დიფერენციული დიაგნოზები

ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ცუდი კვება და სითხის არასაკმარისი მიღება; ცერებრალური დამბლის, დასწავლის სიძნელეების ან ზურგის ტვინის პრობლემების ანამნეზი; შეიძლება არსებობდეს ფსიქოლოგიური ფაქტორები (მაგალითად, დეპრესია, ძალადობა, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი, აუტიზმი, ოპოზიციური აშლილობა), ძუძუთი კვების დანებება, ტუალეტის სწავლება, სწავლის დაწყება ან სტრესის სხვა მიზეზები; მუცლის ყრუ ხასიათის ტკივილი, მტკივნეული დეფეკაცია (ჩვილებმა შეიძლება გაშალონ ფეხები და შეკუმშონ ანალური და დუნდულოს კუნთები დეფეკაციის თავიდან ასაცილებლად; 1-3 წლის ბავშვები ხშირად დგებიან ფეხის წვერებზე, იხრებიან წინ და უკან და ძაბავენ ფეხებს და დუნდულოებს), განავლის შეუკავებლობა; მედიკამენტები ცნობილი შემკვრელი აგენტებით (მაგ., რკინის დანამატები); სიმსუქნე, დაბალი წონა დაბადებისას

გასინჯვის შედეგები შეიძლება მინიმალური იყოს (მუცლის მსუბუქი მტკივნეულობა, განავალი სწორ ნაწლავში); მუცლის შებერილობა მძიმე შემთხვევებში ან პატარა ბავშვებში; ფეკალური მასა პალპაციით ვლინდება მუცლის ან სწორი ნაწლავის გასინჯვისას; პერიტონიტის არარსებობა (დაცვა ან მტკივნეულობა ზეწოლის უეცარი მოხსნისას); გავის არეში ჩანაჭდევები და/ან ფიბრომები/თმა მიუთითებს ზურგის ტვინის ანომალიებზე (მაგ, spina bifida); ანალური ნაპრალი, ჰემოროიდული კვანძები (იშვიათია ბავშვებში; შეიძლება შეგვეშალოს კანის ფიბრომებში კრონის დაავადებისას); ატრეზიული ანუსი ან ანალური სტენოზი;

  • არ არის:

    კლინიკური დიაგნოზი

    მეტი
  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    განავალი ჩანს კოლინჯის მთელ სიგრძეზე

    მეტი
  • მუცლის კტ კვლევა:

    განავალი კოლინჯის მთელ სიგრძეზე; მუცლის ტკივილის სხვა ეტიოლოგიების არარსებობა

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ანამნეზში ჭიპის გარშემო მწვავე ან გამჭოლი ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ქვედა კვადრანტში; შეიძლება აღინიშნებოდეს მადის გაქრობა, ცხელება, ღებინება და/ან დიარეა. ვლინდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ იშვიათია ჩვილებში

პაციენტის წევს მშვიდად, ცდილობს არ იმოძრაოს (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში პერიტონეუმის მნიშვნელოვანი გაღიზიანებით); მაკბერნის დადებითი ნიშანი (ტკივილი და პალპაციით მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში, წერტილში- ორი მესამედზე ჭიპიდან წინა ზედა თეძოს წვეტამდე ხაზის გასწვრივ); როვსინგის დადებითი ნიშანი (ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში მარცხენამხრივი პალპაციის საპასუხოდ, რომელიც მიუთითებს, პერიტონეუმის გაღიზიანებაზე); დადებითი ფსოას-ნიშანი (ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში როდესაც ბავშვს აწვენენ მარცხენა მხარეზე და მარჯვენა ბარძაყს ფრთხილად უშლიან, გვავარაუდებინებს წელის კუნთის და ფასციის გაღიზიანებას); ობტურატორის დადებითი ნიშანი (ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში მოხრილი მარჯვენა ბარძაყის შიდა როტაციისას); რექტალური მტკივნეულობა და/ან პალპაციით შესაგრძნობი აბსცესი მარჯვენა ქვედა კვადრანტში

  • FBC:

    ლეიკოციტები ნორმის ფარგლებშია ან მომატებული

    მეტი
  • შარდის საერთო ანალიზი:

    ნორმის ფარგლებში

    მეტი
  • შარდის ტესტი ორსულობაზე:

    ნეგატიური

    მეტი
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    დილატირებული აპენდიქსი, თავისუფალი სითხე; შეიძლება აღინიშნებოდეს აპენდიკოლიტი

    მეტი
  • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

    დილატაციური აპენდიქსი, თავისუფალი სითხე, ჯორჯლის გადაგრეხა, ან აპენდიკოლიტი; აბსცესი ან ფლეგმონა, რაც შეესაბამება პერფორირებულ აპენდიციტს

    მეტი
  • მუცლის და მენჯის MRI სკანირება:

    დილატირებული აპენდიქსი; აპენდიქსის სანათურის შიგთავსის ჰიპერინტენსივობა, პერიაპენდიქსური ქსოვილი და გასქელებული კედელი

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მუცლის გაფანტული ტკივილი გულისრევით და ღებინებით; დიარეა განავალში ლორწოთი ან მის გარეშე; ბოლო დროს მოგზაურობა ან კონტაქტი ავადმყოფ ადამიან(ებ)თან ან საეჭვო საკვების და სასმელის მიღება; >10 დღეზე გვავარაუდებინებს პარაზიტულ ან არაინფექციურ მიზეზს; ცხელება, შემცივნება, მიალგია, რინორეა, ზედა რესპირატორული ტრაქტის სიმპტომები

მუცლის დიფუზური ტკივილი პერიტონიტის მტკიცებულების გარეშე (არ არის დაცვა ან მტკივნეულობა ზეწოლის უეცარი მოხსნისას); მუცლის შებერილობა; ჰიპერაქტიური ნაწლავური ხმები; ლორწო განავალში (ბაქტერიული ან პარაზიტული); რეჰიდრატაციის ნიშნები (ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ცუდი კაპილარული შევსება, ჩაძირული ყიფლიბანდი ჩვილებში); დაბალი ცხელება, ლეთარგია და/ან გაღიზიანება, შემცირებული რეაგირება ტკივილის სტიმულაციაზე, ანომალური ტემპერატურა (მომატებული ან დაბალი)

  • არ არის:

    კლინიკური დიაგნოზი

  • სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:

    ნორმალური ან დაბალი ნატრიუმი და კალიუმი

    მეტი
  • შარდოვანა და კრეატინინი:

    ნორმალური; შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის მტკიცებულება ჰემოლიზური ურემიული სინდრომის მქონე პაციენტებში

    მეტი
  • განავლის მიკროსკოპია და კულტურა:

    ფეკალური ლეიკოციტები; საკვერცხეები ან პარაზიტები; კულტურა დადებითია ინფექციურ აგენტზე ბაქტერიული გასტროენტერიტის დროს

    მეტი
  • შარდის ტესტი მარკერ-ზოლით:

    შესაძლოა გამოავლინოს ალბუმინი ან სისხლი ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დროს

  • FBC:

    ცვალებადი

    მეტი
  • სისხლის კულტურა:

    შეიძლება დადებითი იყოს ინფექციურ აგენტზე სეფსისის არსებობისას

    მეტი
  • ენდოსკოპია ბიოფსიით:

    ცვალებადი

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ახალშობილები და ჩვილები: ცხელება, ღებინება, ლეთარგიულობა, გაღიზიანება და ცუდად კვება; უფროსი ასაკის ბავშვები: დიზურია, შარდვის სიხშირე და იმპერატიულობა, გვერდის ტკივილი პიელონეფრიტის შემთხვევაში

ცვლადი; ცხელება >39°C (>102.2°F); ბოქვენზედა და/ან კოსტოვერტებრალური კუთხის მგრძნობელობა; გაღიზიანებადობა; ცუდი სუნის შარდი; დიდი რაოდენობით ჰემატურია

  • შარდის ტესტი მარკერ-ზოლით:

    დადებითი ლეიკოციტური ესთერაზა და/ან დადებითი ნიტრიტი

    მეტი
  • შარდის მიკროსკოპია:

    >4 ლეიკოციტი მაღალი სიმძლავრის არეში ან რაიმე ბაქტერია

    მეტი
  • შარდის ბაქტერემიული ანალიზი:

    ბოქვენზედა ასპირატი: >1000 კოლონიის შემქმნელი ერთეული (cfu)/მლ; კათეტერი: >10,000 cfu/მლ; შარდის შუა პორცია: >100,000 cfu/მლ

    მეტი
  • თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    შეიძლება აღინიშნებოდეს დარღვევები, როგორიცაა თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების დილატაცია ან სქელკედლიანი შარდის ბუშტის გაჭიმვა; თირკმლის აბსცესი: ზონაში თირკმლის პარენქიმის გამჭვირვალობის მომატება ლოკალური ჰიპოპერფუზიით ფერად დოპლერზე; პერინეფრული აბსცესი: ჰიპოექოგენური სითხე

    მეტი
  • შარდის გამოყოფის ცისტოურეთროგრამა (VCUG):

    თუ არსებობს ვეზიკოურეთრული რეფლუქსი: ჩანს კონტრასტის ამოსვლა შარდის ბუშტიდან ზედა საშარდე ტრაქტში

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ტრავმის ანამნეზი; მუცლის ტკივილი შეიძლება არ შეესაბამებოდეს გასინჯვის შედეგებს; პაციენტს შეიძლება არაერთი ჩივილი ჰქონდეს; ანამნეზმა შეიძლება გვავარაუდებინოს ბავშვზე ძალადობა ან ტრავმა, რომელიც არ არის დაკავშირებული შემთხვევითობასთან (მაგალითად, არათანმიმდევრული ან ცვალებადი ანამნეზი)

მუცლის მტკივნეულობა; დაზიანების მექანიზმის ამსახველი კანის ნიშნები (მაგ, მანქანის ღვედების ნიშანი); გადაცემული ტკივილი მარცხენა მხარში (ელენთის დაზიანების გამო); სისხლი ურეთრის გარე ხვრელზე, ან ჰემატურია (მიუთითებს საშარდე გზების ან თირკმლის დაზიანებაზე); შეიძლება აღინიშნებოდეს ტრავმის ნიშნები, რომლებიც არაა დაკავშირებული უბედურ შემთხვევასთან (მაგ., სიგარეტით დამწვრობა, სუბდურული სისხლჩაქცევები ჩვილებში / 1-3 წლის ბავშვებში)

  • FBC:

    შეიძლება იყოს ნორმალური ან უჩვენებდეს ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის შემცირებას

    მეტი
  • მუცლის ღრუს კტ სკანირება ინტრავენური კონტრასტით:

    ცვალებადი

    მეტი
  • გულმკერდის რენტგენი:

    შეიძლება იყოს ნორმალური ან აჩვენოს გულმკერდის თანმხლები დაზიანება (მაგალითად, ფილტვის კონტუზია, პნევმოთორაქსი); თავისუფალი აირი დიაფრაგმის ქვეშ (სავარაუდოა პერფორაცია)

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ცვლადი; შეიძლება აჩვენოს თავისუფალი სითხე მუცლის ღრუში

    მეტი
  • ჩონჩხის სრული რენტგენოგრამები:

    ცვალებადი

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მორეციდივე, ეპიზოდური ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში, შეიძლება გადაეცემოდეს ზურგში და მსგავსია კლასიკური კოლიკის ; ხშირია საკვების, განსაკუთრებით, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ; შეიძლება ახლდეს გულისრევა, ღებინება და უმადობა; პერსისტენტული ტკივილი და ცხელება შეიძლება მიანიშნებდეს მწვავე ქოლეცისტიტს; შეიძლება აღინიშნებოდეს გადაცემითი ტკივილი მარჯვენა მხრში; რისკის ფაქტორების (მაგ, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, ცისტური ფიბროზი) არსებობა

მარჯვენა ნეკნქვეშა არეში მტკივნეულობა; მერფის დადებითი ნიშანი (პალპაციისას ღრმად ჩასუნთქვა იწვევს ტკივილის გაძლიერებას და სუნთქვის გაჩერებას); პალპაციით შეიგრძნობა შებერილი, მტკივნეული ნაღვლის ბუშტი; ცხელება სავარაუდოს ხდის მწვავე ქოლეცისტიტს; სიყვითლე იშვიათია

  • მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ნაღვლოვანი კენჭები; ნაღვლის ბუშტის კედლის გასქელება (>4 მმ); პერიქოლეცისტური სითხე; შესაძლებელია აგრეთვე გამოჩნდეს მერფის ექოსკოპიური ნიშანი

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები:

    შეიძლება გამოვლინდეს მომატებული ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი და ამინოტრანსფერაზა

    მეტი
  • FBC:

    ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა (გვავარაუდებინებს ქოლელითიაზს) ან ლეიკოციტოზი (გვავარაუდებინებს მწვავე ქოლეცისტიტს)

  • C- რეაქტიული ცილა:

    ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა (სავარაუდოა ქოლელითიაზი) ან ლეიკოციტოზი (სავარაუდოა მწვავე ქოლეცისტიტი)

  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    დაჩრდილვა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, რომელიც შეესაბამება ნაღვლოვან კენჭებს

    მეტი
  • ჰეპატობილიარული იმინოდიძმარმჟავას (HIDA) სკანირება:

    ნაღვლის ბუშტის არ შევსება

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მუცლის მორეციდივე სპაზმური ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუაციასთან

მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობა; გასინჯვით ნორმალური მენჯი

  • არ არის:

    დიაგნოზი კლინიკურია

  • მუცლის/მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ნორმალური; თუმცა სასარგებლოა სხვა დიაგნოზების გამოსარიცხად

ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ხველა; ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა; ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები (რინორეა, ყელის ტკივილი, ცხვირის დახშობა), ქოშინი, ცხელება და შემცივნება; კუნთების რიგიდულობა ტკივილის გამო; ღებინება, დიარეა, ანორექსია

ტაქიპნოე, ციანოზი, შესუსტებული სუნთქვითი ხმიანობა, ხიხინი აუსკულტაციით, მოყრუება პერკუსიით; მუცლის მტკივნეულობა და შებერილობა.

  • FBC:

    ცვალებადი

    მეტი
  • გულმკერდის რენტგენი:

    ინფილტრაცია, კონსოლიდაცია, ექსუდატი

  • ნახველის დათესვა:

    მაინფიცირებელი მიკროორგანიზმის ზრდა

  • გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ლოკალიზებული სითხის შეგროვება

    მეტი
  • გულმკერდის კტ სკანირება ინტრავენური კონტრასტით:

    ფილტვის პარენქიმის კონსოლიდაცია; ექსტრაპარენქიმული სითხე ლოკალიზაციით სავარაუდოს ხდის ემპიემას

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ანამნეზი შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული, ან ციკლური (ხშირია 8-12 წლის გოგონებში), ხშირია ჩივილები ყრუ ხასიათის მუდმივ ტკივილზე მუცლის შუა მიდამოში, შეიძლება ახლდეს გულისრევა და ღებინება, განსაკუთრებით ქრონიკული შემთხვევებში; ხშირია ფუნქციური დარღვევების ოჯახური ანამნეზი (მაგ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შფოთვა, ფსიქიატრიული დარღვევები და შაკიკი); რომის IV კრიტერიუმები გამოიყენება სიმპტომური დიაგნოსტიკისთვის[37]

მტკივნეულობა ჭიპის გარშემო, მუცელი რბილია, არ არის დეფანსი ან მტკივნეულობა ზეწოლის უეცარი მოხსნისას; სხვა სისტემები გასინჯვით ნორმაშია

  • არ არის:

    დიაგნოზი კლინიკურია, შესაძლო ორგანული მიზეზების გამორიცხვის შემდეგ

  • FBC:

    ნორმის ფარგლებში

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე:

    ნორმის ფარგლებში

  • შარდის საერთო ანალიზი:

    ნორმის ფარგლებში

  • განავლის მიკროსკოპია:

    ნორმის ფარგლებში

ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

როგორც წესი, ჩვილები 3-12 თვის ასაკში, რომლებსაც აქვთ კოლიკური ტკივილი მუცლის არეში, მოხრილი ფეხები, ცხელება, ლეთარგია და ღებინება; უფროსი ასაკის ბავშვებში ინიციალური ფაქტორი შეიძლება იყოს შონლაინ-ჰენოხის პურპურა (HSP) (როგორც წესი, 11 წლამდე ასაკში); დაუზუსტებელი ჩივილები მუცლის არეში; ძლიერი, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში; ბავშვს შეიძლება ტკივილი ვერ ეხსნებოდეს

შესაძლოა ჩანდეს დიდი რაოდენობით ან ფარული სისხლი, რომელიც შეიძლება შერეული იყოს ლორწოსთან და ჰქონდეს "წითელი მოცხარის ჟელეს" შესახედაობა, მუცლის მტკივნეულობა და პალპაციით წარმონაქმნი მუცლის არეში. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ შონლაინ-ჰენოხის პურპურას ნიშნები (პალპირებადი პურპურის გამონაყარი, სისხლი განავალში).

  • ბარიუმის ოყნა:

    ავსების დეფექტი ან კონტრასტის კუპირება თავში, ვინაიდან მიემართება ინვაგინაციის ადგილისკენ.

    მეტი
  • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

    სამიზნის მსგავსი დაზიანება: ინტრალუმინარული რბილი ქსოვილის მკვრივი წარმონაქმნი ექსცენტრულად განთავსებული ცხიმოვანი ზონით; თირკმლის მსგავსი წარმონაქმნი: მაღალი ატენუაცია პერიფერიულად და დაბალი ატენუაცია ცენტრალურად; ძეხვის ფორმის წარმონაქმნი: დაბალი და მაღალი ატენუაციის მონაცვლე ზონები, რომლებიც წარმოადგენს მჭიდროდ განლაგებულ ნაწლავის კედელს, ჯორჯლის ცხიმს და/ან ნაწლავის სითხეს და აირს

    მეტი
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ტუბულარული წარმონაქმნი გრძივ ხედში; სამიზნე კერა განივ ხედში

    მეტი
  • FBC:

    შეიძლება აჩვენებდეს ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას (სავარაუდოს ხდის ნაწლავის იშემიას)

ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ჩვეულებრივ <2 წლის ასაკის; შეიძლება აღინიშნებოდეს მუცლის ტკივილი (შეიძლება იყოს წყვეტილი ან იმიტირებდეს მწვავე აპენდიციტს) და/ან მკვეთრი წითელი ფერის სისხლის უმტკივნეულო გასვლა სწორ ნაწლავში (ჰემატოქეზია); ხშირად ასიმპტომური

მუქი წითელი, შინდისფერი, ან "წითელი მოცხარის ჟელეს" მსგავსი განავალი; მუცლის მტკივნეულობა დეფანსით და მტკივნეულობით ზეწოლის უეცარი მოხსნისას (შეიძლება ვივარაუდოთ დივერტიკულიტი); პალპაციით წრმონაქმნი მუცლის ღრუში (შეიძლება ვივარაუდოთ ინვაგინაცია)

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ტუბულარული წარმონაქმნი გრძივ ხედებში და "დონატის" ან სამიზნის შესახედაობა განივ ხედებში ინვაგინაციაზე მიუთითებს

    მეტი
  • ტექნეციუმ-99m პერტექნეტატის სკანირება:

    დადებითი

    მეტი
  • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

    შეიძლება ჩანდეს ინვაგინაცია, მეკელის დივერტიკული და/ან დილატირებული ნაწლავი, რაც შეესაბამება ნაწლავის ობსტრუქციას

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მუცლის დიფუზური ტკივილი; რესპირატორული ტრაქტის გადატანილი ან მიმდინარე ინფექციის ანამნეზი

ცხელება, მუცლის მტკივნეულობა, რომელიც არ არის ლოკალიზებული მარჯვენა ქვედა კვადრანტში, რინორეა, ჰიპერემიული ხახა ან პირხახა (ფარინგიტი) და/ან ასოცირებული ექსტრამეზენტერიული ლიმფადენოპათია (ჩვეულებრივ, კისრის)

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ჯორჯლის გადიდებული ლიმფური კვანძები

    მეტი
  • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

    ჯორჯლის გადიდებული ლიმფური კვანძები

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

უფრო ხშირად ვლინდება მამაკაცებში, ძირითადად თავს იჩენს ბავშვობის ადრეულ ასაკში (6 თვემდე); ცხოვრების პირველი 36 საათის განმავლობაში მეკონიუმის გატარების წარუმატებლობა ძლიერი მიმანიშნებელი ფაქტორია; ანამნეზში შეიძლება იყოს დაუნის სინდრომი

მუცლის შებერილობა, სისავსე მარცხენა ქვედა კვადრანტში; მუცლის გასინჯვისას შეიგრძნობა ფეკალური მასა; პერიტონიტის არარსებობა (არ არის დეფანსი ან უკუცემითი მტკივნეულნობა); პატარა სწორი ნაწლავი და განავლის არარსებობა რექტალური გასინჯვისას; შეიძლება აღინიშნებოდეს დაუნის სინდრომის დისმორფული ნიშნები

  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    განავალი ჩანს კოლინჯის მთელ სიგრძეზე, სწორ ნაწლავში ჰაერის შემცირება; შეიძლება აღინიშნებოდეს ჰაერი-სითხის დონეები

    მეტი
  • ბარიუმის კონტრასტული ოყნა:

    პროქსიმალური დილატაცია დისტალური კოლინჯის შევიწროვებით

    მეტი
  • რექტული ბიოფსია:

    განგლიური უჯრედების არარსებობა და ჭარბი არამიელინური ნერვების არსებობა; აცეტილქოლინესთერაზის მომატება

    მეტი
  • ანორექტული მანომეტრია:

    რეფლექსების არარსებობა

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

დადებითი ოჯახური ანამნეზი, სისხლიანი დიარეა, მუცლის სპაზმური ტკივილი, ანორექსია, წონის დაკარგვა, ცხელება, გამონაყარი

წონის კლება, სიფერმკრთალე, მუცლის მტკივნეულობა, წარმონაქმნები მუცლის ღრუში, ირიტი (გაღიზიანებული ანთებითი თვალები), ართრიტი, საკროილეიტი, კვანძოვანი ერითემა, განგრენოზული პიოდერმია.

  • FBC:

    ლეიკოციტოზი, ანემია, თრომბოციტოზი

    მეტი
  • კოლონოსკოპია ბიოფსიით:

    სწორი ნაწლავის უწყვეტი თანაბარი ჩართულობა, სისხლძარღვოვანი მარკირების დაკარგვა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანობა და სიმყიფე, ლორწოვანის შეშუპება და წყლულები, ფისტულები (იშვიათია), ნორმალური ტერმინალური ილეუმი ან (ან ზომიერი შექცევადი ილეიტი პანკოლიტის დროს)

    მეტი
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე:

    მომატებულია

    მეტი
  • CRP:

    მომატებულია

    მეტი
  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    დილატირებული მარყუჟები ჰაერი-სითხის დონით ილეუსის მეორადად; თავისუფალი ჰაერი შეესაბამება პერფორაციას; ტოქსიკური მეგაკოლონის დროს განივი კოლინჯი დილატირებულია 6 მმ ან მეტით დიამეტრში

    მეტი
  • მუცლის კტ კვლევა:

    ნაწლავის ანთებითი, გასქელებული ლორწოვანი გარსი, "ცერის ანაბეჭდის" სიმპტომი, ნაწლავის ან დილატაცია ან სტრიქტურის მტკიცებულება; ანთებითი ჯორჯალი; ინტრააბდომინალური აბსცესები

    მეტი
  • სეროლოგიური მარკერები: პერინუკლეარული ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეული (pANCA) და ანტი-Saccharomyces cerevisiae ანტისხეული (ASCA):

    დადებითი pANCA

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მუცლის სპაზმური ტკივილი, ხანგამოშვებითი დიარეა, სისხლიანი დიარეა კოლიტის შემთხვევაში (კრონის დაავადებისას (CD) სისხლი უფრო იშვიათია, ვიდრე წყლულოვანი კოლიტის დროს), წონის დაკარგვა, დაღლილობა, ნაწლავის ანთებითი დაავადების ოჯახური ანამნეზი

აფტოზური წყლულები, წონის დაკარგვის მტკიცებულება, სიფერმკრთალე, მუცლის მტკივნეულობა, მუცლის წარმონაქმნები, პერიანალური ფისტულა, პერირექტალური აბსცესი, ანალური ნაპრალი, პერიანალური კანის ფიბრომები; ნაწლავგარე გამოვლინებები, მათ შორის ირიტი, ართრიტი, საკროილიიტი, კვანძოვანი ერითემა, განგრენოზული პიოდერმია

  • FBC:

    ლეიკოციტოზი, ანემია, თრომბოციტოზი

    მეტი
  • CRP:

    მომატებულია

    მეტი
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე:

    მომატებულია

    მეტი
  • კოლონოსკოპია ბიოფსიით:

    შეიძლება აჩვენოს ანთება, კონტაქტური სისხლდენა, წყლულის ფორმირება და შეშუპება

    მეტი
  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    წვრილი ნაწლავის ან კოლინჯის დილატაცია; კალციფიკაცია; ინტრააბდომინალური აბსცესები

    მეტი
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის რენტგენი წვრილი ნაწლავების დათვალიერების მიზნით:

    ლორწოვანის ედემა და დაწყლულება სანათურის დავიწროებითა და სტრიქტურებით

    მეტი
  • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

    სეგმენტური დაზიანებები, ნაწლავის კედლის გასქელება, გარშემო ანთება, აბსცესი, ფისტულები

    მეტი
  • სეროლოგიური მარკერები: პერინუკლეური ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეული (pANCA) და ანტი-Saccharomyces cerevisiae ანტისხეული (ASCA):

    დადებითი ASCA

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

კვების აუტანლობა, გულისრევით და/ან ღებინებით; მუცლის ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს ან არ აღინიშნებოდეს; გადატანილი მუცლის ღრუს ქირურგიული ჩარევის ანამნეზი; შეიძლება არსებობდეს ცისტური ფიბროზის ანამნეზი

მუცლის შეზღუდული შებერილობა (თორმეტგოჯა ნაწლავში ან წვრილი ნაწლავის დასაწყისში პროქსიმალური ობსტრუქციებით); მუცლის მტკივნეულობა შეიძლება აღინიშნებოდეს ან არ აღინიშნებოდეს; მტკივნეულობას ზეწოლის უეცარი მოხსნისას და დაცვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერფორაციის, იშემიის და პერიტონიტის შემთხვევაში; ჰიპერაქტიული ნაწლავური ხმები (ადრეული ნიშანი), ჰიპოაქტიური ნაწლავური ხმები ან მათი არარსებობა (გვიანდელი დასკვნა); შეიძლება იყოს ბარძაყის, ობტურატორის, ჭიპის ან ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი

  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    წვრილი ნაწლავის დილატირებული მარყუჟები, ჰაერი-სითხის დონეები მთელ მუცელში

    მეტი
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    შეიძლება აჩვენოს კეროვანი ზონა, რომელიც იწვევს ობსტრუქციას

    მეტი
  • კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის კონტრასტული გამოკვლევა:

    დილატირებული წვრილი ნაწლავი; შეიძლება აჩვენებდეს ობსტრუქციის გარდამავალ ზონას

    მეტი
  • კუჭნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის კონტრასტული გამოკვლევა:

    დილატირებული წვრილი ნაწლავი; შეიძლება აჩვენებდეს ობსტრუქციის გარდამავალ ზონას

    მეტი
  • მუცლის კტ კვლევა:

    დილატირებული წვრილი ნაწლავი; შეიძლება აჩვენებდეს ობსტრუქციის გარდამავალ ზონას, წარმონაქმნებს, სიმსივნეს, აბსცესს

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ჩვილთა ასაკობრივი ჯგუფი; ნაღვლოვანი ღებინების ანამნეზი; ტკივილი, ჩვეულებრივ, გამოხატულია როგორც ტირილი, შფოთვის შესამჩნევი გახშირება. ბავშვი ვერ მშვიდდება

ხშირად მუცლის დიფუზური შებერილობა და მტკივნეულობა; სუსტი ნაწლავური ხმიანობა ან მისი არარსებობა, ხისტი მუცელი, დეფანსი, მტკივნეულობა ზეწოლის უეცარი მოხსნისას, ცხელება, ან ჰემატოქეზია

  • კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის კონტრასტული გამოკვლევა:

    სტრიქტურის ჩიტის ნისკარტისებრი ნიშანი ვოლვულუსის ადგილზე

    მეტი
  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია; ნაწლავის მარყუჟები დილატირებული; ჰაერის-სითხის დონეები; მუცელში თავისუფალი ჰაერი პერფორაციისას

    მეტი
  • FBC:

    ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (გვავარაუდებინებს ნაწლავის იშემიას)

  • მუცლის კტ კვლევა:

    ნაწლავის ობსტრუქცია ჯორჯლის დახვევის სურათით

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

რისკის ფაქტორების ანამნეზი: ფსიქიკური დაავადება, ნაწლავის ანთებითი დაავადება, დიაბეტი, ცუდი კვება, ადრე არსებული კოლორექტალური რეზექცია, საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება, მეგაკოლონი ან მუცლის ადრე ჩატარებული ქირურგია; ნაწლავის ჩვევის შეცვლა ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქციით, ან განავლის კალიბრის ცვლილება; მუცლის კოლიკური ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისსა, ხველის ან ღრმა სუნთქვის დროს, როდესაც ნაწლავი უახლოვდება პერფორაციას; კვების აუტანლობა გულისრევით ან ღებინებით

ტიმპანური, შებერილი მუცელი; ჰიპერაქტიური ნაწლავური ხმიანობა, რომელიც ქრება მოგვიანებით სტადიაზე; მუცლის მტკივნეულობა ზეწოლის უეცარი მოხსნისას, დაცვა და/ან რიგიდულობა პერფორაციის ან პერფორაციასთან ახლო მდგომარეობისას; ცარიელი სწორი ნაწლავი; შეიძლება აღინიშნებოდეს ბარძაყის, ობტურატორის, ჭიპის ან ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი

  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    მსხვილი ნაწლავის აიროვანი შებერილობა; ვოლვულუსს გვავარაუდებინებს თირკმლის-ლობიოს ფორმის ნაწლავის მარყუჟი

    მეტი
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    შეიძლება უჩვენებდეს ობსტრუქციის გამომწვევ კეროვან ზონას (მაგ. ინვაგინაცია)

  • კუჭნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის კონტრასტული გამოკვლევა:

    შეიძლება მიუთითოს ობსტრუქციის ადგილი

    მეტი
  • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

    მსხვილი ნაწლავის აიროვანი შებერილობა; შეიძლება აჩვენოს ობსტრუქციის გარდამავალი ზონა

    მეტი
  • მოქნილი/ხისტი სიგმოიდოსკოპია:

    გავლისას განავლის და ლორწოს ნაკადი და ვოლვულუსის მწვერვალის დეკომპრესია

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

დღენაკლული ახალშობილი, რომელიც 1500 გ-ზე ნაკლებს იწონის; კვების აუტანლობა, აპნოე, ლეთარგია, სისხლიანი განავალი

მუცლის შებერილობა, მტკივნეულობა, მუცლის კედლის ერითემა, ჰემატოქეზია, ბრადიკარდია

  • FBC:

    ლეიკოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია

    მეტი
  • სისხლის კულტურა:

    ნეგატიური

    მეტი
  • სისხლის შრატის ელექტროლიტები:

    ჰიპონატრემია

  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    ნაწლავის დილატირებული მარყუჟები, ნაწლავის პნევმატოზი, კარის ვენის აირი, თავისუფალი აირი, ნაწლავის ფიქსირებული მარყუჟი, ნორმალური ნაწლავური აირის ნიმუში

    მეტი
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    სითხის დაგროვება, ასციტი

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

პეპტიკური წყლულოვანი დაავადების ოჯახური ანამნეზი; წონის დაკარგვა, ღებინება, ანორექსია და ხანგამოშვებითი ეპიგასტრიული ტკივილი, რომელიც, როგორც წესი, დაკავშირებულია საკვების მიღებასთან; ტკივილი ხშირად ღამისაა და, როგორც წესი, იხსნება ანტაციდებით; მელენა და/ან ჰემატემეზისი სისხლძარღვის პერფორირების შემთხვევაში

უმნიშვნელო ან ეპიგასტრული მტკივნეულობა; მელენა შეიძლება იყოს რექტალური გასინჯვით ან ფარული სისხლდენა განვალის ტესტირებისას ფარულ სისხლდენაზე

  • FBC:

    ნორმალური ან ლეიკოციტოზი; ანემიას ადგილი აქვს სისხლის სტაბილური დაკარგვისას

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია დგომისას:

    როგორც წესი ნორმალურია

    მეტი
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიები წყალში ხსნადი კონტრასტით:

    ლორწოვანის დეფექტ(ებ)ი, რომლებიც შეესაბამება წყლულს ან თავისუფალ ინტრაპერიტონეალურ კონტრასტს, რომელიც შეესაბამება პერფორაციას

    მეტი
  • კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია:

    ლორწოვანი გარსის ანთება, დაწყლულება და ჰემორაგია

    მეტი
  • Helicobacter pylori სუნთქვის ტესტი ან განავლის ანტიგენის ტესტი:

    დადებითი შედეგი Helicobacter pylori-ის არსებობის შემთხვევაში

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მუცლის განმეორებითი ტკივილი, სპაზმები ან გადაბერვა; შებერილობა და დიარეა; ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ინტენსიური ქავილით მიმდინარე პაპულოვეზიკულური გამონაყარი კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, თითქმის ყოველთვის ახლავს თან ცელიაკიას; ანამნეზში შეიძლება იყოს A იმუნოგლობულინის დეფიციტი, 1-ლი ტიპის დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება, დაუნის სინდრომი, შოგრენი სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პირველადი ნაღვლოვანი ქოლანგიტი; ოჯახურ ანამნეზში შეიძლება იყოს ცელიაკია

მუცლის გენერალიზებული ტკივილი ან შებერილობა; წონის ნაკლებობა ან ჩამორჩენა; აფთოზური სტომატიტი; ჰერპეტიფორმული დერმატიტი

  • FBC:

    შეიძლება გამოვლინდეს რკინადეფიციტური ანემია

  • იმუნოგლობულინი A-ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას (IgA-tTG) ტესტი:

    ტიტრი ლაბორატორიის ნორმაზე მაღალია

  • ენდოსკოპია და წვრილი ნაწლავის ბიოფსია:

    ვლინდება ინტრა-ეპითელიური ლიმფოციტები, ნაწლავის ბუსუსების ატროფია და კრიპტების ჰიპერპლაზია.

    მეტი
  • ენდომიზიალური ანტისხეულები (EMA):

    მომატებული ტიტრი

    მეტი
  • ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენის (HLA) აკრეფა:

    დადებითია HLA-DQ2 ან-DQ8

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

დაბადება ან ცხოვრება ენდემურ რეგიონში, ანტენატალური ექსპოზიცია, ოჯახურ ანამნეზში ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, მრავალი სქესობრივი პარტნიორი, სქესობრივი აქტი დაინფიცირებულ პირებთან (ჰეპატიტი B და/ან C), მოგზაურობა განვითარებად ქვეყნებში, ორსულობა (ჰეპატიტი E); ადრეული დაავადება: სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, ანორექსია, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი, მუცლის ტკივილი; გვიანდელი დაავადება: წონის დაკარგვა, მარტივი სისხლჩაქცევების და სისხლდენის ტენდენციები

სიყვითლე; ადრეული დაავადება: მსუბუქი ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია; გვიანდელი დაავადება: გენერალიზებული ატროფია, კახექსია, გინეკომასტია, ასციტი, შეცვლილი მგრძნობელობა, ასტერიქსისი, ან ღრმა მყესოვანი რეფლექსების შესუსტება, მედუზას თავი, ასციტი, ჰეპატოსპლენომეგალია, შეგუბება მარჯვენა გულის უკმარისობის შედეგად

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები შრატში:

    მაღალი პირდაპირი ბილირუბინი, AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა და გამა-GT

    მეტი
  • შრატის IgM anti-HAV:

    დადებითია მწვავე A ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

  • შრატში B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg):

    დადებითია B ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

    მეტი
  • შრატში B ჰეპატიტის ბირთვული ანტიგენი (HBcAg):

    დადებითია B ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

    მეტი
  • შრატში B ჰეპატიტის e ანტიგენი (HBeAg):

    დადებითია B ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

    მეტი
  • შრატში C ჰეპატიტის ვირუსის რნმ:

    დადებითია C ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

    მეტი
  • შრატში საერთო (IgM და IgG) ანტი-HDV ანტისხეულები:

    დადებითია D ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

    მეტი
  • შრატის ანტი-HEV IgM ანტისხეულები:

    დადებითია მწვავე E ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში

  • FBC:

    თრომბოციტების დაბალი ან ნორმალური რაოდენობა

    მეტი
  • კოაგულაციის პროფილი (პროთრომბინის დრო [PT], INR):

    შეიძლება მომატებული ან ნორმალური იყოს

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ხშირია წინა ტესტებზე ქოლელითიაზის გამორიცხვა; მარჯვენა ზედა კვადრანტის მორეციდივე ტკივილი; გულისრევა და ღებინება; სიმპტომები შეიძლება იყოს ან არ იყოს დაკავშირებული საკვების მიღებასთან

შეიძლება საეჭვო იყოს; მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები:

    ნორმაშია ასპარტატამინოტრანსფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტეფოსფატაზა და ბილირუბინი

  • მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ნორმის ფარგლებში

    მეტი
  • ჰეპატობილიარული იმინოდიძმარმჟავას (HIDA) სკანირება:

    ნაღვლის ბუშტის განდევნის ფრაქცია შემცირებული (<35%)

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიული ტკივილი ზურგში გადაცემით; მუცლის ტკივილი მწვავე დაწყებით

ეპიგასტრიული ან მუცლის ზედა ნაწილის მტკივნეულობა; ტაქიკარდია და ჰიპოტენზია მძიმე შემთხვევებში; ჰემორაგიული პანკრეატიტის შემთხვევებში გაუფერულება ჭიპის გარშემო (კულენის დადებითი ნიშანი) ან გვერდების (გრეი-ტერნერის დადებითი ნიშანი); მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება ჩანდეს მხოლოდ ბული გაღიზიანება და მუცლის შებერილობა

  • ამილაზა:

    ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარზე სულ მცირე 3-ჯერ მეტი

    მეტი
  • ლიპაზა:

    ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარზე სულ მცირე 3-ჯერ მეტი; შეიძლება მომატებული იყოს თუ ამილაზა ნორმაშია

    მეტი
  • ბილირუბინი:

    ნორმალური ან მომატებული

    მეტი
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    შეიძლება ნორმალური ჩანდეს დაავადების მიმდინარეობის ადრეულ სტადიაზე; პანკრეასის გაფართოება; პერიპანკრეასული შეშუპება; პანკრეასის სადინარი დილატირებული; შეიძლება გამოავლინოს ძირითადი ბილიური დაავადება

    მეტი
  • მუცელის კტ სკანირება ინტრავენური კონტრასტით:

    პერიპანკრეასული ანთება (ცხიმის შემოგრეხვა); შეიძლება ჩანდეს ნაღვლოვანი კენჭები

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

მრავალფეროვანი; შეიძლება იყოს ტრავმის ანამნეზი; კისტები ასიმპტომური ან ყრუ, მუცლის მარცხენამხრივი ტკივილი; ინფარქტი, როგორც წესი, იწვევს ცხელებას, ისევე, როგორც ტკივილს, მაგრამ ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს; მხრის და/ან გულმკერდის არეში მარცხენამხრივი ტკივილი; ელენთის ინფარქტის რისკის ფაქტორები (ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, დიდი სიმაღლე ზღვის დონიდან)

ყრუ მტკივნეულობა მარცხენა ზედა კვადრანტში

  • ულტრაბგერა დოპლერით:

    ინფარქტი ან კისტა ელენთაზე

    მეტი
  • მუცელის კტ სკანირება ინტრავენური კონტრასტით:

    ინფარქტი ან კისტა ელენთაზე

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

ნეფროლითიაზის და/ან პოდაგრის ოჯახური ანამნეზი; ფერდის და/ან მუცლის წყვეტილი, კოლიკური ტკივილი; გულისრევა და ღებინება; მაკროსკოპული ან მიკროსკოპული ჰემატურია; შარდვის გახშირება/იმპერატიულობა; ატიპიური პრეზენტაცია გავრცელებულია მცირეწლოვან ბავშვებში

იფსილატერალური კოსტოვერტებრალური კუთხე და გვერდის მტკივნეულობა; ტაქიკარდია და ჰიპოტენზია პაციენტში ტკივილის კონტროლით, შეიძლება მიუთითებდეს უროსეფსისზე

  • საშარდე ტრაქტის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

    ჩანს საშარდე ტრაქტის კალციფიკაცია; შესაძლებელია დილატირებული პროქსიმალური შარდსაწვეთი და ჰიდრონეფროზი

    მეტი
  • შარდის საერთო ანალიზი:

    შეიძლება იყოს ნორმალური ან დადებითი ტესტი მარკერ-ზოლით ლეიკოციტებზე, ნიტრიტებზე, სისხლზე; მიკროსკოპული ანალიზი დადებითი ლეიკოციტებზე, ერთროციტებზე ან ბაქტერიებზე

    მეტი
  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

    რეტგენოკონტრასტული კენჭები

    მეტი
  • მუცლის და მენჯის არა კონტრასტული კტ სკანირება:

    კალციფიკაცია ჩანს თირკმლის შემკრებ სისტემაში ან შარდსაწვეთში; შესაძლებელია დილატაციური პროქსიმალური შარდსაწვეთი და ჰიდრონეფროზი

    მეტი
ანამნეზი
გასინჯვა
1-ლი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები

სათესლე ჯირკვლების ტკივილი მწვავე დაწყებით; გულისრევა და ღებინება; მორეციდივე ეპიზოდების ანამნეზი გვავარაუდებინებს სათესლე ჯირკვლების შემოგრეხის განმეორებით ეპიზოდებს, რასაც სპონტანური შემოგრეხა მოჰყვება; შეიძლება იყოს ტრავმის ანამნეზი

მტკივნეული, შეშუპებული სათესლე ჯირკვალი; დაზიანებული სათესლე ჯირკვალი შეიძლება უფრო მაღალი ჩანდეს, ჰორიზონტალური მდებარეობით; ასოცირებული სათესლე პარკის ერითემა და შეშუპება; არ არის კრემასტერის რეფლექსი; როგორც წესი, არ არის ტკივილის მოხსნა სათესლე პარკის აწევასთან ერთად.

  • სათესლე პარკის დუპლექს-დოპლერი ულტრაბგერა:

    სითხის და მორევის ნიშნის არსებობა (სათესლე ბაგირაკის დახვეული ფორმა შემოგრეხვისგან, ვინაიდან ულტრაბგერითი ზონდი სკანირებას ახორციელებს ქვემოთ სათესლე ბაგირაკის პერპენდიკულარულად); არ ჩანს სისხლის დინება სათესლე ჯირკვალში; დინების სიჩქარე დაკლებულია სათესლე არტერიებში, რეზისტენტობა მომატებულია

    მეტი
    ანამნეზი
    გასინჯვა
    1-ლი გამოკვლევა
    სხვა გამოკვლევები

    მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯის ცალმხრივი ტკივილის მწვავე დაწყება; გულისრევა და ღებინება ხშირია; ხშირი, მსგავსი ეპიზოდების ანამნეზი; ცხელება იშვიათია

    მტკივნეული წამონაქმნები მენჯში (საკვერცხის დანამატების); მენჯის გამოკვლევის გასავლელად ასაკოვან პაციენტებში შეიძლება ცერვიკალური მოძრობით მტკივნეულობის გამოწვევა; როგორც წესი, არ არის ვაგინალური გამონადენი, მაგრამ შეიძლება მსუბუქიდან ზომიერამდე ვაგინალური სისხლდენა

    • მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

      საკვერცხის მყარი შესახედაობა, საკვერცხის ცალმხრივი გადიდება, საკვერცხის პერიფერიული კისტოზური სტრუქტურები, მნიშვნელოვანი სტრომული შეშუპება, სითხე დუგლასის ფოსოში

    • ფერადი დოპლერი:

      ინტრაოვარიული სისხლის მიმოქცევა შემცირებულია ან არ არის

      მეტი
    • მუცლის და მენჯის კტ სკანირება:

      გადიდებული, ედემატოზური საკვერცხე სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერებით ან მის გარეშე; თავისუფალი სითხე მენჯში

      მეტი
    ანამნეზი
    გასინჯვა
    1-ლი გამოკვლევა
    სხვა გამოკვლევები

    გაგლეჯა, როგორც წესი, სპონტანურია, შეიძლება მოყვებოდეს ტრავმის ან სქესობრივი აქტის ანამნეზს; მსუბუქი ქრონიკული დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში შეიძლება მოულოდნელად გაძლიერდეს

    საკვერცხე დანამატების მტკივნეულობა; საკვერცხე დანამატის ზომა უმნიშვნელო კოლაფსირებული კისტის გამო; შეიძლება აღინიშნებოდეს პერიტონიზმი მუცლის ქვედა ნაწილში და მენჯში

    • მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

      კომპლექსური წარმონაქმნების გამოჩენა; სითხე დუგლასის ფოსოში

      მეტი
      ანამნეზი
      გასინჯვა
      1-ლი გამოკვლევა
      სხვა გამოკვლევები

      სქესობრივად აქტიური; მრავალი პარტნიორი; ანამნეზმა შეიძლება გვავარაუდებინოს სქესობრივი ძალადობა (განსაკუთრებით, ბავშვებში); ტკივილი უარესდება სქესობრივი აქტის დროს; ყრუ მქაჩავი ტკივილი მუცლის ქვედა არეში დიზურიით ან მის გარეშე; ვაგინალური გამონადენი, დაბალი ცხელება

      ტემპერატურა >38.3°C (101°F); ცერვიკალური მოძრაობისას მტკივნეულობა, საკვერცხის დანამატის ან საშვილოსნოს მტკივნეულობა, საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი

      • ვაგინალური გამონადენის სველი პრეპარატი:

        ჩანს პოლიმორფუნუკლეური ლეიკოციტები (PMN)

        მეტი
      • ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი ან ვაგინალური სეკრეციების კულტივირება Neisseria gonorrhoeae და Chlamydia trachomatis-ზე.:

        დადებითი შედეგი მიუთითებს მიკროორგანიზმების არსებობაზე

        მეტი
      • მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

        ნორმალური ან შეიძლება აჩვენებდეს ენდომეტრიტს, ჰიდროსალპინქსს, პიოსალპინქსს, ტუბო-ოვარიულ აბსცესს

        მეტი
      • აივ სეროლოგია:

        დადებითი ან უარყოფითი

        მეტი
      • ჰეპატიტის კვლევები:

        დადებითი ან უარყოფითი

        მეტი
      • სწრაფი პლაზმა-რეაგენტი (RPR):

        დადებითი ან უარყოფითი

        მეტი
      • FBC:

        ლეიკოციტოზი

        მეტი
      • C-რეაქტიული ცილა და ერითროციტების დალექვის სიჩქარე:

        მომატებულია

        მეტი
      • ლაპაროსკოპია:

        ნორმალური ან შეიძლება აჩვენებდეს ენდომეტრიტს, ჰიდროსალპინქსს, პიოსალპინქსს, ტუბო-ოვარიულ აბსცესს

        მეტი
      ანამნეზი
      გასინჯვა
      1-ლი გამოკვლევა
      სხვა გამოკვლევები

      გადატანილი საშვილოსნოსგარე ორსულობის ან სპონტანური აბორტის, ფალოპის მილის ქირურგიის ან მენჯის ოპერაციის, მენჯის ანთებითი დაავადების (PID) ანამნეზი; ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ამენორეა და ვაგინალური სისხლდენა

      მუცლის მინიმალური მტკივნეულობა და/ან ვაგინალური სისხლდენა; მენჯის გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს წარმონაქმნი, რომელიც იწვევს მტკივნეულობას ცერვიკალური მოძრაობისას , თუ არის ჰემოპერიტონეუმი; მილის გაგლეჯამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოდინამიკური არასტაბილურობა

      • შარდის ტესტი ორსულობაზე:

        დადებითი

        მეტი
      • რაოდენობრივი ტესტი შრატში ბეტა-hCG:

        დადებითი

        მეტი
      • მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

        უჩვენებს თავისუფალ სითხეს მენჯში და/ან პერიოვარიულ წარმონაქმნებს

        მეტი
      • ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა:

        საშვილოსნოსშიდა ორსულობის არსებობა ან არარსებობა

        მეტი
      • სისხლის ტიპი და სკრინინგი:

        ცვალებადი

        მეტი
      ანამნეზი
      გასინჯვა
      1-ლი გამოკვლევა
      სხვა გამოკვლევები

      ბოლო დროის პნევმონია, ცხელება, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში; შეუძლოდ ყოფნა, ანორექსია, წონის დაკარგვა, დაღლილობა; რისკის ფაქტორების არსებობა (სუსტი იმუნიტეტი, თანმხლები დაავადებები, რომლებიც ქმნის პნევმონიის განვითარების წინაპირობას, ფილტვის წინასწარ არსებული დაავადება, იატროგენული ინტერვენციები პლევრის ღრუში, მამრობითი სქესი)

      ფებრილური, ტოქსიკური პაციენტი, მოყრუება პერკუსიით, სუნთქვითი ხმიანობის არარსებობა დაზიანებულ ზონაში; მუცლის მტკივნეულობა და შებერილობა დაცვის და ზეწოლის უეცარი მოხსნისას მტკივნეულობის გარეშე

      • FBC:

        ლეიკოციტების რაოდენობის მომატება

      • გულმკერდის რენტგენი:

        ნეკნ-დიაფრაგმული კუთხის დაბლაგვება ან ექსუდატი დაზიანებულ მხარეს, შესაძლო კონსოლიდაცია, პლევრალურად დაფუძნებული 'D' ფორმა ემპიემის დროს

        მეტი
      • თორაკოცენტეზი:

        ჩირქი ემპიემაში, სეროზული ან შემღვრეული გართულებისას პარაპნევმონურ ექსუდატებში

        მეტი
      • სისხლის კულტურა:

        დადებითი სპეციფიკურ პათოგენებზე

        მეტი
      • გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

        ლოკალიზებული სითხის შეგროვება

        მეტი
      • გულმკერდის კტ სკანირება ინტრავენური კონტრასტით:

        ფილტვის პარენქიმის კონსოლიდაცია; ექსტრაპარენქიმული სითხე ლოკალიზაციით სავარაუდოს ხდის ემპიემას

        მეტი

      აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით