხდება, მეტაბოლური ბალანსში საკვების მიღებისას. გარდა ამისა, პროტეინურიამ შრატის ალბუმინის შემცირებით შეიძლებახელი შეუწყოს პერიფერიული შეშუპების განვითარებას.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით