პროგნოზი

ცელიაკიის მქონე პაციენტების პროგნოზი კარგია.[125] მათ უმეტესობას, ზოგიერთი კვლევის მიხედვით 90%-ს, ექნება სიმპტომების სრული და ხანგრძლივი რემისია მხოლოდ გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის ფონზე. სიმპტომების მუდმივობის შემთხვევათა 10%-ის უმრავლესობა წარმოადგენს გლუტენთან მუდმივი ექსპოზიციის, ლაქტოზის აუტანლობის და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შედეგს. პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს უვითარდება რეფრაქტორული ცელიაკია.[126]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს