კრიტერიუმები
ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაცია[88]
ეს კლასიფიკაცია ეფუძნება სიმპტომებს და, პირველ რიგში, გამოიყენება ფუნქციური შეზღუდვების აღსაწერად. გულის უკმარისობა კონკრეტულ პაციენტში შეიძლება პროგრესირებდეს ერთი კლასიდან შემდეგისაკენ, თუმცა შესაძლებელია უკუგანვითარებაც; მაგალითად, NYHA-ს IV კლასის სიმპტომების მქონე პაციენტი მხოლოდ დიურეტიკების ფონზე შეიძლება დაუბრუნდეს III ფუნქციურ კლასს.
I კლასი: მსუბუქი. შეუზღუდავი ფიზიკური აქტივობა. ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა არ იწვევს დაღლილობას, გულის ფრიალს ან ქოშინს.
II კლასი: მსუბუქი. ფიზიკური აქტივობის უმნიშვნელო შეზღუდვა. ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა იწვევს დაღლილობას, გულის ფრიალს და ქოშინს.
III კლასი: საშუალო. ფიზიკური აქტივობის გამოხატული შეზღუდვა. ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგრამ მცირე ფიზიკური დატვირთვა იწვევს დაღლილობას, გულის ფრიალს და ქოშინს.
IV კლასი: არ შეუძლია ფიზიკური აქტივობა დისკომფორტის გარეშე. გულის უკმარისობის სიმპტომები მოსვენებულ მდგომარეობაში. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისას დისკომფორტი მატულობს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს