მტკიცებულება

მტკიცებულების ცხრილები

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს.


პოპულაცია: გულის უკმარისობის მქონე ზრდასრულები (საშუალო ასაკი 53-79 წელი)

ინტერვენცია: ტელემედიცინა (გულისხმობს დისტანციურ მონიტორინგს ჯანდაცვის პროფესიონალების გაფრთხილების სისტემის საშუალებით, მონაცემების ავტომატურ კლინიკურ მიმოხილვას და/ან ვიდეოკონფერენციებს პაციენტის შეფასების და სახლის პირობებში მართვის, ინფორმირების დამ ხარდაჭერისთვის) სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად ან მის გარეშე

შედარება: ჩვეულებრივი მომსახურება (თუ არის ინფორმაცია: ვიზიტები საცხოვრებელში ან ფარმაკოლოგიური მკურნალობა)

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

სიკვდილობა ნებისმიერი მიზეზით, 6-თვიანი მედიანური მეთვალყურეობის შემდეგ ᵃ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

მაღალია

დაავადების სპეციფიკური ცხოვრების ხარისხი მედიანური 3-თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ზომიერი

ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზაციის სიხშირე მედიანური 8-თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ: მონიტორინგი მონაცემების კლინიკური მიმოხილვით

უცნობი ᵇ

ზომიერი

ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზაცია მედიანური 8-თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ: მონიტორინგი გაფრთხილებებით

უცნობი ᶜ

ზომიერი

გულის უკმარისობა და/ან გულსისხლძარღვთა მიზეზით ჰოსპიტალიზაცია 3-12 თვის შემდეგ

უცნობი ᵈ

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ურგენტული ვიზიტები მედიანური 4-თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა მედიანური 6-თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა გულის უკმარისობის გამო მედიანური 6-თვიანი მეთვალყურეობის შემდეგ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

გვერდითი მოვლენები

-

მიმოხილვის ფარგლებში არსებული კვლევებიდან არცერთი არ აფასებდა ამ კლინიკურ შედეგს

შენიშვნა:

ᵃ The Cochrane Clinical Answer (CCA) ასკვნის, რომ ტელემედიცინის გამოყენებით სიკვდილობა მცირდებოდა, მაგრამ სტატისტიკურად უმნიშვნელოდ.

ᵇ ნარატიული შედეგები (2 რანდომიზებული კვლევა 156 მონაწილით; 1 კვლევაში უპირატესია ტელემედიცინა, მეორეში კი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ ფიქსირდება ჯგუფებს შორის).

ᶜ ნარატიული შედეგები (9 რანდომიზებული კვლევა 4373 მონაწილით, არ ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ჯგუფებს შორის, 1 კვლევის გარდა, რომელშიც უპირატესია ტელემედიცინა).

ᵈ ნარატიული შედეგები (16 კვლევა 3236 მონაწილით, საიდანაც 3 -ში აღინიშნა გულის უკმარისობის და/ან გულსისხლძარღვთა მიზეზით ტელემედიცინის გამოყენების ფონზე ჰოსპიტალიზაციის შემცირება, დანარჩენ კვლევებში განსხვავება არ დაფიქსირებულა).

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

კოქრეინის კლინიკური პასუხები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს