კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა #1

46 წლის ქალბატონი უჩივის დაღლილობას; მას დაუდგინდა რკინის დეფიციტი და ანემია. პაციენტს მრავალი წელია აწუხებს მსუბუქი დიარეის ხანგამოშვებითი ეპიზოდები. წარსულში მას დაესვა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ლაქტოზის აუტანლობის დიაგნოზი. მას შესაძლოა თან ახლდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, შებერილობა ან მუცლის ტკივილი. გასინჯვისას ვლინდება 2 პერორალური აფთოზური წყლული და სიფერმკრთალე. მუცლის გასინჯვის შედეგები ნორმალურია, ხოლო განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე უარყოფითია.

კლინიკური შემთხვევა #2

9 წლის ბიჭს 5 დღეა აწუხებს ღებინება. მის დას აქვს ცელიაკია და მსგავსი სიმპტომები ქონდა. მისი ზრდა იყო ნორმალური და მას არ აღენიშნება ცელიაკიის დაავადების რაიმე სხვა შესაძლო სიმპტომი, გარდა პერიოდული ყაბზობისა. იმუნოგლობულინ A-ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის ტიტრი მომატებულია 5-ჯერ.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

ატიპიური გამოვლინებებია: უსიმპტომო პაციენტი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, D ვიტამინის დეფიციტი, ოსტეოპენია ან ოსტეოპოროზი, ყაბზობა, აფთოზური სტომატიტი, გულისრევა ან ღებინება, გულძმარვა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება, ჰიპოსპლენია ან ასპლენია, მიალგიები, ართრალგიები, პერიფერიული ნეიროპათია, ალოპეცია, თავის ტკივილი, უშვილობა და ორსულობის გართულებები.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით