კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა #1

67 წლის ქალმა მიმართა პირველადი ჯანდაცვის ექიმს ჩივილებით მზარდი ხასიათის ქოშინზე, განსაკუთრებით დაძინებისას. აქვს ჰიპერტენზიისა და ჰიპერლიპიდემიის ანამნეზი და მკურნალობდა ბეტა ბლოკერებით და სტატინებით. არ არის მწეველი და ზომიერად მოიხმარს ალკოჰოლს. გასინჯვისას არტერიული წნევა იყო 148/83 მმ.ვწყ.სვ, ხოლო გულისცემის სიხშირე - 126 დარტყმა წუთში. მოსმენადია S4, ხოლო საუღლე ბენაში წნევა 3 სმ-ით აღემატებოდა ნორმას.

კლინიკური შემთხვევა #2

60 წლის მამაკაცმა მიმართა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას. უჩივის პროგრესირებად ქოშინს. აქვს არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის ანამნეზი, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი და 40 წელიწადზე მეტია, რაც ბევრს ეწევა. 2 თვის წინ წარმატებით გაუკეთდა პირველადი ანგიოპლასტიკა მიოკარდიუმის წინა კედლის დიდი ზომის მწვავე ინფარქტის გამო. არტერიული წნევაა - 75/40 მმ.ვწყ.სვ, გულისცემის სიხშირე 110 დარტყმა წუთში, ხოლო სუნთქვის სიხშირე 30. აღენიშნება კისრის ვენების შებერილობა და გამოხატული S3. ეკგ-ზე სახეზეა სინუსური ტაქიკარდია, ხოლო გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაკეთებულ ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრამაზე გამოხატულია სისტოლური ფუნქციის დაქვეითება, 20% - განდევნის ფრაქცია.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

ბევრი პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება ასიმპტომური, ვინაიდან გულის ფუნქციის დაქვეითება კომპენსატორული მექანიზმებით ბალანსდება. ხშირად კლინიკური ნიშნები ვლინდება მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდის გულზე დატვირთვას და ბალანსის მდგომარეობა დეკომპენსაციაში გადაჰყავს. ამგვარად, პირველი სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მაპროვოცირებელმა მდგომარეობამ გამოიწვიოს, როგორიცაა წინაგულების თრთოლვა ან ფიბრილაცია, ანემია, ცხელება, ინფექცია, ჰიპერთირეოზი ან ორსულობაც კი. მასშტაბურმა პულმონურმა ემბოლიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების პირველადი გამოვლინება ან უკვე დიაგნოსტირებული ქრონიკული CHF-ის გამწვავება, ჰიპოქსემიის, მიოკარდიუმის ჟანგბადით გაღარიბების და მარჯვენა პარკუჭის პოსტ-დატვირთვის გაზრდის გზით. მწვავე იშემიურმა ინსულტმა (ანუ მწვავე კორონარულმა სინდრომმა ან მიოკარდიუმის ინფარქტმა) ან სხვა მიზეზით უარყოფითი ინოტროპული მედიკამენტების დაწყებამ (მაგ. ბეტა ბლოკატორების და კალციუმის არხების ბლოკატორების მაღალი დოზები ჰიპერტენზიის გამო) შეიძლება მწვავედ დააქვეითოს მიოკარდიუმის კუმშვადობა და მოახდინოს სიმპტომების პროვოცირება სხვაგვარად კომპენსირებულ პაციენტში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით