პაციენტებისათვის სარგებლიანია ხშირი ფორმალური შემოწმება სპეციალიზებულ ცენტრში ან მონიტორინგი მართვის პროგრამის ფარგლებში.[2]Yancy CW, Jessup M, Bozkurt B, et al. 2013 ACCF/AHA guideline for the management of heart failure: a report of the American College of Cardiology Foundation/American Heart Association Task Force on Practice Guidelines. J Am Coll Cardiol. 2013 Oct 15;62(16):e147-239.
http://www.onlinejacc.org/content/62/16/e147
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23747642?tool=bestpractice.com
ყოველ ვიზიტზე უნდა გაკეთდეს პაციენტის მიერ ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარი. ასევე უნდა შეფასდეს პაციენტის სითხის სტატუსი და წონა. ყოველ ვიზიტზე დაკვირვებით უნდა შეგროვდეს ალკოჰოლის, თამბა.ქოს, ნარკოტიკების, ასევე დიეტის დაცვის და ნატრიუმის მოხმარების ანამნეზი განდევნის ფრაქციის გაზომვამ და სტრუქტურული რემოდელირების სიმძიმის შეფასებამ შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მოგვცეს გულის უკმარისობის მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელმაც განიცადა კლინიკური სტატუსის ცვლილება, აქვს მიმდინარე ან გადატანილი კლინიკური მოვლენა, ან ჩაიტარა მკურნალობა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენის მიხდენა შეეძლო გულის ფუნქციაზე. B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდების სერიული გაზომვების ღირებულება პაციენტის მკურნალობის დაგეგმვისას ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის. არსებობს მონაცემები, რომლის თანახმად ნატრიურეზული პეპტიდების მიხედვით წარმართული თერაპია ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს, ხოლო 75 წლამდე პაციენტებში ასევე ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს.[238]Troughton RW, Frampton CM, Brunner-La Rocca HP, et al. Effect of B-type natriuretic peptide-guided treatment of chronic heart failure on total mortality and hospitalization: an individual patient meta-analysis. Eur Heart J. 2014 Jun 14;35(23):1559-67.
https://academic.oup.com/eurheartj/article/35/23/1559/459004
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24603309?tool=bestpractice.com
თუმცა, ერთი რანდომიზებული კვლევის თანახმად, გულის უკმარისობის მქონე მაღალი რისკის პაციენტებში ნატრიურეზული თერაპია გამოსავლის თვალსაზრისით უფრო ეფექტიანი არ გამოდგა იზოლირებულ ოპტიმალურ სამედიცინო თერაპიასთან შედარებით.[239]Felker GM, Anstrom KJ, Adams KF, et al. Effect of natriuretic peptide-guided therapy on hospitalization or cardiovascular mortality in high-risk patients with heart failure and reduced ejection fraction: a randomized clinical trial. JAMA. 2017 Aug 22;318(8):713-20.
https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2649188
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28829876?tool=bestpractice.com
ახალ სტრატეგიას წარმოადგენს პაციენტებზე დისტანციური დაკვირვება ტელემონიტორინგის მეშვეობით, თუმცა ეს მოითხოვს შემდგომ შეფასებას.[240]Chaudhry SI, Phillips CO, Stewart SS, et al. Telemonitoring for patients with chronic heart failure: a systematic review. J Card Fail. 2007 Feb;13(1):56-62.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17339004?tool=bestpractice.com
[241]Clark RA, Inglis SC, McAlister FA, et al. Telemonitoring or structured telephone support programmes for patients with chronic heart failure: systematic review and meta-analysis. BMJ. 2007 May 5;334(7600):942.
https://www.bmj.com/content/334/7600/942.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17426062?tool=bestpractice.com
[242]Inglis SC, Clark RA, McAlister FA, et al. Which components of heart failure programmes are effective? A systematic review and meta-analysis of the outcomes of structured telephone support or telemonitoring as the primary component of chronic heart failure management in 8323 patients: abridged Cochrane review. Eur J Heart Fail. 2011 Sep;13(9):1028-40.
https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1093/eurjhf/hfr039
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21733889?tool=bestpractice.com
[
]
What are the benefits and harms of structured telephone support or non-invasive telemonitoring in patients with heart failure?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.1059/fullსწორი პასუხის ჩვენება
[
]
In people with heart failure, what are the effects of interactive telemedicine?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.1311/fullსწორი პასუხის ჩვენება
ფილტვის ჰემოდინამიკის უკაბელო მონიტორინგი გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ამცირებს გულის უკმარისობით განპირობებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.[243]Abraham WT, Adamson PB, Bourge RC, et al. Wireless pulmonary artery haemodynamic monitoring in chronic heart failure: a randomised controlled trial. Lancet. 2011 Feb 19;377(9766):658-66.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21315441?tool=bestpractice.com
სტრუქტურირებული სატელეფონო მხარდაჭერა და არაინვაზიური მონიტორინგი სახლის პირობებში ამცირებს სიკვდილობისა და გულის უკმარისობით განპირობებული ჰოსპიტალიზაციების მაჩვენებელს.[244]Inglis SC, Clark RA, Dierckx R, et al. Structured telephone support or non-invasive telemonitoring for patients with heart failure. Cochrane Database Syst Rev. 2015 Oct 31;(10):CD007228.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD007228.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26517969?tool=bestpractice.com
ინვაზიური ჰემოდინამიკური მონიტორინგი კლინიკურ პრაქტიკაში რუტინულად არ გამოიყენება, თუმცა გარკვეულ პაციენტებში იგი შედეგის მომტანია, კერძოდ გულის უკმარისობის რეციდივის დროს.
ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ნიუ იორკის გულის ასოციაციის III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტები, გულის უკაბელო იმპლანტირებული ჰემოდინამიკური მონიტორინგი საკონტროლოსთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო ამცირებდა გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.[243]Abraham WT, Adamson PB, Bourge RC, et al. Wireless pulmonary artery haemodynamic monitoring in chronic heart failure: a randomised controlled trial. Lancet. 2011 Feb 19;377(9766):658-66.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21315441?tool=bestpractice.com
ვარჯიში და რეაბილიტაცია
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეაბილიტაცია და ვარჯიში აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვის მიმართ ამტანობას და სიცოცხლის ხარისხს, შემცირებული ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლით.[245]Ades PA, Keteyian SJ, Balady GJ, et al. Cardiac rehabilitation exercise and self-care for chronic heart failure. JACC Heart Fail. 2013 Dec;1(6):540-7.
http://heartfailure.onlinejacc.org/content/1/6/540
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24622007?tool=bestpractice.com
ამიტომ, გულის სტაბილური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია რეაგულარული აერობული ვარჯიშების გაკეთება და მულტიდისციპლინური მართვის პროგრამაში ჩართვა.[1]Ponikowski P, Voors AA, Anker SD, et al. 2016 ESC guidelines for the diagnosis and treatment of acute and chronic heart failure: the task force for the diagnosis and treatment of acute and chronic heart failure of the European Society of Cardiology (ESC). Eur J Heart Fail. 2016 Aug;18(8):891-975.
https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1002/ejhf.592
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27207191?tool=bestpractice.com
ერთ შეთანხმებულ დოკუმენტში მოცემულია გულის უკმარისობის დროს ვარჯიშის დეტალური აღწერილობა.[246]Piepoli MF, Conraads V, Corrà U, et al. Exercise training in heart failure: from theory to practice. A consensus document of the Heart Failure Association and the European Association for Cardiovascular Prevention and Rehabilitation. Eur J Heart Fail. 2011 Apr;13(4):347-57.
https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1093/eurjhf/hfr017
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21436360?tool=bestpractice.com