ეტიოლოგია

პედიატრიული მუცლის ტკივილისთვის დიფერენციული დიაგნოზები მეტად ფართოა და მოიცავს ორგანოთა თითქმის ყველა სისტემას. გარდა ამისა, მუცლის მწვავე და ქრონიკული ტკივილის განსხვავება შეიძლება განსაკუთრებით გართულდეს ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გავრცელებული ეტიოლოგიები სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, გადაუდებელი მდგომარეობის დიაგნოსტირება უმთავრესია. უმნიშვნელოვანესია დეტალური ანამნეზის შეკრება და პაციენტის ფიზიკური გასინჯვა, ასევე ბავშვის ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი გავრცელებული დაავადებების ცოდნა.

გასტროინტესტინალური

ბავშვებში აბდომინური (მუცლის) ტკივილის გამომწვევი ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პათოლოგიებია, მაგ. ინფექცია ან თანდაყოლილი, ფუნქციური და მექანიკური მიზეზები.

ყაბზობა

  • ხშირი მდგომარეობაა, რომლის პრევალენტობა შეადგენს 9.5%-ს .[1]

  • ბავშვობის ასაკის ყაბზობა, როგორც წესი, ხასიათდება ნაწლავის იშვიათი ევაკუაციებით, დიდი განავალითა და გაძნელებული ან მტკივნეული დეფეკაციით.[2]

  • სიმპტომები, როგორც წესი, გამოწვეულია უჯრედისის და საკვები ნივთიერებების დაბალი მოხმარებით, ასევე მცირე რაოდენობის წყლის მიღებით, რაც იწვევს მსხვილ ნაწლავში წყლის რეაბსორბციის მაღალ დონეს და განავლის გამკვრივებას. დამატებითი რისკფაქტორებია: გენეტიკური მიდრეკილება, ინფექცია, სტრესი, სიმსუქნე, დაბალი წონა დაბადებისას, ცერებრული დამბლა, „spina bifida“ და დასწავლის სიძნელეები.

  • ყაბზობა იწყება როგორც მწვავე პრობლემა, მაგრამ შესაძლებელია პროგრესირდეს განავლის ჩაჭედვამდე და ქრონიკულ ყაბზობამდე.

  • შესაძლებელია განვითარების ბავშვობის ასაკის 3 ეტაპზე: ძუძუდან მოცილება (ჩვილები), ტუალეტზე შეჩვევა (1-3 წლის ბავშვები), სკოლის დაწყება (უფროსი ასაკის ბავშვები).

აპენდიციტი

  • ვითარდება, როდესაც აპენდიქსის სანათურის დაცობა ხდება განავლით, ბარიუმით, საკვებით ან პარაზიტებით.

  • გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა იშვიათია ჩვილებში. შვედური კოჰორტული კვლევის მიხედვით, 18 წლის ასაკამდე ბავშვების 2.5%-ს გადატანილი აქვს აპენდიციტი.[3]

  • მკურნალობის გარეშე, მწვავე აპენდიციტი პროგრესირებს და ვითარდება იშემია, ნეკროზი და, საბოლოოდ პერფორაცია. პერფორაციის საერთო სიხშირე 30%-ია.[4] აპენდექტომიის დაგვიანების შემთხვევაში პერფორაციის რისკი მატულობს.[5]com.bmj.content.model.assessment.Caption@16bd270a[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნეკროზული აპენდიქსიდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@11cba20f[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ სკანირება უჩვენებს ფეკალიტს (თეთრი ისარი) აპენდიქსის სანათურის გარეთ, რაც შეესაბამება პერფორირებულ აპენდიქსსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

გასტროენტერიტი

  • შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული ვირუსული (განსაკუთრებით როტავირუსი), ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციის გამო.

  • იწვევს არამკაფიო, სპაზმური ხასიათის ტკივილს მუცლის არეში და შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, ღებინება და დიარეა.

  • ეოზინოფილური გასტროენტერიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ზიანდება ეოზინოფილური ანთებით, ეოზინოფილიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ძლიერი ინტენსოვობის ტკივილი.[6]

  • ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც ხასიათდება მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით, თრომბოციტოპენიითა და ნეფროპათიით, შეიძლება წარმოიქმნას როგორც გასტროენტერიტის გართულება, რომელსაც იწვევს ვეროტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli. მუცლის ტკივილი არის ხშირი პირველი სიმპტომი.[7]

ნაწლავის ინვაგინაცია

  • ადგილი აქვს, როდესაც ნაწლავის პროქსიმალური სეგმენტი შედის უშუალოდ დისტალურად განლაგებულ სეგმენტში. შემთხვევათა უმეტესობაში ნაწლავის ინვაგინაცია ვითარდება ილეოცეკალურ არეში.com.bmj.content.model.assessment.Caption@42654063[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინვაგინაცია: სისხლძარღვები იჭედება ნაწლავურ კედლებს შორის, რაც განაპირობებს სისხლის მიწოდების შემცირებას, შეშუპებას, ნაწლავის ჩაჭედვას და განგრენას. შესაძლოა განვითარდეს სეფსისი, შოკი და სიკვდილი.შექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ [Citation ends].

  • როგორც წესი, ვითარდება 3-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში. ინციდენტობის პიკი მოდის 5-7 თვის ასაკზე.[8]

  • ინვაგინაცია უნდა ვივარაუდოთ 3-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში, როდესაც გამოვლინდება მუცლის კოლიკა, ფეხების მოხრა, ცხელება, ლეთარგია და ღებინება.

  • <2 წლის ასაკის ბავშვებში ინვაგინაციის ეპიზოდები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ჯორჯლის ლიმფადენოპათიით, რომელიც მეორადია ასოცირებული დაავადების მიმართ (მაგალითად, ვირუსული გასტროენტერიტი). უფროსი ასაკის ბავშვებში ჯორჯლის ლიმფადენოპათია მაინც ყველაზე სავარაუდო მიზეზია, მაგრამ სხვა ეტიოლოგიებიც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (მაგ., ნაწლავის ლიმფომები, მეკელის დივერტიკული). აქედან გამომდინარე, ≥6 წლის ბავშვები წვრილი ნაწალავი-წვრილი ნაწლავის ან ილეო-ილეური ინვაგინაციით, უნდა შეაფასონ ავთვისებიან მდგომარეობაზე.

  • ილეო-ილეური ინვაგინაცია საეჭვოს ხდის შონლაინ-ჰენოხის პურპურას(HSP). შონლაინ-ჰენოხის პურპურა წარმოადგენს ვასკულიტს, რომელიც აზიანებს წვრილ ვენებს და ძირითადად, ვლინდება 11 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მეკელის დივერტიკული

  • თითის მსგავსი მორჩი, რომელიც ლოკალიზდება დისტალურ ილეუმში, გამოდის ანტი-მეზენტერიული საზღვრიდან; ჩვეულებრივ, მდებარეობს ილეოცეკალური სარქვლიდან 40-დან 60 სმ-მდე , სიგრძით-1-დან 10 სმ-მდე და სიგანით- 2 სმ-მდე. com.bmj.content.model.assessment.Caption@19787279[Figure caption and citation for the preceding image starts]: მეკელის დივერტიკულის ინტრაოპერაციული ფოტოდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

  • სიმპტომური პაციენტების უმრავლესობა 2 წლამდე ასაკისაა.

  • შეფასებულია, რომ პრევალენტობა თითქმის 3%-ს შეადგენს.[9]

  • ნაწლავის ობსტრუქცია ცნობილი გართულებაა და შეიძლება შეინიშნებოდეს ყველა სიმპტომური მეკელის დივერტიკულის 40%-ში (ზოგიერთი სერიის მიხედვით).[10][11]

მეზენტერული ადენიტი

  • ეხება მეზენტერული ლიმფური კვანძების ანთებას. ეს პროცესი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული .

  • ხშირად შეცდომით ადგენენ სხვა დიაგნოზს, მაგ. აპენდიციტს; იმ პაციენტთა 23%-ს, რომელთაც ჩაუტარდათ ნეგატიური აპენდექტომია (არ აღმოჩნდა აპენდიციტი), აღმოაჩნდათ არასპეციფიკური მეზენტერული ადენიტი.[12]

  • ერთი რეტროსპექტული გამოკვლევით დადგინდა, რომ აპენდიციტის მქონე ბავშვებთან შედარებით, მენზენტური ადენიტის დროს უფრო ხშირია ძლიერი ცხელება (39 ℃ ზემოთ) და დიზურია, ნაკლებხშირია მიგრატორული ტკივილი, ღებინება ან ტიპური მუცლის ნიშნები გასინჯვისას.[13]

ჰირშპრუნგის დაავადება

  • ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება ცხოვრების პირველ წელს , მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს მოგვიანებით ბავშვობის ასაკში; ოდნავ მეტია მამრობითი სქესის პაციენტებში.

  • თანდაყოლილი მდგომარეობა ხასიათდება მსხვილი ნაწლავის ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქციით, რომელიც დაკავშირებულია ინტრამურული განგლიური უჯრედების არარსებობასთან. აგანგლიოზის გამო, სანათურის ტონური შეკუმშვა ხდება, რაც ფუნქციურ ობსტრუქციას იწვევს. მსხვილი ნაწლავის აგანგლიური ნაწილი ყოველთვის დისტალურადაა განლაგებული, მაგრამ ამ სეგმენტის სიგრძე ცვალებადია. com.bmj.content.model.assessment.Caption@6602932b[Figure caption and citation for the preceding image starts]: ახალშობილის მუცლის რენტგენოგრამა განავლის პათოლოგიურ ნიმუშით და ყაბზობით. დილატირებული განივი და დაღმავალი კოლინჯი გვავარაუდებინებს ჰირშპრუნგის დაავადებასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

  • შეიძლება დაკავშირებული იყოს დაუნის სინდრომთან და IIA ტიპის მრავლობით ენდოკრინულ ნეოპლაზიასთან.

ნაწლავური ობსტრუქცია

  • წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია შესაძლოა იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიის და გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. მუცლის ტკივილი შეიძლება არ აღმოცენდეს სანამ ობსტრუქცია არ პროგრესირებს მუცლის მასშტაბურ შებერილობამდე ან ნაწლავის იშემიამდე. ნაწლავის ობსტრუქციამ შეიძლება მოახდინოს ილეუსის იმიტაცია, რომელიც, როგორც წესი, არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

  • ნაწლავის ობსტრუქციის ეტიოლოგია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი მიზეზები მოიცავს ატრეზიებს ან სტენოზებს, რომლებიც ვლინდება ახალშობილობის პერიოდში. შეძენილი მიზეზებია წვრილი ნაწლავის შეხორცებები, შემოგრეხილი ან ჩაჭედილი თიაქარი და სიმსივნეები.

  • თანდაყოლილი მიზეზები:

    • თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიამ ან სტენოზმა შეიძლება გამოიწვიოს თორმეტგოჯა ნაწლავის სრული ან ნაწილობრივი ობსტრუქცია განვითარების დროს ხელახალი რეკანალიზაციის წარუმატებლობის შედეგად. ეს იწვევს ან სტენოზს თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურის არასრული ობსტრუქციით (რაც აირის და სითხის გარკვეული, მაგრამ არა მთლიანი რაოდენობის გავლის საშუალებას იძლევა) ან ატრეზიას, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავი ყრუდ მთავრდება და იწვევს ჭეშმარიტ სრულ ობსტრუქციას.

    • მლივი-თეძოს ნაწლავის ატრეზია ან სტენოზი არის მლივი ან თეძოს ნებისმიერი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი ობსტრუქცია. დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ აღნიშნულის მიზეზი ემბრიონის ჩამოყალიბების დროს სისხლძარღვოვანი ტრამვაა. მლივი ნაწლავის სტენოზის დროს შეიძლება მაინც იყოს ნაწლავის სანათურის უწყვეტობა შევიწროვებული სანათურით და გასქელებული კუნთოვანი ფენით. არსებობს ატრეზიული ნაწლავის 4 ტიპი, რომელთაგან ყველა იწვევს სრულ ობსტრუქციას, ბრმად დამთავრებული სანათურის გამო.

    • თიაქრები შეიძლება იყოს შიდა ან გარე და თანდაყოლილი ან შეძენილი.

    • მსხვილი ნაწლავის ატრეზია მსხვილი ნაწლავის ნებისმიერი ნაწილის ძალიან იშვიათი, სრული ობსტრუქციაა. თუმცა, როგორც წესი, ადგილი აქვს ელენთის ნაკეცის მახლობლად. წვრილი ნაწლავის - ილეური ატრეზიის მსგავსად, მიიჩნევა, რომ ხდება სისხლძარღვოვანი ცვლილების შედეგად.com.bmj.content.model.assessment.Caption@2a159e3e[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის რენტგენოგრამა უჩვენებს აირის ორი ბუშტს, რომელიც შეესაბამება თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

    • მეკონიუმის ილეუსი ნაწლავის ობსტრუქციის მნიშვნელოვანი მიზეზია ნეონატალურ პერიოდში; ცისტური ფიბროზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ როგორც ასოცირებულ დაავადებაზე. ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს პანკრეასის პათოლოგიები.

    • ენტეროგენულ კისტებს ყველაზე ხშირად ადგილი აქვს წვრილ ნაწლავში; ისინი შეიძლება იყოს ვოლვულუსის და ინვაგინაციის მიმანიშნებელი და ასევე შეუძლია გამოიწვიოს ობსტრუქცია. თორმეტგოჯა ნაწლავის ენტეროგენულ კისტები, პეპტიკური წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა, ან პერფორაცია შეიძლება გაჩნდეს მეორადად კუჭის ექტოპიური ლორწოვანის გარსის არსებობისას.

  • შეძენილი მიზეზები:

    • შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში.

    • სიმსივნეები შეიძლება იყოს სანათურის შიგნით ან ნაწლავის გარეთ.

    • თიაქრები შეიძლება იყოს შიდა ან გარე და თანდაყოლილი ან შეძენილი. com.bmj.content.model.assessment.Caption@429bb547[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჩვილი მარჯვენა საზარდულში გამობერილობით, რაც შეესაბამება საზარდულის თიაქარს. ზემდებარე კანის შეშუპების და ერითემის არარსებობა არ გამორიცხავს წვრილი ნაწლავის სტრანგულაციასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

    • გადატანილი ინტრააბდომინალური ოპერაციის ან ანთების (როგორიცაა მანეკროზებელი ენტეროკოლიტი) ანამნეზმა უნდა დაგვაეჭვოს წვრილი ნაწლავის ადჰეზიურ ობსტრუქციასთან დაკავშირებით.

    • ჯორჯლის კისტა, თუმცა იშვიათია, შეიძლება იყოს ნაწლავის ობსტრუქციასთან ერთად; შეიძლება აგვერიოს საკვერცხის კისტაში ულტრაბგერით გამოკვლევაზე.

    • ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში, ნაწილობრივი ნაწლავური ობსტრუქცია ზოგჯერ შეიძლება იწოდებოდეს, როგორც დისტალური ნაწლავის ობსტრუქციის სინდრომი (DIOS) ან მეკონიუმის ილეუსის-ეკვივალენტური სინდრომი. ეს არ არის დაკავშირებული მეკონიუმთან. ეს ეხება წვრილი ნაწლავის დისტალურ ობსტრუქციას, რომელიც გამოწვეულია ნაწლავის გაჭედილი შიგთავსით; როგორც წესი, ხდება კისტოზური ფიბროზის მქონე მოზარდებში და მოზრდილებში.

ვოლვულუსი

  • შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ ყველაზე ხშირია 1 წლამდე ბავშვებში; ბავშვების 60% 1 თვემდე ასაკისაა.[14] შუა ნაწლავის ვოლვულუსი ყველაზე გავრცელებული ტიპია. შეიძლება ასევე გამოვლინდეს სიგმოიდური ვოლვულუსი.

  • მწვანე (ნაღვლოვანი) ღებინება თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქციის კარდინალური სიმპტომია, მოსდევს ნაწლავის შემოგრეხას.[14]

  • ნაწლავის მალროტაცია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ანატომიური მოვლენების მთელი სპექტრის გასაერთიანებლად, რომელიც წარმოადგენს ნაწლავის არასრული როტაციის შედეგს ემბრიონის განვითარებისას. მთელი წვრილი ნაწლავის და კოლინჯის ნაწილის ვოლვულუსი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მალროტაცია.

  • მალროტაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პათოლოგიური პრობლემა არის ნაწლავის ფიქსაციის არარსებობა რეტროპერიტონეუმთან და ვიწრო ფუძე შუა ნაწლავის ჯორჯლისა , რომელიც პაციენტებში წინასწარგანწყობას ქმნის შუა ნაწლავის ვოლვულუსის მიმართ. ეს ხდება, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავიანი კოლინჯი შემოეხვევა ამ ჯორჯლის ფუძეს.

მანეკროზებელი ენტეროკოლიტი

  • ძირითადად, დღენაკლული ბავშვების დაავადება, განსაკუთრებით როცა წონა ნაკლებია 1500 გ-ზე. პათოგენეზი მულტიფაქტორულია და არ არის კარგად ცნობილი, თუმცა იშემიას, რეპერფუზიულ დაზიანებას და ინფექციურ პათოგენებს შეიძლება გარკვეული როლი ენიჭებოდეს.

  • ტიპური სიმპტომებია: საკვების აუტანლობა, მუცლის შებერილობა, სისხლიანი დიარეა 8-10 დღის ასაკში.[15] სხვა ნიშნები და სიმპტომებია - აპნოე, ლეთარგია, მუცლის მტკივნეულობა, მუცლის კედლის ერითემა და ბრადიკარდია.

კუჭის პეპტიური წყლული

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები იშვიათია ბავშვებში.[16] როდესაც ისინი ვლინდება, კლასიფიცირდება როგორც პირველადი ან მეორადი პეპტიკური წყლულები.

  • პირველად წყლულებს ადგილი აქვს წინასწარგანმწყობი ფაქტორების გარეშე და ყველაზე ხშირად მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწლავში ან პილორუსის არხში. ისინი ყველაზე ხშირად გამოვლინდება უფროსის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რომლებსაც დადებითი ოჯახური ანამნეზი აქვთ. იშვიათად, პირველადი პეპტიკური წყლულები შეიძლება მოხდეს სიცოცხლის პირველ თვეს, რაც თავს იჩენს სისხლდენით და შესაძლო პერფორაციით. უმეტესობა კუჭშია განლაგებული. პირველადი წყლულები შეიძლება დაკავშირებული იყოს Helicobacter pylori- სთან.

  • მეორადი წყლულები, როგორც წესი, დაკავშირებულია სტრესთან, დამწვრობებთან, ტრავმასთან, ინფექციასთან, ახალშობილთა ჰიპოქსიასთან, ქრონიკულ დაავადებებთან, ულცეროგენული მედიკამენტების მიღებასა და ცხოვრების წესის ჩვევებთან (მაგ, არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები, სალიცილატები, კორტიკოსტეროიდები, მოწევა, კოფეინის, ნიკოტინის ან ალკოჰოლის მიღება). მნიშვნელოვანია წინასწარგანწყობის მდგომარეობის მკურნალობა. გამწვავების და რემისიები შეიძლება გაგრძელდეს კვირებიდან თვეებამდე.

ნაწლავთა ანთებითი დაავადება

  • ეს კატეგორია მოიცავს წყლულოვან კოლიტს (UC) და კრონის დაავადებას (CD).

  • წყლულოვანი კოლიტი აზიანებს სწორ ნაწლავს, ვრცელდება პროქსიმალურად და ხასიათდება კოლინჯის ლორწოვანის დიფუზური ანთებით და მორეციდივე მიმდინარეობით. წყლულოვანი კოლიტი იშვიათია 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

  • კრონის დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ან ყველა ნაწილს, პირიდან პერიანალურ ზონამდე. წყლულოვანი კოლიტისგან განსხვავებით, კრონის დაავადებას ახასიათებს ინტერვალური დაზიანებები. ტრანსმურული ანთება ხშირად იწვევს ფიბროზს, რომელიც იწვევს ნაწლავის ობსტრუქციას. ანთებამ შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს სინუსური ტრაქტები, რომლებიც შეაღწევს და გადის სეროზულ გარსებში და იწვევს პერფორაციებს და ფისტულებს. დაწყების ასაკის პიკი 15-დან 40 წლამდეა

  • წყლულოვანი კოლიტის ხშირი წარმდგენი სიმპტომია სისხლიანი დიარეა, ხოლო კრონის დაავადებისთვის ეს უჩვეულო გამოვლინებაა. ორივე დაავადება იწვევს მუცლის სპაზმურ ტკივილს, მადის გაქრობას, და წონის კლებას, დაავადების მიმდინარეობის გვიანდელ ფაზაში გამოვლინების შემთხვევაში. კრონის დაავადების ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ის შეიძლება ჰგავდეს სხვა დაავადებებს, როგორიცაა მწვავე აპენდიციტი.

გლუტენური დაავადება-ცელიაკია

  • სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც იწვევს ხორბლის, ქერის ან მსგავსი მარცვლეულის გლუტენის პეპტიდები.

  • წვრილი ნაწლავის იმუნური აქტივაცია იწვევს ხაოების ატროფიას, ნაწლავური კრიპტების ჰიპერტროფიას და ლიმფოციტების რაოდენობის ზრდას ეპითელიუმსა და საკუთრივ მემბრანაში (lamina propria). ადგილობრივად ეს ცვლილებები ვლინდება გასტროინტესტინური სიმპტომებით და მალაბსორბციით.

  • ცელიაკია ხშირი დაავადებაა აშშ-სა და ევროპაში. შედარებით ერთნაირი პრევალენტობა გამოვლინდა მრავალ ქვეყანაში, გლობალური სეროპრევალენტურობით და ბიოფსიით დადასტურებული პრევალენტობით 1.4 % და 0.7%, შესაბამისად.[17]

  • შეიძლება გამოვლინდეს მუცლის განმეორებითი ტკივილი, სპაზმური ტკივილი ან შებერილობა.[18] სხვა გავრცელებული სიმპტომებია მუცლის შებერვა და დიარეა. ჰერპეტიფორმული დერმატიტი პაპულოვეზიკულური გამონაყარია ინტენსიური ქავილით, რომელიც ვლინდება კიდურების გამშლელ ზედაპირებზე და თითქმის ყოველთვის გვხვდება ცელიაკიასთან ერთად.

ქოლელითიაზი/ქოლეცისტიტი

  • ქოლელითიაზი აღწერს კენჭების ერთობლიობას ნაღვლის ბუშტში (როგორც წესი, ასიმპტომური ან შემთხვევით აღმოჩენილი). ბილიარული კოლიკა ვლინდება კლასიკურად, პერიოდული, მორეციდივე ტკივილით მარჯვენა ზედა კვადრანტში (RUQ) , რომელიც წყდება ჩარევის გარეშე. როგორც წესი, ეს გამოწვეულია კისტოზური სადინარის წყვეტილი ობსტრუქციით ქოლეთიაზის და შებერილი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის გამო.com.bmj.content.model.assessment.Caption@182aecd7[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერა აჩვენებს ქოლელითიაზს დამახასიათებელი დაჩრდილვით.დოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@6ac3bf32[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის ღრუს რენტგენოგრამა გაუმჭვირვალობით მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში შეესაბამება ნაღვლის ბუშტის კენჭებსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

  • ქოლეცისტიტი- ეს არის ნაღვლის ბუშტის ანთება ბუშტის სადინარში ნაღვლის დინების ობსტრუქციის გამო. სიმპტომები, ჩვეულებრივ, არ გაივლის სპონტანურად, და არსებობს დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის სპეციფიკური დასკვნები. ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს არაკალკულოზური (კენჭების გარეშე) ან კალკულოზური (კენჭებით). ქოლედოქოლითიაზი არის ტერმინი, რომელიც აღწერს ნაღვლოვან კენჭ(ებ)ს ნაღვლის საერთო სადინარში.

ბილიური დისკინეზია

  • ახასიათებს ბილიარული კოლიკის სიმპტომები (მორეციდივე ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, რომელიც წყდება ჩარევის გარეშე) ნაღვლის ბუშტში კენჭების დოკუმენტირებული არ არსებობისას; დიაგნოზი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სანაღვლე კოლიკაზე საეჭვო სიმპტომები, მაგრამ უარყოფითი ლაბორატორიული ტესტებით და ულტრაბგერითი გამოკვლევით სიმპტომურ ქოლელითიაზზე.

  • გამოწვეულია ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური ან შეცვლილი შეკუმშვით, რაც იწვევს ბილიარულ კოლიკას. პაციენტები ხშირად გადიან სრულყოფილ კვლევას ამ დიაგნოზის დადგენამდე; აღნიშნული დაავადების გახშირებულმა ამოცნობამ და ტესტირებამ განაპირობა უფრო ხშირი დიაგნოსტიკა ბავშვებში.

ვირუსული ჰეპატიტი

  • ვირუსული ჰეპატიტები მოიცავს A, B, C, D და E.

  • A ჰეპატიტის ვირუსი რჩება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის და სიყვითლის მნიშვნელოვან ეტიოლოგიად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და ამ ქვეყნებში მოგზაურთა შორის, ასევე განვითარებულ ქვეყნებში საკვებით გამოწვეული სპორადული აფეთქებების დროს.

  • B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) ხშირად იწვევს მწვავე ჰეპატიტს და არის ქრონიკული ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი აფრიკაში და შორეულ აღმოსავლეთში.

  • C ჰეპატიტის ვირუსი განვითარებულ ქვეყნებში წარმოადგენს ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის ყველაზე ხშირ მიზეზს.

  • D ჰეპატიტის ვირუსი არის დეფექტური ვირუსი, რომელიც საჭიროებს B ჰეპატიტის არსებობას კლინიკურად ცნობადი დაავადების გამოსაწვევად.

  • E ჰეპატიტის ვირუსი წარმოადგენს სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით, ფეხმძიმე ქალებში.

მწვავე პანკრეატიტი

  • წარმოადგენს პანკრეასის ანთებას; ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს ინფექციას.

  • პანკრეატიტის მიზეზი ბავშვებში ხშირად არის მედიკამენტები, ინფექცია, ანატომიური დარღვევები ან ტრავმული დაზიანება.[19] კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონები, ესტროგენები, მათ შორის კონტრაცეპტივები, აზათიოპრინი, ასპარაგინაზა, ტეტრაციკლინი, ქლოროთიაზიდები, ვალპროის მჟავა შესაძლოა გახდეს პანკრეატიტის განვითარების მიზეზი. თანდაყოლილი მიზეზებია ქოლედოქუსის ცისტა, რაც განაპირობებს პანკრეასისა და ნაღვლის დრენაჟის დარღვევას და გაყოფილ პანკრეასს. ინფექციურ მიზეზებს შორისაა ყბაყურა და ინფექციური მონონუკლეოზი.

  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ნაღვლოვანი კენჭები პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია მოზრდილებში; ეს მიზეზები შედარებით ნაკლებად გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა შეიძლება მაინც შეგვხვდეს. პედიატრიული პანკრეატიტი იშვიათია, მაგრამ ნაღვლოვანი კენჭების მქონე ბავშვების მზარდი პოპულაცია, სავარაუდოდ, გაზრდის სამომავლოდ ინციდენტობას. com.bmj.content.model.assessment.Caption@6c21383a[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაღველკენჭოვანი პანკრეატიტის შედეგად შუა ეპიგასტრული მუცლის ტკივილის მქონე თინეიჯერი გოგონას კტ სკანირება. დიდი რაოდენობით სითხის შეგროვება პანკრეასის გარშემო (თეთრი ისარი) და პანკრეასის გაძლიერების არარსებობა გვავარაუდებინებს პანკრეასის სველ ნეკროზსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

ელენთის ინფარქტი და კისტები

  • კისტები კლასიფიცირდება როგორც პირველადი ან მეორადი (შეძენილი). პირველადი კისტა, როგორც წესი, თანდაყოლილია და აქვს ჭეშმარიტი ეპითელიუმის ამომფენი. ელენთის კისტების ოთხმოცი პროცენტი - ფსევდოკისტებია, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციასთან, ინფარქტთან ან ტრავმასთან.[20] კისტების უმეტესობა შემთხვევით დიაგნოზს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის მარცხენა არეში. პედიატრიულ პაციენტებში, ელენთის ყველაზე გავრცელებული წარმონაქმნები არის თანდაყოლილი და/ან შეძენილი კისტები.[21]com.bmj.content.model.assessment.Caption@738f8974[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ სკანირება, რომელზეც ნაჩვენებია სითხით სავსე კისტა ელენთაშიდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@3c8c8f86[Figure caption and citation for the preceding image starts]: ელენთის დიდი კისტის ინტრაოპერაციული ფოტოდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

  • ელენთის ინფარქტს ადგილი აქვს, როდესაც არსებობს ელენთის სისხლმომარაგების ოკლუზია. მან შეიძლება დააზიანოს მთელი ორგანო ან ელენთის მხოლოდ ნაწილი, რაც დამოკიდებულია ჩართულ სისხლძარღვებზე. ელენთის ინფარქტის ინციდენტობა რთული შესაფასებელია.

მუცლის ტრავმა

  • მულტიცენტრული პროსპექტული კვლევის თანახმად, პედიატრიულ ტრავმულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის საერთო რაოდენობათა 3%-ის მიზეზი მუცლის ტრავმული დაზიანებაა.[22]

  • ზოგადად კლასიფიცირდება როგორც ღია და დახურული ტრამვა. მუცლის ფარული დახურული ტრავმა ყოველთვის უნდა განიხილებოდეს ბუნდოვანი ან შეუსაბამო ანამნეზის შემთხვევაში. ღვიძლი, ელენთა, და თირკმელები ყველაზე ხშირად დაზიანებული ორგანოებია ბლაგვი ტრავმის დროს. უმრავლეს შემთხვვაში ღვიძლის და ელენთის ყრუ ხასიათის დაზიანება იმართება ოპერაციული ჩარევის გარეშე.

  • მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს თორმეტგოჯას და/ან პანკრეასის დაზიანებები ველოსიპედის საჭის და/ან პირდაპირი დარტყმისგან მუცელში. შინაგანი ორგანოების (მაგ., კუჭის და ნაწლავების) დაზიანებები უფრო ხშირია ღია ტრავმის დროს.

  • პაციენტთა ამ ასაკობრივ კატეგორიაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის მიმართ ძალადობა/არაშემთხვევითი ტრავმა (მაგ. დარტყმა მუცლის არეში).

შარდ-სასქესო

საშარდე გზების ინფექცია (UTI)

  • ინფექცია შეიძლება წარმოიშვას საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის შარდსადენში, შარდის ბუშტში და თირკმელში. დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციური გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები, მათ შორის თირკმლის ან საშარდე გზების დანაწიბურება და ჰიპერტენზია.

  • საშარდე გზების ინფექციის რეალური ინციდენტობის მაჩვენებელი დამოკიდებულია დიაგნოსტიკის და კვლევის სიხშირეზე. საშარდე გზების ინფექცია უფრო ხშირია გოგონებში. საშარდე გზების ინფექცია გვხვდება 1 წლამდე ბავშვების 4%-ში და 6 წლამდე ბავშვების 10%-ში.[23]

  • ბაქტერიული ინფექციები ყველაზე გავრცელებული მიზეზია, განსაკუთრებით Escherichia coli.

პირველადი დისმენორეა

  • დისმენორეა ან მტკივნეული მენსტრუაცია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური მდგომარეობა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.[24]

  • პირველადი დისმენორეა ხასიათდება მენსტრუალური ტკივილით მენჯის პათოლოგიის არარსებობისას.

ნეფროლითიაზი

  • მოიცავს კონკრემენტებს, რომლებიც მდებარეობს შარდსასქესო ტრაქტის ნებისმიერ ადგილას; კონკრემენტების უმეტესობა ვლინდება თირკმელებში, რასაც მოჰყვება შარდის ბუშტი და შარდსაწვეთი.

  • პაციენტთა უმრავლესობას აქვს წინასწარგანწყობის ფაქტორი, როგორიცაა ნეფროლითიაზის ოჯახური ანამნეზი, მაღალი რისკის შემცველი დიეტა (მაგ., ოქსილატების მაღალი მოხმარება), ქრონიკული დაავადება (მაგ., თირკმლის ტუბულური აციდოზი).

  • 5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის კენჭები, ზოგადად გაივლის სპონტანურად.

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა

  • უროლოგიური გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სათესლის შემოგრეხვით სათესლე ბაგირაკზე, რაც იწვევს სისხლის მიწოდების შემცირებას და სათესლე ჯირკვლის სწრაფ იშემიას და/ან ნეკროზს.[25]com.bmj.content.model.assessment.Caption@4bc18d0a[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბიჭი მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ტკივილით. სათესლე ჯირკვალი შეშუპებული, მტკივნეული და ერითემატოზულია სათესლე ჯირკვლის დანამატების შემოგრეხვის შედეგად. კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ჰგავს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის კლინიკური ნიშნებს და სიმპტომებსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@2e449ca0[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჩვილი ბიჭი შეშუპებული, მტკივნეული და ერითემატოზული მარცხენა სათესლე ჯირკვლით. სათესლე ჯირკვალი აწეულია, რაც შეესაბამება სათესლე ჯირკვლის შემოგრეხასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@210f6435[Figure caption and citation for the preceding image starts]: სათესლე ჯირკვლის დანამატის შემოგრეხა, რაც იწვევს მწვავე ინფარქტსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

  • აქვს ბიმოდალური გავრცელება - ექსტრავაგინური შემოგრეხვა, რომელიც ვლინდება ახალშობილებში პერინატალურ პერიოდში და ინტინტრავაგინური შემოგრეხვა, რომელიც აღინიშნება ნებიმიერი ასაკის მამაკაცებში, უპირატესად - მოზარდ ბიჭებში.[25]

  • ტკივილი შესაძლოა განვითარდეს თანდათანობით (დღეების ან კვირების განმავლობაში) და ხშირად წერტილოვანი ხასიათისაა (სათესლეების ზედა პოლუსი). გარდა ამისა, სისტემური სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ჩვეულებრივ, არ გვხვდება.

საკვერცხის კისტის გასკდომა

  • საკვერცხის კისტის გაგლეჯა იშვიათია და შეიძლება მოხდეს შემოგრეხვასთან ერთად.

  • სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ოვულაციმდე პერიოდში და შეიძლება ჰგავდეს გაგლეჯილ საშვილოსნოსგარე ორსულობას. ტკივილი ჩნდება ჰემორაგიის შედეგად განვითარებული ადგილობრივი პერიტონიტის გამო.[26][27][28]

საკვერცხის შემოგრეხვა

  • ვლინდება ნებისმიერი ასაკის ქალებში, ყველაზე ხშირად ადრეულ რეპროდუქციულ წლებში.[29]

  • ბავშვებში, საკვერცხის შემოგრეხვა ხშირად უკავშირდება საკვერცხის სიმსივნეს, უხშირესად ტერატომას.

  • საკვერცხის შემობრუნება ან შემოგრეხვა აზიანებს არტერიულ შემოდინებას და ვენურ გადინებას, იწვევს იშემიას, რომელიც, თუ დაუყოვნებლივ არ მოიხსნა, გავლენა ახდენს საკვერცხის სიცოცხლისუნარიანობაზე. com.bmj.content.model.assessment.Caption@79272f2d[Figure caption and citation for the preceding image starts]: საკვერცხის მასის ინტრაოპერაციული ფოტო, რომელიც წარმოდგენილია, როგორც საკვერცხის შემოგრეხვადოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@3e4944de[Figure caption and citation for the preceding image starts]: საკვერცხის შემოგრეხვის მქონე გოგონას კტ. დიდი მენჯის კისტოზური დაზიანება შეიცავს კალციფიკაციებს (თეთრი ისარი) რაც შეესაბამება ტერატომას ან დერმოიდულ კისტასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].

მენჯის ანთებითი დაავადება (PID)

  • სასქესო ორგანოების ტრაქტის ზედა ნაწილის ინფექციების სპექტრი, რომელიც მოიცავს ენდომეტრიტის, სალპინგიტის, პიოსალპინქსის, მილი-საკვერცხის აბსცესის და მენჯის პერიტონიტის ნებისმიერ კომბინაციას; ხშირად გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae ან Chlamydia trachomatis -ით და შედარებით იშვიათად ნორმალური ვაგინალური ფლორით, როგორიცაა სტრეპტოკოკი, ანაერობები და ენტერული გრამ-უარყოფითი ჩხირები.

  • მოზარდები მენჯის ანთებითი დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, უფროსი ასაკის ქალებთან შედარებით.[30] ძირითადი რისკფაქტორია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

  • მენჯის ანთებითი დაავადება ბავშვებში საეჭვოს ხდის შესაძლო სქესობრივ ძალადობას, რადგან მენჯის ანთებითი დაავადება ძალიან იშვიათია სქესობრივი აქტივობის არარსებობისას.

ორსულობის გართულებები

  • სპონტანური აბორტი და საშვილოსნოსგარე ორსულობა საფიქრებელია რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერ ქალში, რომელსაც აქვს ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ამენორეა და ვაგინალური სისხლდენა.

  • სპონტანური აბორტი განისაზღვრება როგორც ორსულობის უნებლიე, სპონტანური შწყვეტა სრულ 22 კვირამდე.[31] სპონტანური აბორტების შემთხვევათა უმრავლესობა გვხვდება პირველ ტრიმესტრში.[32]

  • ექტოპიური ორსულობა ვითარდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება და მწიფდება საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ღრუს გარეთ - ყველაზე ხშირად ფალოპის მილში (97%), საკვერცხეში (3.2%) და მუცლის ღრუში (1.3%).[33] პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაწყება 16 წლამდე ასაკის გოგონებში უკავშირდება ექტოპიური ორსულობის გაზრდილ რისკს.[34] კლასიკური გამოვლინებაა ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ამენორეა და ვაგინალური სისხლდენა. საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის შედეგად განვითარებული ჰემორაგია შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

პულმონური

პირველადი რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა პნევმონია ან ემპიემა პედიატრიულ პოპულაციაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მუცლის ტკივილით . მორეციდივე პნევმონია ბავშვებში, როგორც წესი, განსაკუთრებული მგრძნობელობის შედეგია, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, ლეიკოციტების და მოციმციმე ეპითელის ფუნქცია დარღვევები, ანატომიური ანომალიები ან სპეციფიკური გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა კისტოზური ფიბროზი.[35]

მუცლის ფუნქციური ტკივილი

მუცლის ფუნქციურ ტკივილს აგრეთვე უწოდებენ მუცლის არასპეციფიკურ ტკივილს; ტკივილი, როგორც წესი, ქრონიკული ან მორეციდივე ხასიათისაა. ვისცერული ჰიპერალგეზია წარმოადგენს მასენსიბილიზებელი სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური მოვლენების საბოლოო შედეგს, გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე.[36] მუცლის ფუნქციური ტკივილის დაავადებები კლასიფიცირდება ROME IV კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც მოიცავს ფუნქციურ დისპეფსიას, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, მუცლის შაკიკს და მუცლის ფუნქციურ ტკივილს, რომელიც სხვაგვარად განსაზღვრული არ არის.[36][37]

  • როგორც წესი, ვლინდება 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

  • სკოლის მოსწავლეებში პრევალენტობა მერყეობს 10-30%-ის ფარგლებში, ხოლო ზოგიერთ გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში მაჩვენებელი 87%-საც კი აღწევს.[38]

  • ფუნქციური დარღვევების ოჯახური ანამნეზი (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფსიქიკური ავადმყოფობა, შაკიკი, შფოთვა).

  • ფუნქციური დაავადების ტიპის გარკვევა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რომელი მკურნალობაა უკეთესი სიმპტომების შესამსუბუქებალდ.

ფუნქციური დისპეპსია

  • განისაზღვრება, როგორც ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი შემაწუხებელი სიმპტომი თვეში სულ მცირე 4 დღე : ჭამის შემდგომ (პოსტპრანდიულად) სისავსის შეგრძნება, ადრეული დანაყრება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ან წვის შეგრძნება, რომელიც არ უკავშირდება დეფეკაციას. პაციენტის სათანადო შეფასების შემდეგ სიმპტომები ვერ აიხსნება სხვა დაავადებით.[36]

ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი

დიაგნოზის დადგენამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში დაკმაყოფილებული უნდა იყოს სამი კრიტერიუმი:[36]

  1. მუცლის ტკივილი თვეში სულ მცირე 4 დღის განმავლობაში, რომელსაც თან ახლავს ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი:

    • დაკავშირებული დეფეკაციასთან

    • განავლის სიხშირის ცვლილება

    • განავლის ფორმის ცვლილება.

  2. ყაბზობის მქონე ბავშვებში ტკივილი არ ქრება ყაბზობის კუპირების შემდეგ.

  3. პაციენტის სათანადო შეფასების შემდეგ სიმპტომები ვერ აიხსნება სხვა დაავადებით.

მუცლის შაკიკი

დიაგნოზის დადგენამდე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში დაკმაყოფილებული უნდა იყოს ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმი და უნდა ფიქსირდებოდეს შემდეგი მოვლენების სულ მცირე ორი შემთხვევა:[36]

  1. ინტენსიური, მწვავე ჭიპის ირგვლივი, შუახაზის ან დიფუზური აბდომინური ტკივილის პაროქსიზმული ეპიზოდები, რომლებიც სულ მცირე 1 საათის განმავლობაში გრძელდება. მუცლის ტკივილი უნდა იყოს ყველაზე მძიმე და შემაწუხებელი სიმპტომი.

  2. ეპიზოდებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს კვირეებს ან თვეებს.

  3. ტკივილი ხელს უშლის ნორმალურ აქტივობას.

  4. სტერეოტიპული მიმდევრობა და სიმპტომები ინდივიდში.

  5. ტკივილი, რომელიც უკავშირდება ჩამოთვლილთაგან ორს ან მეტს:

    • ანორექსია (მადის დაქვეითება)

    • გულისრევა

    • პირღებინება

    • თავის ტკივილი

    • ფოტოფობია

    • სიფერმკრთალე.

  6. პაციენტის სათანადო შეფასების შემდეგ სიმპტომები ვერ აიხსნება სხვა დაავადებით.

მუცლის ფუნქციური ტკივილი - სხვამხრივ არ არის განსაზღვრული

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები უნდა იყოს დაკმაყოფილებული თვეში სულ მცირე 4-ჯერ, დიაგნოზის დადგენამდე 2 თვის განმავლობაში:[36]

  1. მუცლის ეპიზოდური ან მუდმივი ტკივილი, რომელიც არ ვლინდება მხოლოდ ფსიქოლოგიური მოვლენის დროს (მაგ. ჭამა, მენსტრუაცია)

  2. კრიტერიუმები არასაკმარისია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ფუნქციური დისპეფსიის ან მუცლის შაკიკის დიაგნოზისთვის

  3. პაციენტის სათანადო შეფასების შემდეგ სიმპტომები ვერ აიხსნება სხვა დაავადებით.

საგანგაშო სიმპტომები მუცლის ქრონიკული ტკივილის მქონე ბავშვებში, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ორგანულ ან მოძრაობასთან დაკავშირებულ და არა ფუნქციურ მიზეზებს:[36]

  • ნაწლავის ანთებითი დაავადების, ცელიაკიის ან კუჭის წყლულოვანი დაავადების ოჯახური ანამნეზი

  • მუდმივი ტკივილი ზედა მარჯვენა ან ქვედა მარცხენა კვადრანტში

  • დისფაგია

  • დისფაგია, ოდინოფაგია

  • პერსისტენტული ღებინება

  • სიხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

  • დიარეა ღამით

  • ართრიტი

  • პერირექტული დაავადება

  • წონის მოულოდნელი კლება

  • სიმაღლეში ზრდის შეფერხება

  • სქესობრივი მომწიფების შეფერხება

  • აუხსნელი ცხელება.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით