გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

ოსტეოპოროზი/ოსტეოპენია

ცვლადისაშუალო

ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება ხშირია ცელიაკიის დროს და ხშირად მნიშვნელოვნად უმჯობესდება გლუტენის ამოღებიდან 1 წლის განმავლობაში.

ჰერპეტიფორმული დერმატიტი

ცვლადისაშუალო

ჰერპეტიფორმული დერმატიტი აქტიური ცელიაკიის გამოვლინებაა კანზე. ეპიზოდი შეიძლება განმეორდეს მკაცრი დიეტის ფონზეც. აღნიშნულ შემთხვევებში გლუტენისაგან თავისუფალ დიეტასთან ერთად შეიძლება სასარგებლო იყოს დაფსონით მკურნალობაც

ავთვისებიანი მდგომარეობა

ცვლადიდაბალი

ზოგიერთი ავთვისებიანი მდგომარეობა ხშირია ცელიაკიის მქონე პაციენტებში, მაგ. ნაწლავის ან ნაწლავგარე ლიმფომა და ზემო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარცინომები.

დამატებითი რისკის მაჩვენებელი ზომიერია (სტანდარტიზებული ინციდენტობის თანაფარდობა ერთი კვლევის მიხედვით - 1.3, სარწმუნოობის ინტერვალი 95%- 1.2-1.5[127]) და სავარაუდოდ ნორმას უბრუნდება კვებიდან გლუტენის ამოღების რამდენიმე წლის შემდეგ. დამატებითი სკრინინგი რეკომენდებული არ არის.[128][129]

იდიოპათიური განმეორებითი მწვავე პანკრეატიტი/ქრონიკული პანკრეატიტი

ცვლადიდაბალი

ცელიაკია შეიძლება გამოვლინდეს განმეორებითი მწვავე პანკრეატიტით ან გართულდეს ქრონიკული პანკრეატიტით. ორივე მდგომარეობა იშვიათია და სკრინინგი საჭირო არ არის. თუ ცელიაკიის მკურნალობა მიმდინარეობს და პაციენტს პერსისტენტული დიარეა აქვს, შესაძლებელია პანკრეასის ეგზოკრინულ უკმარისობაზე საუბარი.[130]

პნევმოკოკური ინფექცია

ცვლადიდაბალი

ჰიპოსპლენიზმი ასოცირდება ცელიაკიასთან, რაც ზრდის ინფექციის რისკს ენკაფსულირებული ბაქტერიებისგან, როგორიცაა პნევმოკოკი.[131] ზოგიერთი გაიდლაინის მიხედვით რეკომენდებულია ვაქცინაცია პნევმოკოკის, Haemophilus influenzae და მენინგოკოკის წინააღმდეგ ცელიაკის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.[132][133]

რეააქციის არარსებობა B ჰეპატიტის ვირუსის ვაქცინის მიმართ

ცვლადიდაბალი

B ჰეპატიტის ვირუსის მიმართ არასაკმარისი იმუნური პასუხისადმი მიდრეკილება ფიქსირდება როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში, რომელთაც აქვთ ცელიაკია.[134][135] მიზანშეწონილია ვაქცინის მიმართ იმუნური პასუხის დადასტურება და, არარსებობის შემთხვევაში, პაციენტი ხელახლა უნდა აიცრას იმ დროს, როდესაც გლუტენისგან თავისუფალი დიეტის რეჟიმი ოპტიმალური იქნება.[135][136]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს