პირველადი პრევენცია

კონდომი

ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება აივ ინფექციის პრევენციისთვის არის მამაკაცის კონდომის გამოყენება სქესობრივი აქტის დროს. იგი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დამცველობას: სწორად შერჩეული კონდომი 80-97%-ით ამცირებს აივ-ის ტრანსმისიის რისკს. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალის კონდომიც მისაღები მეთოდია ბევრი წყვილისათვის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ალტერნატივას იმ ქალებისათვის, რომელთა პარტნიორები უარს ამბობენ მამაკაცის კონდომის გამოყენებაზე. ქალის კონდომი შეიძლება მოთავსდეს სქესობრივ აქტამდე ცოტა ხნით ადრე და მისი წარმატებით გამოყენება არ არის დამოკიდებული მამაკაცის კოოპერაციაზე.

ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა

კვლევებმა გამოავლინა ყოველდღიური დღიური პერორალური ანტირეტროვირუსული თერაპიის (იგივე პერორალური ანტირეტროვირუსული ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკის (PrEP)) ეფექტურობა მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ მოზრდილებში აივ ინფექციის რისკის შესამცირებლად. [ Cochrane Clinical Answers logo ] მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პერორალური ტენოფოვირითა და ემტრიციტაბინით პროფილაქტიკა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით აივ ინფიცირების რისკის თვალსაზრისით და მიიჩნევა უსაფრთხოდ. ამასთან, ხასიათდება მინიმალური არასასურველი ეფექტებით.[32] ასევე არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც PrEP მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში რეზისტენტობა ნაკლებსავარაუდოა.[33] შედეგად ის სულ უფრო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო გაიდლაინებში.[34]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ პერორალურ, ტენოფოვირის შემცველ ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკას (PrEP), როგორც კომბინირებული პრევენციის მეთოდს, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე აივ-უარყოფით ინდივიდებში.[35]

  • აშშ პრევენციული სერვისების სამოქმედო ჯგუფი რეკომენდაციას უწევს PrEP-ს (ტენოფოვირით ან ტენოფოვირი + ემტრიციტაბინით) მაღალი რისკის პირებში, მათ შორის: სქესობრივად აქტიური მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს აივ-დადებით მამაკაცთან და კონდომს რეგულარულად არ იყენებენ, ან ანამნეზში აქვთ გონორეა, ქლამიდია ან სიფილისი ბოლო 6 თვის განმავლობაში; სქესობრივად აქტიური ჰეტეროსექსუალი პირები, რომელთაც ჰყავთ აივ-დადებითი პარტნიორი, არარეგულარულად იყენებენ კონდომებს, პარტნიორის აივ-სტატუსი უცნობია, ან ახალხანს ჰქონდათ გონორეა ან სიფილისი; და ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებიც იზიარებენ ნემსებს ან არიან სქესობრივი გზით გადადების რისკის ქვეშ.[36]

  • აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ PreP-ს ტენოფოვირსა და ემტრიციტაბინთან ერთად, როგორც პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას იმ ჰომოსექსუალებში, ჰეტეროსექსუალებში (ქალებიც და კაცებიც) და ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში, რომლებიც აივ-ით ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[37] გარდა ამისა, უნდა მოხდეს PrEP-ის განხილვა იმ მოზრდილი ჰეტეროსექსუალი მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომელთა პარტნიორებიც არიან აივ-ით ინფიცირებულნი (სეროდისკორდანტული წყვილები).[37]

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის მიუხედავად ფიქსირდება ტენოფოვირის მიმართ მგრძნობიარე, ემტრიციტაბინის მიმართ რეზისტენტული აივ-ის შეძენის შემთხვევა.[38][39] PrEP-ის მკურნალობის ახალი რეჟიმები დამუშავების პროცესშია.[40] ემტრიციტაბინი და ტენოფოვირი (ალაფენამიდით ან დიზოპროქსილის ფუმარატის მარილებით) ხელმისაწვდომია კომბინირებული სახით და დამტკიცებულია PreP რეჟიმებისთვის.

პერიკოიტალური ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა

პერიკოიტალური (მოთხოვნისამებრ) ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკით შესაძლოა ჩავანაცვლოთ ამ მეთოდის ყოველდღიური გამოყენება მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან, მხოლოდ იშვიათი სქესობრივი ექსპოზიციის შემთხვევაში.[41] საჭიროებისამებრ გამოყენებული ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა აღმოჩნდა ეფექტური მამაკაცებში, რომლებსაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან და იმყოფებიან აივ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ. თუმცა, ANRS IPERGAY კვლევის მონაცემების შეგროვების შემდგომი (post-hoc) ანალიზის თანახმად გამოვლინდა, რომ საჭიროებისამებრ ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა ასევე ეფექტური იყო მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან და აღენიშნებათ აივ ინფიცირების დაბალი რისკი (ე.ი. თვეში 5-ზე ნაკლები სქესობრივი კავშირის ეპიზოდი). ანალიზის მიხედვით, პლაცებოსთან შედარებით, პროფილაქტიკის მიმღებ პირებში აივ ინციდენტობის 100%-იანი კლება აღინიშნა.[42] ავსტრალიაში, ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის გამოყენებამ განაპირობა ახალი აივ ინფიცირების შემთხვევათა სწრაფი კლება მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სექსი სხვა მამაკაცებთან.[43] თუმცა, პროფილაქტიკის გაზრდილმა გამოყენებამ მამაკაცების მიერ გამოიწვია კონდომის რეგულარუალდ გამოყენების იგივე ხარისხის კლება.[44] PrEP- ის გამოყენება გაიზარდა მსმ ჯგუფში (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) 2014 წელს 6% -დან 2017 წელს 35% -მდე. გამოყენება გაიზარდა თითქმის ყველა დემოგრაფიულ ქვეჯგუფში, მაგრამ კვლავ დაბალია შავკანიანი და ლათინური წარმომავლობის ჯგუფებში.[45]

მკურნალობა, როგორც პრევენცია

აივ ტრანსმისიის პრევენციისთვის შესაძლებელია ანტირეტროვირუსული მურნალობის გამოყენება. ამ მდგომარეობას ხშირად უწოდებენ შემდეგნაირად - შეუმჩნეველი=არაგადამდებს (undetectable=untransmittable [იგივე U=U]). რამდენიმე ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტირეტროვირუსული მურნალობა, ვირუსული დატვირთვის შეუმჩნეველი დონის შენარჩუნების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აივ ტრანსმისიის პრევენციას როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებში, ასევე მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან.[46][47][48][49][50][51] ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით, აშშ-ის გაიდლაინების რეკომენდაციის მიხედვით ექიმებმა უნდა განუმარტონ პაციენტებს, რომ ანტირეტროვირუსული მკურნალობით აივ რნმ-ის <200 ერთ/მლ-ის დონის შენარჩუნება უზრუნველყოფს ინფექციის ტრანსმისიის პრევენციას სქესობრივ პარტნიორებში. ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის ფარგლებში, სანამ რნმ-ის დონე არ შემცირდება 200 ერთ/მლ-ზე ქვემოთ, უნდა გამოვიყენოთ პრევენციის სხვა ფორმა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტრანსმისიის რისკი არ გვაქვს, პირველ რიგში, რეკომენდებულია ვირუსული დატვირთვის მდგრადი, ხანგრძლივი დათრგუნვის უზრუნველყოფა.[52] პრევენციის წვდომის კამპანიამ ასევე გამოაქვეყნა შეთანხმებული განცხადება, რომლის მიხედვით აივ-ის ტრანსმისიის რისკი უმნიშვნელო ან არარსებულია იმ აივ ინფიცირებულ პირებში, რომლებიც იტარებენ ანტირეტროვირუსული თერაპიის კურსს და, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში მათ სისხლში ვირუსული დატვირთვა შეუმჩნეველია. Prevention Access Campaign: consensus statement external link opens in a new window აივ-ის ტრანსმისიის პრევენციისთვის რეკომენდებულია, აივ სეროდისკორდანტული წყვილში აივ დადებით პარტნიორს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ანტირეტროვირუსული თერაპია.[46][52] [ Cochrane Clinical Answers logo ]

წინდაცვეთა

სხვადასხვა ჯვარედინმა და რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ, აფრიკის სხვადასხვა ნაწილში, აჩვენა მამაკაცის წინადაცვეთის როლი აივ-ისა და სქესობრივად გადამდები ინფექციების პრევენციაში; როგორც ჩანს, აივ-ით ინფიცირების რისკი მცირდება წინადაცვეთილ მამაკაცებში.[53][54][55][56][57][58] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ზიანის შემცირების სხვა მეთოდები

არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ მეტადონის კლინიკის პირობებში სასარგებლოა ნემსების შეცვლა და სუფთა შპრიცების გამოყენება, რასაც "ზიანის შემცირება" ეწოდება, რადგან აივ-ის ტრანსმისიის რისკი დაკავშირებულია ნარკოტიკების საზიარო ინტრავენურ აღჭურვილობასთან. გარდა ამისა, აივ-ისგან სუფთა სისხლისა და სისხლის პროდუქტების მარაგმა, ინექციისთვის სტერილური ნემსებისა და შპრიცების გამოყენებამ და უნივერსალური უსაფრთხოების ზომების არსებობამ კლინიკებში მნიშვნელოვნად შეამცირა აივ-ის ნოზოკომიური გზით ტრანსმისიის შესაძლებლობა.[59]

ვაქცინები

მიუხედავად დიდი რაოდენობით გამოკვლევებისა და კლინიკური კვლევებისა, ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი ეფექტური ვაქცინა აივ-ის პრევენციისა და კონტროლისთვის.[60][61] ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა გადის კლინიკურ კვლევას მკურნალობის მიმართ დამყოლობის გაუმჯობესების პერსპექტივით. ამასთან, ზოგიერთ აივ პოპულაციებში შესაძლოა აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი პრევენციული ინტერვენცია.[62]

მეორეული პრევენცია

სქესობრივი კავშირი

  • ექიმი უნდა დაინტერესდეს პაციენტის სქესობრივი კონტაქტებით. შეიძლება პაციენტის აივ სტატუსი უკვე ცნობილი იყოს. თუ არ არის, უნდა მოხდეს გამჟღავნების საკითხის განხილვა. შეიძლება პაციენტებმა ეს ვერ გააკეთონ დაუყოვნებლივ, მაგრამ საჭიროა მათი გამხნევება, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც სიმართლის გამხელა დაკავშირებულია უსაფრთხო სქესობრივი კავშირის შესაძლებლობასთან. სპეციალისტებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტებს სიმართლის გამხელაში და შესთავაზონ პარტნიორის დაუყოვნებელი შემოწმება აივ-ზე. საჭიროა სპეციალისტებმა გაითვალისწინონ ადგილობრივი რეგულაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე შესაძლებელია პაციენტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებმა შეუწყონ ხელი პარტნიორისთვის სიმართლის შეტყობინებაში.

  • სეროლოგიურად შეუსაბამო (აივ უარყოფით) პარტნიორებში რეკომენდებულია რეგულარული ტესტირება,[141] ხოლო მათი დაცვა ინფიცირებისგან შესაძლებელია აივ დადებით პაციენტში ანტირეტროვირუსული მკურნალობის კურსის დაუყოვნებლივი დაწყებით.[46][47][52] [ Cochrane Clinical Answers logo ] ტენოფოვირზე დამზადებულმა მიკრობიციდულმა გელმა შეამცირა ქალებისთვის აივ-ის ტრანსმისიის რისკი.[142]

შვილი

  • ექიმმა უნდა გამოიკითხოს ჰყავს თუ არა პაციენტს შვილები და რა ასაკის არიან ისინი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო ანამნეზი შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო ინფექციაზე (თუ ჯერ არ შემოწმებულან). თუ ბავშვების ასაკი არ აღემატება 10 წელს, თავს კარგად გრძნობენ და აქამდე არ ჩატარებიათ აივ ტესტი, ექიმმა შეიძლება ურჩიოს მათთვის ანალიზის გაკეთება. 18 თვემდე ასაკის ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ ნუკლეინის მჟავის ტესტი (თვისობრივი პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია). თუ ბავშვი ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებება, საჭიროა მშობლების ინფორმირება ინფექციის ამ გზით ტრანსმისიის რისკის არსებობის შესახებ; პაციენტთან ასევე უნდა განვიხილოთ ძუძუთი კვების ეტაპობრივი გადაჩვევა (თუ ბავშვი 6 თვეზე უფროსი ასაკისაა) ან შეცვლა ხელოვნურ საკვებზე/ფორმულაზე.[143]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით