მიდგომა

ცელიაკია შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. დიაგნოზი საჭიროებს მაღალი ხარისხის კლინიკურ ეჭვს.

გამოვლენილი ნიშნები

ცელიაკიაზე მიანიშნებს: აუხსნელი გასტროინტესტინური სიმპტომების მქონე პაციენტები (მათ შორის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და/ან დისპეპსია), ქრონიკული დიარეა, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია ან გამონაყარი კანზე, რომელიც შეესაბამება ჰერპეტიფორმულ დერმატიტს.[30][31][32]ასევე გასათვალისწინებელი მდგომარეობებია ზრდაში ჩამორჩენა, სიდაბლე, ვიტამინის დეფიციტი (B12, D, ან ფოლატი), განმეორებითი აფთოზური სტომატიტი, განმეორებითი სპონტანური აბორტი და უნაყოფობა.[33]

კვლევები

ტესტირებამდე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ პაციენტი იღებს გლუტენს. ყველა დიაგნოსტიკური ტესტი ნორმას უბრუნდება გლუტანისაგან თავისუფალი დიეტის ფონზე.

1. სეროლოგია

  • უნდა შეფასდეს იმუნოგლობულინ A-ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას ტიტრი.[34][35] მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება საკმარისი არ არის, IgA-ს რაოდენობრივი ანალიზი რუტინულად კეთდება IgA-ს დეფიციტის დასადგენად.

  • ენდომიზიული ანტისხეული IgA-tTG-ის უფრო ძვირადღირებული ალტერნატივაა, უფრო მაღალია სპეციფიკურობა, თუმცა დაბალია მგრძნობელობა. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ IgA-tTG-ს განსაზღვრა შეუძლებელია.[36] tTG-გან განსხვავებით, რომელიც ფერმენტული იმუნოსორბენტული ანალიზია, EMA ეფუძნება იმუნოფლუორესცენციას და შესაბამისად დამოკიდებულია ოპერატორზე.

  • IgA-ს დეფიციტის დროს მოითხოვეთ IgG-დეამიდირებული გლიადინის პეპტიდის სეროლოგია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტესტის დიაგნოსტიკური სიზუსტე გარკვეულწილად ჩამოუვარდება IgA-tTG-ს სიზუსტეს.[35][37] თუ მომატებულია IgA-tTG-ს დონე, პაციენტმა უნდა გააგრძელოს გლუტენის შემცველი დიეტა და მიმართოს სპეციალისტს თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოფსიის ჩასატარებლად. IgA-ს დეფიციტის მქონე პაციენტებში გამართლებულია თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოფსიაც. IgG-tTG წარსულში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სეროლოგიურ ტესტად ცელიაკიის დიაგნოსტიკისთვის იმ პირებში, რომელთაც შესაძლო ან დადასტურებული IgA-ს დეფიციტი ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ტესტი უფრო და უფრო მეტად ნაცვლდება ახალი და ზუსტი მეთოდებით- IgG DGP ან IgA/IgG DGP განსაზღვრით.

  • ნორმალური IgA-tTG და საერთო IgA საკმარისია დიაგნოზის გამოსარიცხად თუ კლინიკური ეჭვი ცელიაკიაზე დაბალია.

2. ჰისტოლოგია

  • თუ მომატებულია IgA-tTG-ს დონე, პაციენტმა უნდა გააგრძელოს გლუტენის შემცველი დიეტა და მიმართოს სპეციალისტს თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოფსიის ჩასატარებლად.

  • თუ კლინიკური ეჭვი ცელიაკიაზე მაღალია, წვრილი ნაწლავის ბიოფსია უნდა ჩატარდეს მიუხედავად IgA-tTG-ს შედეგისა. თუმცა, თუ პედიატრიულ პაციენტს აქვს ცელიაკიის სიმპტომები და მაღალი IgA-tTG ტიტრი (ლაბორატორიის ნორმაზე 10-ჯერ მაღალი), შესაძლებელია ქონდეს დამადასტურებელი EMA და HLA DQ2-DQ8 ტესტირება. თუ ორივე დადებითია, ცელიაკია შეიძლება დადასტურდეს წვრილი ნაწლავის ბიოფსიის გარეშე.[38]

  • თორმეტგოჯა ნაწლავის ბიოპტატის ცვლილებები ცელიაკიის დროს ფასდება მარშის კლასიფიკაციის მიხედვით, 0-დან 4-მდე.[39] ცელიაკიის სადიაგნოსტიკოდ ინტრაეპითელური ლიმფოციტების რაოდენობა მომატებული უნდა იყოს, ხოლო ხაო-კრიპტის შეფარდება დაკლებული. თუ მხოლოდ რომელიმე ერთი ცვლილება ვლინდება, იმატებს სხვა დიფერენციული დიაგნოზის ალბათობა.com.bmj.content.model.Caption@605a6fb1[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვრილი ნაწლავების ხაოების ატროფიისა და კრიპტების ჰიპერპლაზიის ჰისტოლოგიური სურათიFrom the personal collection of D.A. Leffler; used with permission [Citation ends].

  • ცელიაკიისთვის ტიპური ცვლილებების არსებობა თორმეტგოჯას ბიოფსიაზე და კლინიკური გაუმჯობესება გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის ფონზე ადასტურებს დიაგნოზს. განმეორებითი ბიოფსია დიეტიდან გლუტენის ამოღების შემდეგ რუტინულად აღარ არის საჭირო დიაგნოზის დასადასტურებლად.com.bmj.content.model.Caption@449213e4[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვრილი ნაწლავების ხაოები- ნაწლავური დაზიანების შეხორცება გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის ფონზეFrom the personal collection of D.A. Leffler; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@54c2d9ef[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვრილი ნაწლავის ხაოები ცელიაკიის დროსFrom the personal collection of D.A. Leffler; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@42b2cb0[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვრილი ნაწლავის ნორმალური ხაოებიFrom the personal collection of D.A. Leffler; used with permission [Citation ends].

3. HLA-ს ტესტირება

  • შეიძლება გამოიყენონ ცელიაკიის გამოსარიცხად იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იმყოფებიან გლუტენისაგან თავისუფალ დიეტაზე ან იდიოპათიური, ცელიაკიის მსგავსი ენტეროპათიების შემთხვევაში; თუმცა, აღნიშნული კვლევა სადიაგნოსტიკო არ არის.

4. ენდოსკოპია

  • ლორწოვანი ნაკეცების ატროფია და დაკბილვა (Scalloping); შეიძლება გამოვლინდეს კვანძოვანი და მოზაიკური ზედაპირი ლორწოვანზე, თუმცა ენდოსკოპიური სურათი არ არის სენსიტიური ცელიაკიის სადიაგნოსტიკოდ.com.bmj.content.model.Caption@37bfec63[Figure caption and citation for the preceding image starts]: თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაკბილვა (Scalloping) ცელიაკიის დროსFrom the personal collection of D.A. Leffler; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6366c443[Figure caption and citation for the preceding image starts]: თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაკბილვა (Scalloping) ცელიაკიის დროსFrom the personal collection of D.A. Leffler; used with permission [Citation ends].

გლუტენის საცდელი ტესტი

'თუ ცელიაკიის მქონე პაციენტი შეფასებამდე გლუტენისგან თავისუფალ დიეტაზეა, მას ვერ განვასხვავებთ ჯანმრთელი პირისაგან. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა გლუტენის საცდელი ტესტი. გლუტენის ტესტის დროს პაციენტს ვსვამთ გლუტენის შემცველ დიეტაზე, რომელიც მოიცავს 3-10 გ გლუტენს ყოველდღიურად (2-5 ნაჭერი პური). 2-8 კვირის შემდეგ უნდა ჩავატაროთ სეროლოგიური ტესტები და წვრილი ნაწლავის ჰისტოლოგიური კვლევა.[40]

კომერციული ნაკრები

ზოგიერთი კომერციული ნაკრები გვთავაზობს ცელიაკიის დაავადების ინდივიდუალური რისკის შეფასებას ნერწყვის გენეტიკური ტესტების მეშვეობით. აღნიშნული ტესტებით შესაძლოა გამოვლინდეს HLA-DQ2 ან HLA-DQ8 გენები. მნიშვნელოვანია პაციენტს ავუხსნათ, რომ აღნიშნული გენების არსებობა არ ნიშნავს ცელიაკიის დიაგნოზს. ცალკე გენეტიკური ფაქტორი არ ატარებს პროგნოზულ ღირებულებას. თუ ტესტი უარყოფითია ცელიაკიის რისკი ძალიან დაბალია.

სხვა ტესტები განსაზღვრავს გლუტენის იმუნოგენური პეპტიდების არსებობას განავალში ან შარდში, რაც მიუთითებს გლუტენთან ბოლოდროინდელ შემთხვევებზე. ეს ტესტები არ არის ცელიაკიის სადიაგნოსტიკო ტესტები, რადგან გლუტენის პეპტიდები, ჩვეულებრივ, გამოიყოფა ნებისმიერი ინდივიდის განავალსა და შარდში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით