დასავლეთ ქვეყნებში CHF-ის გავრცელება შეადგენს 1%-დან 2%-ს, ხოლო სიხშირე - წელიწადში 5-დან 10 შემთხვევას 1000 ადამიანზე.[4]Mosterd A, Hoes AW. Clinical epidemiology of heart failure. Heart. 2007 Sep;93(9):1137-46.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1955040/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17699180?tool=bestpractice.com
გაერთიანებულ სამეფოში CHF-ზე მოდის ჯამში 1 მილიონი საწოლდღე და ყველა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის 5%. მოსალოდნელია, რომ შემდეგი 25 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებლები 50%-ით გაიზრდება.[5]National Institute for Health and Care Excellence. Chronic heart failure in adults: diagnosis and management. Sep 2018 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng106
ავსტრალიაში 2006 წელს ჩატარებული დიდი კარდიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ კანბერას მოსახლეობის 6,3%-ს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა გამოხატული სიმპტომებით, ხოლო კიდევ უფრო მეტ წილს - სუბკლინიკური გულის უკმარისობა.[6]Krum H, Stewart S. Chronic heart failure: time to recognize this major public health problem. Med J Aust. 2006 Feb 20;184(4):147-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16489893?tool=bestpractice.com
გულის უკმარისობა გლობალური დაავადებაა. გულის დაავადების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 1,3%-ს ჩინეთში, 6,7%-ს მალაზიაში, 1,0%-ს იაპონიაში, 4,5%-ს სინგაპურში, 0,12%-დან 0,44%-ს ინდოეთში, 1,0%-ს სამხრეთ ამერიკაში და 1,0%-დან 2,0%-ს ავსტრალიაში.[7]Savarese G, Lund LH. Global public health burden of heart failure. Card Fail Rev. 2017 Apr;3(1):7-11.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5494150/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28785469?tool=bestpractice.com
2011-დან 2014 წლამდე აშშ-ში ≥20 წლის დაახლოებით 6,5 მილიონ მოზრდილ ადამიანს დაუდგინდა გულის უკმარისობა.[8]Benjamin EJ, Virani SS, Callaway CW, et al. Heart disease and stroke statistics - 2018 update: a report from the American Heart Association. Circulation. 2018 Mar 20;137(12):e67-492.
https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000000558
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29386200?tool=bestpractice.com
2014 წელს ადგილი ჰქონდა 1 მილიონ ახალ შემთხვევას >55 წლის ასაკის პაციენტებში.[8]Benjamin EJ, Virani SS, Callaway CW, et al. Heart disease and stroke statistics - 2018 update: a report from the American Heart Association. Circulation. 2018 Mar 20;137(12):e67-492.
https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000000558
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29386200?tool=bestpractice.com
გულის უკმარისობა არის ყოველწლიურად 12-დან 15 მილიონამდე კლინიკაში ვიზიტის და 6.5 მილიონი საწოლ-დღის დაკავების მიზეზი.[9]O'Connell JB, Bristow MR. Economic impact of heart failure in the United States: time for a different approach. J Heart Lung Transplant. 1994 Jul-Aug;13(4):S107-12.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/7947865?tool=bestpractice.com
[10]O'Connell JB. The economic burden of heart failure. Clin Cardiol. 2000 Mar;23(3 Suppl):III6-10.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10754775?tool=bestpractice.com
განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია სიცოცხლის ხარისხისა და ხარჯების დიდი პრობლემაა: მაგალითად, 1990-დან 1999 წლამდე ჰოსპიტალიზაციების წლიური რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 810,000-დან 1 მილიონამდე პირველადი დიაგნოსტიკის გამო და 2,4 მილიონიდან 3,6 მილიონამდე პირველადი და მეორადი დიაგნოსტიკის გამო.[11]Koelling TM, Chen RS, Lubwama RN, et al. The expanding national burden of heart failure in the United States: the influence of heart failure in women. Am Heart J. 2004 Jan;147(1):74-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14691422?tool=bestpractice.com
ხშირია განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლის მაჩვენებელი გამოწერიდან 6 თვის მანძილზე 50%-ს აღწევს. 2001 წელს გულის უკმარისობით დაახლოებით 53,000 პაციენტი გარდაიცვალა. გულის უკმარისობა სიკვდილის პირველად მიზეზს წარმოადგენდა. სივდილის შემთხვევები, მკურნალობის გაუმჯობესების მიუხედავად, სტაბილურად მატულობს, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მატულობს გულის უკმარისობის მქონე პაციენტების რაოდენობა, რადგან სიცოცხლის უფრო ადრეულ სტადიაზე მიოკარდიუმის ინფაქრტის მქონე პაციენტების სიკვდილობამ იკლო უკეთესი მკურნალობის გამო. გულის უკმარისობა უპირატესად ხანდაზმულ ადამიანებში ვლინდება, შესაბამისად "მოსახლების დაბერების" აღიარებულმა ფაქტორმა ასევე შეუწყო ხელი მისი სიხშირის ზრდას.
გულის უკმარისობის სიხშირე ასაკის ზრდასთან ერთად იმატებს. აშშ-ში 40-დან 59 წლის პაციენტებში გულის უკმარისობის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 1,4%-ს მამაკაცებში და 1,9%-ს ქალებში, მაშინ როცა >80 წლის პაციენტებში გულის უკმარისობის სიხშირე მამაკაცებში დაახლოებით 14,1%-ს, ხოლო ქალებში 13,4%-ს შეადგენს.[8]Benjamin EJ, Virani SS, Callaway CW, et al. Heart disease and stroke statistics - 2018 update: a report from the American Heart Association. Circulation. 2018 Mar 20;137(12):e67-492.
https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000000558
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29386200?tool=bestpractice.com
გულის უკმარისობის ჯამური სიხშირე აშშ-ში 1,5%-დან 1,9%-მდე მერყეობს.[7]Savarese G, Lund LH. Global public health burden of heart failure. Card Fail Rev. 2017 Apr;3(1):7-11.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5494150/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28785469?tool=bestpractice.com