ცელიაკია ხშირი დაავადებაა აშშ-სა და ევროპაში. შედარებით ერთგვაროვანი პრევალენტობა გამოვლინდა მრავალ ქვეყანაში, გლობალური სეროპრევალენტურობით და ბიოფსიით დადასტურებული პრევალენტობით 1.4 % და 0.7%, შესაბამისად, კარგად შემუშავებული გამოკვლევებით.[1]Singh P, Arora A, Strand TA, et al. Global prevalence of celiac disease: systematic review and meta-analysis. Clin Gastroenterol Hepatol. 2018 Jun;16(6):823-36.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29551598?tool=bestpractice.com
[2]Sood A, Midha V, Sood N, et al. Prevalence of celiac disease among school children in Punjab, North India. J Gastroenterol Hepatol. 2006 Oct;21(10):1622-5.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16928227?tool=bestpractice.com
[3]Ertekin V, Selimoglu MA, Kardas F, et al. Prevalence of celiac disease in Turkish children. J Clin Gastroenterol. 2005 Sep;39(8):689-91.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16082278?tool=bestpractice.com
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სეროპრევალენტობა დაახლოებით ერთნაირია, ბიოფსიით დადასტურებული ცელიაკია ოდნავ ნაკლებად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, შუააღმოსავლეთში, თურქეთსა და აფრიკაში საჰარისაგან სამხრეთით.[1]Singh P, Arora A, Strand TA, et al. Global prevalence of celiac disease: systematic review and meta-analysis. Clin Gastroenterol Hepatol. 2018 Jun;16(6):823-36.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29551598?tool=bestpractice.com
მალაიზიისა და ვიეტნამის გარდა, შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მოსახლეობაზე დაფუძნებული კვლევები არ არსებობს.[4]Yap TW, Chan WK, Leow AH, et al. Prevalence of serum celiac antibodies in a multiracial Asian population: a first study in the young Asian adult population of Malaysia. PLoS One. 2015 Mar 23;10(3):e0121908.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0121908
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25799401?tool=bestpractice.com
[5]Cummins AG, Roberts-Thomson IC. Prevalence of celiac disease in the Asia-Pacific region. J Gastroenterol Hepatol. 2009 Aug;24(8):1347-51.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19702902?tool=bestpractice.com
ჩრდილოეთ ამერიკაში, რამოდენიმე ათწლეულის მზარდი პრევალენტობის შემდეგ, ცელიაკიის დაავადების პრევალენტობა ბოლო წლებში სტაბილურად ჩანს.[6]Choung RS, Unalp-Arida A, Ruhl CE, et al. Less hidden celiac disease but increased gluten avoidance without a diagnosis in the United States: findings from the National Health and Nutrition Examination Surveys from 2009 to 2014. Mayo Clin Proc. 2016 Dec 5 [Epub ahead of print].
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5459670/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28017411?tool=bestpractice.com
ქალებში უფრო ხშირად გვხვდება ცელიაკია.[1]Singh P, Arora A, Strand TA, et al. Global prevalence of celiac disease: systematic review and meta-analysis. Clin Gastroenterol Hepatol. 2018 Jun;16(6):823-36.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29551598?tool=bestpractice.com
კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტების თითქმის 2/3-ს შეადგენს ქალები. რეფრაქტორული ცელიაკიის ზუსტი ინციდენტობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 1%-ს შეადგენს. გამოვლინების პირველი პიკი ჩვილობის პერიოდია ბავშვი გლუტენთან პირველი ექსპოზიციის შემდეგ; მეორე პიკი ვლინდება 40-50 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ცელიაკიის დიაგნოზი ყველაზე ხშირად 40 წლის ასაკშ ხდება, დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დადგინდეს.[7]Green PH. The many faces of celiac disease: clinical presentation of celiac disease in the adult population. Gastroenterology. 2005 Apr;128(4 Suppl 1):S74-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15825130?tool=bestpractice.com
[8]Green PH, Stavropoulos SN, Panagi SG, et al. Characteristics of adult celiac disease in the USA: results of a national survey. Am J Gastroenterol. 2001 Jan;96(1):126-31.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11197241?tool=bestpractice.com
ფარული ცელიაკია გულისხმობს ცელიაკიის სეროლოგიურ და ჰისტოლოგიურ მტკიცებულებას გამოხატული სიმპტომების, ნიშნების ან დეფიციტური დაავადებების გარეშე. ცელიაკიის ფარულ შემთხვევათა ზუსტი პროპორცია უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ შემთხვევათა 20%-ს შეადგენს.
რეფრაქტერული ცელიაკია არის სპეციფიკური დიაგნოზი, რომელიც შედის არამორეაგირე ცელიაკიის ქვეჯგუფში; განისაზღვრება, როგორც კლინიკური სიმპტომებისა და ჰისტოლოგიური პათოლოგიების პერსისტირება მკაცრი, გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის დაწყებიდან სულ მცირე 6 თვის შემდეგ და სხვა გამომწვევი მიზეზის ან გამოხატული ლიმფომის გარეშე. რეფრაქტერული ცელიაკიის ზუსტი ინციდენტობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 1%-ს შეადგენს.