სკრინინგი

ამჟამინდელი მიღებული მიდგომაა დაავდების შემთხვევების აგრესიული აღმოჩენა ცელიაკიის შესაძლო გამოვლინებებზე დაკვირვებით და სეროლოგიური ტესტირებისთვის დაბალი ზღურბლით. ყველაზე საფრთხილო მცირეწლოვანი ბავშვების ჯგუფია, რომლებსაც ჰყავთ ცელიაკიით დაავადებული პირველი ხარისხის ნათესავი, რამდენადაც ამ შემთხვევაში ცელიაკიის რისკი დაახლოებით 7%-ია და დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ შეიძლება მიგვიყვანოს ბავშვის ზრდის პოტენციის შეუქცევად დაკარგვასთან. ამიტომ, რისკის მქონე ბავშვებში სეროლოგიური ტესტირება შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე. კარგი დიზაინის მქონე რანდომიზებული კლინიკური კვლევების მიხედვით ძუძუთი კვებას ან გლუტეინის დამატების ქრონოლოგიას ბავშვის კვებაში არ აქვს გავლენა ცელიაკიის რისკზე იმ ბავშვებში, რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში ეს დაავადება აღენიშნებათ.[93][94][95]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს