პირველადი პრევენცია

გულის უკმარისობა პათოფიზიოლოგიური პროცესების ფართო დიაპაზონის საბოლოო შედეგია. ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს, საბოლოოდ ამცირებს გულის უკმარისობის სიხშირეს. ამგვარად, ჯანდაცვის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჰიპერტენზიის, დიაბეტის, დისლიპიდემიის, სიმსუქნის (ე.წ. მეტაბოლური სინდრომის) და გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა. მოსალოდნელია, რომ ცხოვრების სტილის შეცვლა, რაც გამოიხატება ფიზიკური აქტივობის გაზრდაში, თამბაქოს, ალკოჰოლის და რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაში, მარილის ყოველდღიური დოზის შემცირებაში და დადგენილი დაავადებების სწორ მკურნალობაში, შეამცირებს გულის უკმარისობის სიხშირეს.[71][72]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით