განხილვები პაციენტთან

დიაგნოსტირებისთანავე პაციენტს უნდა ურჩიოთ თავი აარიდოს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ხორბალს, ჭვავსა და ქერს. National Digestive Diseases Information Clearinghouse: celiac disease National Celiac Association მიუხედავად იმისა, რომ შვრია თავისმხრივ არ ითვლება ცელიაკიის ტრიგერად, რეკომენდებულია თავდაპირველად შვრიის ამოღებაც, რადგანაც შვრიის პროდუქტების უმეტესობა დაბინძურებულია ხორბლით და პაციენტების უმცირესობას აღენიშნება შვრიის აუტანლობაც.

გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის დაცვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით დასაწყისში. რეკომენდებულია მიმართვა ნუტრიციოლოგთან, რომელიც გამოცდილია ამ საკითხში და ადგილობრივი მხარდაჭერის/ადვოკატირების ჯგუფთან. პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ დიეტის დაცვა თავდაპირველად რთულია და ხშირად შეიძლება გაუჭირდეთ ამ მდგომარეობასთან მიჩვევა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს