მონიტორინგი

ნუტრიციოლოგთან მიმართვა საჭიროა დიაგნოზის დადგენისას და ყოველწლიურად, შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად და დიეტის სამეთვალყურეოდ. გლუტეინისგან თავისუფალი დიეტის დაწყების შემდეგ შესაძლოა იყოს შეუსაბამობა ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას იმუნოგლობულინი A-ს ნორმალლიზაციასა და ლორწოვანი გარსის შეხორცებას შორის.[104] ლორწოვანის სრულ აღდგენას სხვადასხვა დრო სჭირდება და ცელიაკიით დაავადებული პაციენტების ნახევარზე ნაკლებს აღენიშნება თორმეტგოჯა ნაწლავის ჰისტოლოგიის ნორმალიზება 1 წლის შემდეგ და ლორწოვანის გარსის შეხორცება უფრო აღინიშნება ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.[137] სიმპტომები წარმოადგენენ ლორწოვანი გარსის ანთებისა და აღდგენის არასასურველ პროგნოზებს.[138]

თუ გლუტენისგან თავისუფალი დიეტის შემდეგ 1 წლის თავზე პაციენტს აქვს კლინიკური და სეროლოგიური რემისია, მიზანშეწონილია შემდგომი მეთვალყურეობა ყოველწლიურად 2 წლის განმავლობაში, შემდგომ 2-წლიანი ინტერვალებით.[23]

პაციენტებს უნდა დაენიშნოთ პერორალური დანამატები ნებისმიერი ნუტრიციული დარღვევის სამკურნალოდ დიაგნოზის დადგენის შემდეგ და მათი მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს სანამ ეს დარღვევები არ გამოსწორდება.

ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას იმუნოგლობულინი A-ს (IgA-tTG) ტიტრი, როგორც წესი, მოწმდება დიაგნოზის დადგენიდან სამჯერ პირველი წლის ფარგლებში (მე-3, მე-6 და მე-12 თვეებზე), შემდგომ ყოველწლიურად, დიეტის მიმართ დამყოლობის ჩვენებისამებრ.[23][105] უმეტეს შემთხვევაში ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას იმუნოგლობულინი A-ს (IgA-tTG) ტიტრი ნორმას უბრუნდება 6-9 თვეში.[139] თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 3 წელზე მეტი (მაგ. მძიმე კუნთოვანი ატროფიის, 1-ლი ტიპის დიაბეტის და დიაგნოზის მომენტში ძალიან მაღალი ტიტრის მქონე ბავშვები).[140][141] თუ ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას იმუნოგლობულინი A-ს ტიტრი იკლებს, პაციენტი უსიმპტომოა და ნუტრიციული დეფიციტები შევსებულია, დაუყოვნებლივი მოქმედება არ არის საჭირო.

ენდოსკოპიის გამეორება რუტინულად არ არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც კლინიკურად კარგად პასუხობენ მკურნალობას და ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას იმუნოგლობულინი A-ს (IgA-tTG) დონე ნორმალური აქვთ.

ძვლის მინერალური სიმკვრივე შეიძლება შეფასდეს მოზრდილებში დიაგნოზის დროს, ან გლუტენისგან თავისუფალი დიეტის 1 წლის თავზე.[23][55][132][133][142][143]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს