ახალი მკურნალობები

ენდოპეპტიდაზები

ლატიგლუტენაზას (ყოფილი ALV003) შეუძლია გლუტენის მონელება ნაწლავის ანათურში, რაც გვაძლევს არაანტიგენურ პეპტიდებს. ერთმა კვლევამ ვერ გამოავლინა ზოგადი ჰისტოლოგიური ან სიმპტომების გაუმჯობესება არა-რეაგირებადი ცელიაკიის დაავადების დროს. ქვე-ჯგუფის შემდგომმა ანალიზმა აჩვენა სიმპტომების გაუმჯობესება გლუტენის გარეშე დიეტის მიუხედავად ცელიაკიით დაავადებულებში დადებითი ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზით (tTG) .[74][75] 

მჭიდრო კავშირის რეგულატორები

ლარაზოტიდმა შეიძლება გააძლიეროს მჭიდრო კავშირები და ხელი შეუშალოს ლორწოვანში გლუტენის ინფილტრაციას.[76]სიმპტომური გაუმჯობესება აღინიშნა პირებში, რომლებსაც გახანგრძლივებული სიმპტომები აქვთ, მიუხედავად იმისა იცავს, თუ არა გლუტენისგან თავისუფალი დიეტას.[76]

tTG ინჰიბიტორები

ქსოვილის ტრანსგლუტამინაზას (tTG) ინჰიბიტორები შეიძლება ახდენდნენ დეამიდაციის პრევენციას და შესაბამისად გლიადინის პეპტიდების ეფექტს აძლიერებენ.[16]

გლიადინის პეპტიდებსა და HLA-DQ2 ან-DQ8-ს შორის ურთიერთქმედების ბლოკატორები

აღნიშნული აგენტები შეიძლება ახდენდნენ T უჯრედების გააქტიურების პრევენციას.

იმუნომოდულაცია

იმუნომოდულაციით შეიძლება აღდგეს გლუტენის მიმართ ამტანობა.[77] მაგალითად, ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური ტოლერანტობა გლუტენის ზოგიერთი იმუნოგენური პეპტიდის მიმართ, 1-ელი ფაზის კვლევების თანახმად.[78] TIMP-GLIA არის ნანონაწილაკზე დაფუძნებული თერაპიული საშუალება, რომელსაც ცელიაკიის სამკურნალოდ იყენებენ. იგი შექმნილია გლუტენის სენსიტიურობის შესაბრუნებლად და იმუნური ტოლერანტობის სტიმულირებისთვის, ტოლეროგენული იმუნური უჯრედებისთვის ენკაფსულირებული გლიადინის მიწოდებით. პირველი ეტაპის კვლევები ტარდება.[79]

ინტერლეიკინ -15 ანტაგონისტები

ინტერლეუკინ-15 წარმოადგენს ინტრაეპითელიური ლიმფოციტების გადარჩენისა და ლორწოვანის დაზიანების ძირითად კომპონენტს. ამ ციტოკინის ბლოკატორი აგენტები შემუშავების პროცესშია არა-რეაგირებადი და რეფრაქტორული ცელიაკიისთვის.[80]

პრობიოტიკები

ადრეული მტკიცებულების მიხედვით პრობიოტიკების ზოგიერთი შტამი შეიძლება მოქმედებდეს გლუტენის იმუნოგენურობაზე, ხელს უწყობს ნაწლავების შეხორცებას და აუმჯობესებს პაციენტის სიმპტომებს.[81][82]სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, რადგან ზოგიერთი პრობიოტიკი შეიძლება იყოს გლუტენის ფარული წყარო.

ხორბლის მოდიფიცირებული გლუტენი

მიმდინარეობს სხვადასხვა მეთოდების კვლევა ხორბლის ფქვილში არსებული გლუტენის იმუნოგენური პეპტიდების შესაცვლელად, რაც ამცირებს მათ იმუნოგენურობას, მიკროტალღებით, გამა დასხივებით, ლაქტობაცილების და სოკოვანი პროტეაზების ჰიდროლიზებით, ან გენის თანმიმდევრობის ცვლილებებით.[83][84][85]ხორბლის ფქვილის მკურნალობა მიკრობული ტრანსგლუტამინაზებით კიდევ ერთი ვარიანტია, რომელიც უნდა შევისწავლოთ.[86]

მონტელუკასტი

საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ მონტელუკასტმა, ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტმა, რომელიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ, შეიძლება დათრგუნოს ინტრაეპითელური ლიმფოციტების მიერ ანთებითი მედიატორების წარმოქმნა და, შესაძლოა, დააჩქაროს ლორწოვანის შეხორცება.[87]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით