ვლინდება მუცლის ქრონიკული ან განმეორებითი ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც ხშირად უკავშირდება საკვების მიღებას. ანამნეზში შესაძლოა იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის მიღება და მჟავის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება დისკომფორტის მოსახსნელად.
პეპტიკური დუოდენიტი დაკავშირებულია მჟავურ დაზიანებასთან და იწვევს ლორწოვანის ჰისტოლოგიურ ცვლილებებს, რომელთა გარჩევაც რთულია ცელიაკიისაგან.[50] ამ მიზეზით ბიოფსიის გაკეთება რეკომენდებული არ არის თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვსა და მეორე ან მესამე ნაწილში (შედარებით დაცულია პეპტიური წყლულისგან). თრომეტგოჯა ნაწლავის ბოლქვიდან და დისტალური ნაწილიდან აღებული ბიოფსიები უნდა ჩაბარდეს ცალ-ცალკე ქილით.
კრონის დაავადებამ შეიძლება დააზიანოს გასტროინტესტინური ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი. სიმპტომები მრავალფეროვანია.
კლასიკური ჰისტოლოგიური სურათია გრანულომები, დაწყლულებები, მწვავე და ქრონიკული ანთება, რომელიც ხშირად ნაწლავის კედლის ყველა შრეს მოიცავს.
ქსოვილის ტრანსგლუტამინაზას სეროლოგია, როგორც წესი, უარყოფითია და გლუტენის ამოღებაზე პასუხი არ ვლინდება.
გიარდიოზი დიარეით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია წყლისმიერი პარაზიტით, Giardia lamblia. დიაგნოზზე შეიძლება მიუთითებდეს ანამნეზშ დაბინძურებულ წყალთან ექსპოზიცია.[51]
განავლის რამდენიმე ნიმუშით, როგორც წესი, ვლინდება პარაზიტი. დიაგნოსტიკის ალტერნატიული მეთოდებია ანტიგენის ტესტირება ფერმენტული იმუნოკვლევით და პარაზიტის გამოკვლევა იმუნოფლუორესცენციით.[51]
ანამნეზში შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის ანატომიის, მოტორიკისა და კუჭის მჟავას სეკრეციის ცვლილებით მიმდინარე მდგომარეობები (მაგ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება ან ნაწლავის ანატომიური პათოლოგიები, როგორიცაა ფისტულა, დივერტიკული, ბრმა მარყუჟები ქირურგიული ჩარევის შემდეგ).[52]
დასკვნითი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა მლივი ნაწლავის სითხე, რომელშიც გამოვლინდება ბაქტერიები 10⁵ ბაქტერია/მლ ან მეტი რაოდენობით. წყალბადის ჩასუნთქვის ანალიზმა შესაძლოა გვიჩვენოს მალაბსორბცია, მაგრამ არ არის ძალიან სენსიტიური ან სპეციფიკური ბაქტერიების ჭარბად ზრდის მიმართ. ერთი კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკებით საცდელი მკურნალობა შესაძლოა დაგვეხმაროს დიაგნოზის დასმაში.[53]
ზოგჯერ ბავშვებში ვლინდება მწვავე გასტროენტერიტის მსგავსი კლინიკური ეპიზოდი, რომელსაც ძლიერი დიარეა მოჰყვება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როტავირუსული ინფექციის გახანგრძლივებას[54] ან ლაქტოზას დროებით აუტანლობას.
როგორც წესი, გამოკვლევები საჭირო არ არის.
ეოზინოფილური ენტერიტის ფონზე შეიძლება დაზიანდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი; შეიძლება გამოვლინდეს ანემია, დიარეა, მუცლის ტკივილი და წონის კლება. ხშირად მიზეზი საერთოდ ვერ დგინდება, თუმცა ზოგჯერ იდენტიფიცირდება ნემატოდებით გამოწვეული ინფექციები.[55]
დიაგნოზი დგინდება ნაწლავის ენდოსკოპიური ან ლაპარასკოპული ბიოფსიის შემდეგ. ჰისტოლოგიურად ვლინდება ეოზინოფილური ინფილტრატები.[55]
ტროპიკული სპრუ დაავადებაა, რომელიც ცელიაკიის მსგავსად იწვევს ხაოების პროგრესირებად ატროფიას წვრილ ნაწლავში. ითვლება, რომ იგი გამოწვეულია ან მძიმდება ჯერ კიდევ უცნობი ინფექციით. რეციდივის სიხშირე მნიშვნელოვანია ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც რჩებიან ან ბრუნდებიან ენდემურ მიდამოებში ტროპიკებში.[56]
ტეტრაციკლინებით 6-თვიანი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ წვრილი ნაწლავის ლორწოვანის სტრუქტურა ნორმას უბრუნდება.[56]
CVID- ს და მათთან დაკავშირებულ დარღვევებს აქვს განმეორებითი ინფექციების ისტორია.
ქსოვილის ტრანსგლუტამინაზების უარყოფითი სეროლოგია და იმუნოგლობულინის დონის დაქვეითება იმუნოდეფიციტზე მიუთითებს.
GVHD შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ორგანოს გადანერგვის დროს, მაგრამ ის ყველაზე ხშირად გვხვდება ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ. პაციენტებს აღენიშნებათ მოცულობითი წყლოვანი დიარეა ტრანსპლანტაციიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ.[57]
ენდოსკოპიური ბიოფსიით ვლინდება დიაგნოსტიკური სურათი- ნაწლავურ კრიპტებში აპოპტოზური ეპითელიური უჯრედების რაოდენობის ზრდა.[57]
შეიძლება კლინიკურად და პათოლოგიურად განურჩეველი იყოს ცელიაკიისაგან.
ოლმესარტანი, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი, ასოცირებულია ენტეროპათიასთან.[59]
ასევე არსებობს დაფიქსირებული შემთხვევები ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებისა და მიკოფენოლატის შესახებ.[60]ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება ასევე უკავშირდება ლიმფოპლაზმოციტურ ინფილტრატს და ნაწილობრივ ხაოების ატროფიას.
ქსოვილის ტრანსგლუტამინაზების სეროლოგია ნორმალურია.
სიმპტომები ქრება გამომწვევი მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
შეიძლება ქონდეს ცელიაკიის მსგავსი სიმპტომები, გლუტენისგან თავისუფალი დიეტით ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება. არ უნდა არსებობდეს ხაოების რაიმე ატროფია.
ქსოვილის ტრანსგლუტამინაზების სეროლოგია ნორმალურია. FBC და რკინის დონე ასევე ნორმალურია, რადგან მდგომარეობა არ იწვევს მალაბსორბციას. მცირე ნაწლავის ჰისტოლოგია ნორმალურია. სიმპტომების გაუმჯობესება ხდება 6 კვირის შემდეგ (ან ნაკლები) გლუტენის გარეშე დიეტის გზით და სიმპტომები მეორდება გლუტენის ხელახლა გამოყენებისას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს