დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ასაკის მატებას, ჰიპოდინამიას და/ან სიმსუქნეს შეიძლება თან ახლდეს ფიზიკური დატვირთვის მიმართ ამტანობის დაქვეითება ქოშინის და/ან დაღლილობის გამო, თუმცა სახეზე შეიძლება არც იყოს გულის უკმარისობის დიდი და მცირე დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.

გამოკვლევები

დატვირთვის მიმართ დაბალი ამტანობის ზუსტი მიზეზის დადგენა შეიძლება რთული იყოს, ვინაიდან ერთსა და იმავე პაციენტს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე დარღვევა ჰქონდეს. ექოკარდიოგრაფიით ვლინდება გულის უკმარისობის დამახასიათებელი ნიშნები. თუმცა, ზუსტი დადგენა ზოგჯერ მხოლოდ აირცვლის ან სისხლის ჟანგბადით გაჯერების გაზომვით ან ინვაზიური ჰემოდინამიკური გაზომვებით არის შესაძლებელი ფიზიკური დატვირთვის დიფერენცირებულ დონეებზე (კარდიოპულმონარული ტესტი VO₂ max-ით).

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქოშინი შეიძლება იყოს ეპიზოდური ხასიათის, გარემოს ფაქტორების ხელშეწყობით ან მათ გარეშე. მას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ხველა, მსტვინავი ხიხინი, ნახველი და მოწევის ან სამრეწველო გარემოს ზემოქმედების ანამნეზი.

გამოკვლევები

ფილტვის ფუნქციური სინჯებით ვსვამთ ფილტვის ობსტრუქციული დაავადების საბოლოო დიაგნოზს. პლაზმის B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის დონე ფქოდ-ის დროს შეიძლება საშუალო იყოს (100-დან 400-მდე ნანოგრამი/ლ ან 100-დან 400-მდე პიკოგრამი/მლ).

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, ხველა და უხვი ნახველი, შეხორცებების ადგილობრივი ნიშნებით (გაძლიერებული ხმის კანკალი და ბრონქული სუნთქვა).

გამოკვლევები

CXR-ზე შეიძლება გამოჩნდეს შეხორცებები. სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს ლეიკოციტოზი, ხოლო სისხლის კულტურა შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს ეტიოლოგიურ ორგანიზმზე.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და სისხლიანი ნახველი, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ,[87] მიუთითებს ფილტვის ემბოლიის ალბათობაზე.

გამოკვლევები

PE-ის შემთხვევაში ეკგ უმეტესად პათოლოგიურია და I განხრაში აჩვენებს ღრმა S კბილს, ხოლო III განხრაში - ღრმა Q კბილს და T კბილის ინვერსიას (S1-Q3-T3). სხვა ხშირი ნიშნები მოიცავს სინუსურ ტაქიკარდიას, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის სრულ ან არასრულ ბლოკადას და T კბილის ინვერსიას ქვედა (II, III, aVF) ან წინა განხრებში (V1 - V4).

D-დაიმერის ნორმალური დონე გვეხმარება პულმონური ემბოლიის(PE) გამორიცხვაში, მაგრამ მომატებული დონე სხვა მდგომარეობების დროსაც გვხვდება (მაგ. აორტის განშრევება და მრავალი ტიპის კარდიომიოპათია), იევე როგორც PE-ის დროს.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ქოშინი, თუმცა არის სხვა ხშირი ჩივილებიც, როგორიცაა ხველა, ღამის პაროქსიზმული ქოშინი, სისხლიანი ნახველი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, რაც ასევე წარმოადგენს ფილტვის ემბოლიის ხშირ სიმპტომებს.[87] PPCM დგინდება 4 კრიტერიუმის საფუძველზე: 1) გულის უკმარისობის განვითარება ორსულობის ბოლო ერთი თვის ან მშობიარობიდან 5 თვის მანძილზე; 2) გულის უკმარისობის იდენტიფიცირებადი მიზეზის არარსებობა; 3) ორსულობის ბოლო თვემდე გულის ცნობილი დაავადების არარსებობა; 4) ექოკარდიოგრაფიით მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია. PPCM-ის დიაგნოზზე შეიძლება რამდენიმე რისკფაქტორი მიუთითებდეს, მათ შორის ასაკი >30 წელზე, მრავალნაყოფიანობა, აფრიკული წარმომავლობა, პრეეკლამფსიის/ეკლამფსიის/მშობიარობის შემდგომი ჰიპერტენზიის ანამნეზი და კოკაინის მოხმარება.

გამოკვლევები

მომატებული D-დიმერის (დამახასიათებელია ორსულობისთვის) და თრომბოემბოლიური მოვლენების დადებითი რისკფაქტორების არსებობის პირობებში, ექოკარდიოგრაფიით ვლინდება მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია, რაც PPCM-ის დიაგნოზზე მიუთითებს. ექოკარდიოგრაფიულად, როგორც წესი ვლინდება მარცხენა პარკუჭის გადიდებას და განდევნის ფრაქციის მნიშვნელოვან გლობალურ შემცირება. სხვა შესაძლო ნიშნები მოიცავს მარცხენა წინაგულის გადიდებას, მიტრალურ და ტრიკუსპიდულ რეგურგიტაციას და მცირე პერიკარდიულ გამონაჟონს.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ იწვევს სიყვითლეს, სისუტეს, გულისრევას, პერიფერიულ შეშუპებას, ასციტს, სისხლჩაქცევებს და გახანგრძლივებულ სისხლდენებს, გინეკომასტიას და სისხლიან პირღებინებას.

გამოკვლევები

ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმის ფარგლებში არ არის. ულტრაბგერითი გამოკვლევით ან კტ სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს ასციტი და ღვიძლის პათოლოგია. ღვიძლის ბიოფსიით დგინდება დამახასიათებელი ციროზული ცვლილებები და, შესაძლოა, ციროზის ფონური მიზეზიც დადგინდეს.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტიპიურად იწვევს პერიფერიულ შეშუპებას, სისუსტეს, ქოშინს და მადის დაქვეითებას.

გამოკვლევები

შარდის ანალიზით სახეზეა პროტეინურია, ხოლო შრატის ალბუმინი დაქვეითებულია. 24-საათიანი შარდის ანალიზით - პროტეინი >3,5 გ. მოგვიანებით სტადიებზე შეიძლება გამოვლინდეს შრატის შარდოვანასა და კრეატინინის კლირენსის დარღვევა. შეიძლება მომატებული იყოს შრატის ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები. თირკმლის ულტრაბგერითი კვლევითა და ბიოფსიით შეიძლება გამოვლინდეს გამომწვევი მიზეზი.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება დაწოლის, ყლაპვის ან ხველების დროს; ტაქიკარდიით, ქოშინით, შეშუპებით, სისუსტითა და სუბფებრილური ცხელებით. მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან ან გულის მწვერვალთან მოისმინება პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა.

გამოკვლევები

ეკგ-ზე შეიძლება გამოჩნდეს ელექტრული ცვალებადობები ან ST სეგმენტის ელევაცია და T კბილის გასწორება ან ინვერსია. ექოკარდიოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონი, ტამპონადა და პერიკარდიუმის ფიბროზი. კტ სკანირებით ან მრტ კვლევით კი - პერიკარდიუმის შესქელება. პერიკარდიუმის ბიოფსიამ შეიძლება დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეშუპება აღინიშნება მხოლოდ ქვემო კიდურებზე და შეიძლება სახეზე იყოს ვარიკოზული ვენები. ფეხების ქვედა ნაწილში კანი შეიძლება იყოს გამუქებული, წყლულოვანი დაზიანებებით.

გამოკვლევები

დოპლეროგარფიით ვარიკოზულ ვენებში შეიძლება გამოჩნდეს დისფუნქციური სარქველები.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ იწვევს ერთი წვივის ტკივილს, შესიებას და მტკივნეულობას. წვივი ხდება წითელი და თბილი.

გამოკვლევები

D-დაიმერის ტესტი შეიძლება იყოს დადებითი. ულტრაბგერითი სკანირებით ან კონტრასტული ვენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს თრომბოზის უბანი.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით