კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მოზრდილებში ყველაზე ხშირი გამოვლინებაა რკინადეფიციტური ანემია.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტი (იშვიათად, B12 ვიტამინის დეფიციტიც) შეიძლება გახდეს მაკროციტული ანემიის მიზეზი.[54]

შედეგი

დაბალი ჰემოგლობინი და მიკროციტული, ჰიპოქრომული ერითროციტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეუკვეთეთ IgA-tTG ტესტი ნებისმიერ პაციენტში, რომელშიც გაქვთ ეჭვი ცელიაკიაზე.[41]

მაღალ ტიტრს უფრო მაღალი დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი აქვს. სეროლოგიური ტესტირება უნდა გაკეთდეს გლუტენის შემცველ დიეტაზე.

შედეგი

ტიტრი ლაბორატორიის ნორმაზე მაღალია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენდომიზიული ანტისხეულის განსაზღვრა IgA-tTG-ის უფრო ძვირადღირებული ალტერნატივაა, რომელსაც უფრო მაღალი სპეციფიკურობა, თუმცა დაბალი სენსიტიურობა ახასიათებს.

საწყის ეტაპზე კეთდება იმ შემთხვევაში, თუ IgA-tTG ხელმისაწვდომი არ არის.

შედეგი

მომატებული ტიტრი

ტესტი
შედეგი
ტესტი

აღნიშნული ტესტი თავდაპირველად ინიშნება ჰერპესულ დერმატიტზე ეჭვის შემთხვევაში.

მაღალია როგორც სპეციფიკურობა, ასევე მგრძნობელობა.

შედეგი

პირდაპირი იმუნოფლუორესცენციით IgA-ს მარცვლოვანი დეპოზიტები დერმისის პაპილებზე კანის დაზიანებულ ადგილას და მის გარშემო

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოკვლევა უპირატესად ეკუთვნით ინდივიდებს, რომელთაც აღენიშნებათ IgA დეფიციტი.

შედეგი

მომატებული ტიტრი

ტესტი
შედეგი
ტესტი

IgG-tTG წარსულში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სეროლოგიურ ტესტად ცელიაკიის დიაგნოსტიკისთვის იმ პირებში, რომელთაც შესაძლო ან დადასტურებული IgA-ს დეფიციტი ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ტესტი უფრო და უფრო მეტად ნაცვლდება ახალი და ზუსტი მეთოდებით- IgG DGP ან IgA/IgG DGP განსაზღვრით.

შედეგი

მომატებული ტიტრი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენდოსკოპია არ არის სენსიტიური სადიაგნოსტიკოდ და დიაგნოსტირების მომენტში შეიძლება იყოს ნორმაში შემთხვევების მესამედში .[75]com.bmj.content.model.Caption@43207b40[Figure caption and citation for the preceding image starts]: თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაკბილვა (Scalloping) ცელიაკიის დროსFrom the personal collection of DA Leffler; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@19bf5343[Figure caption and citation for the preceding image starts]: თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაკბილვა (Scalloping) ცელიაკიის დროსFrom the personal collection of DA Leffler; used with permission [Citation ends].

შედეგი

ატროფია და ლორწოვანი ნაკეცების დაკბილვა (Scalloping); კვანძოვანი და მოზაიკური ლორწოვანი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მცირე ნაწლავის ჰისტოლოგია აუცილებელია და ოქროს სტანდარტია დიაგნოზის დასადასტურებლად.

ბიოფსია უნდა ჩატარდეს გლუტეინის შემცველ დიეტაზე ყოფნის დროს. თუ მომატებულია IgA-tTG-ს დონე, პაციენტი უნდა გაიგზავნოს თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოფსიაზე. თუ ცელიაკიაზე კლინიკური ეჭვი მაღალია, თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოფსია ტარდება IgA-tTG-ს შედეგის მიუხედავად.[45]

თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის ორი ბიოფსია და არანაკლებ ოთხი ბიოფტატი თორმეტგოჯა ნაწლავის დისტალური ნაწილის უნდა გაიგზავნოს ჰისტოლოგიურ ანალიზზე.

ერთი ბიოფტატი უნდა აიღოს ოპერატორმა პინცეტის თითოეული გშეყვანისას, რათა ნიმუშების დიაგნოსტიკური ხარისხი გაუმჯობესდეს.[23]

ბიოფსიის შედეგების ინტერპრეტაცია ხდება მარშის კრიტერიუმებით.

შედეგი

ვლინდება ინტრა-ეპითელიური ლიმფოციტები, ნაწლავის ბუსუსების ატროფია და კრიპტების ჰიპერპლაზია.

გასათვალისწინებელი კვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

აღნიშნული გენეტიკური ტესტი გამოსადეგია ცელიაკიის გამოსარიცხად იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იცავენ გლუტენისაგან თავისუფალ დიეტას ან იმ პაციენტებში, რომლებსაც ცელიაკიის მსგავსი იდიოპათიური ენტეროპათია აქვთ.

შედეგი

დადებითია HLA-DQ2 ან-DQ8

ტესტი
შედეგი
ტესტი

'თუ ცელიაკიის მქონე პაციენტი შეფასებამდე გლუტეინისგან თავისუფალ დიეტაზეა, მას ვერ განვასხვავებთ ჯანმრთელი პირისაგან. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა გლუტეინის საცდელი ტესტი. გლუტეინის ცდის დროს პაციენტი ისევ გლუტეინის შემცველ დიეტაზე გადაგვყავს (დღეში სულ მცირე 2 ნაჭერი ხორბლის შემცველი პური) და ვატარებთ სეროლოგიურ ტესტებს და წვრილი ნაწლავის ჰისტოლოგიურ კვლევას 2-8 კვირის შემდეგ.[49]

შედეგი

მომატებულია ცელიაკიის სეროლოგიური მაჩვენებლები და ეპითელიუმში წვრილი ნაწლავის ბიოფსიით გვხვდება ლიმფოციტები, ხაოების ატროფია და კრიპტების ჰიპერპლაზია.

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენდოსკოპია ვიდეო კაფსულით. წვრილი ნაწლავის მთელი სიგრძის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა და აქვს კარგი მგრძნობელობა ცელიაკიის მაკროსკოპული თავისებურებების გამოვლენისთვის. შემთხვევების 3%-ში ხაოების ატროფია გვხვდება მხოლოდ წვრილ ნაწლავში, რითაც ზედა ენდოსკოპიის და თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოფსიის დიაგნოსტიკური ხარისხი მცირდება.[76]

კაფსულით ენდოსკოპია, როგორც წესი, გამოიყენება ცელიაკიის გართულებების დასადგენად, როგორიცაა წყლულოვანი იეიუნიტი ან ლიმფომა.[77][78]

ვიდეო კაფსულით ენდოსკოპია არ არის რეკომენდებული როცა ეჭვია სტრიქტურაზე.

შედეგი

ატროფია და ლორწოვანი ნაკეცების დაკბილვა; კვანძოვანება და მოზაიკური ლორწოვანი; სენსიტიურია ხაოების ატროფიის დასადგენად

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს