დისკუსია პაციენტთან

  • კარგი კვება: სადაც შესაძლებელია, სასურველია ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტის დაცვა. სასურველია ალკოჰოლის მხოლოდ საშუალო რაოდენობით მოხმარება. სასურველია მულტივიტამინის მიღება ყოველდღიურად, თუკი არ აჭარბებს რეკომენდებულ დიეტას. გასათვალისწინებელია ასევე D ვიტამინის მარაგი. ცხოვრების სტილი:

  • მნიშვნელოვანია პაციენტს მიეცეს რჩევა უსაფრთხო სქესობრივი კავშირის შესახებ. იმ წყვილის შემთხვევაშიც კი, როცა ორივე მათგანი ინფიცირებულია აივ-ით, საჭიროა უსაფრთხო სქესობრივი კავშირი (კონდომის გამოყენება) რეზისტენტული ვირუსის სუპერ-ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის მნიშვნელოვანია მოწევის, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისა და ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა. ინტრავენურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს უნდა შეეთავაზოს ზიანის შემამცირებელ პროგრამებში ჩართვა, რაც გულისხმობს ნემსის შეცვლას და ოპიოიდური დამოკიდებულების თერაპიას.

  • რეპროდუქცია: წყვილებს უნდა გაეწიოთ კონსულტაცია რეპროდუქციის შესაძლო სხვადასხვა არჩევანის შესახებ. მკურნალობისა და წყვილთაგან ორივეს აივ სტატუსის გათვალისწინებით პაციენტები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებენ, ექიმთან ერთად. დაუცველი ვაგინალური სექსის დროს, მამაკაციდან ქალზე აივ ტრანსმისიის სავარაუდო რისკია 8/10,000 ეპიზოდზე. აივ ტრანსმისიის შემთხვევები არ ფიქსირდება სეროლოგიურად განსხვავებულ (წყვილიდან ერთი ინფიცირებული, მეორე არაინფიცირებული) წყვილებში ჩატარებული კვლევების მიხედვით იმ დროს, როდესაც ინფიცირებული პაციენტის ვირუსული დატვირთვა დათრგუნულია ანტირეტროვირუსული მკურნალობით; მიუხედავად ამისა, აივ-ის რნმ დაფიქსირებულია იმ მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იტარებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, თუმცა სისხლში გამოვლენადი რაოდენობის ვირუსი არ გააჩნიათ. უცნობია, თუ რამდენად აჩენს ეს ვირუსის ტრანსმისიის რისკს.[139] რჩევა ამ სტადიაზე არის ის, რეპროდუქცია შეიძლება უსაფრთხოების მაქსიმალურად (შესაძლებლობის ფარგლებში) დაცვის ფონზე, მაგრამ დაორსულებამდე უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა სპეციალისტთან, რომ რაც შეიძლება გარანტირებული იყოს უსაფრთხოება, როგორც ორივე მშობლის, ასევე მათი მომავალი შვილისთვის. წყვილებისთვის, რომლებსაც განსხვავებული აივ სტატუსი აქვთ, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრები რეკომენდაციას უწევს სპერმით საშვილოსნოსშიდა აუტო-ინსემინაციას თუ ქალი აივ-დადებითია, ან ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ვარიანტს თუ მამაკაცია აივ-დადებითი: აივ-ნეგატიური დონორის სპერმა (ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი); ანტირეტროვირუსული თერაპიით ინფექციის სუპრესია და ოვულაციის დროს დაუცველი სქესობრივი კავშირი, ქალის ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკური მკურნალობის ფონზე; ან სპერმის შეგროვება და "გაწმენდა", აივ-ინფიცირებული უჯრედების გამოცლის მიზნით, დამატებით ანტირეტროვირუსული თერაპია და ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა.[140]

  • ბუნებრივი ანამნეზი: პაციენტებს სჭირდებათ ცოდნა იმისა, თუ რას უნდა ელოდონ. ინფორმაცია უნდა ეყრდნობოდეს იმას, რაც აივ-ის ბუნებრივი ანამნეზით არის ცნობილი უმეტეს პაციენტში, ასევე მნიშნელოვანია სწრაფად და ნელა განვითარებადი დაავადების განხილვა, მაგრამ უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ პაცინტების უმეტესობას აქვს ნელა-პროგრესირებადი დაავადება. ვირუსული აქტივობისა და CD4 უჯრედების ურთიერთდამოკიდებულების მაჩვენებელი ნახაზის გაკეთება ძალიან გამოსადეგი გრაფიკული ხერხია პაციენტებისთვის ვირუსული აქტივობისა და დაავადების პროგრესირებას შორის ურთიერთკავშირის ასახსნელად. გზავნილი ზომიერი და ოპტიმისტური უნდა იყოს თანამედროვე ანტირეტროვირუსული თერაპიის გათვალისწინებით, პაციენტებს უნდა აეხსნათ, რომ აივ-ი ახლა არის ქრონიკული და მართვადი ინფექციური დაავადება. საჭირო დროს, მედიკამენტების სწორად მიღების მიზნით, საჭიროა პროგრამის წესების დაცვის გაუმჯობესება. ზოგ პაციენტზე კარგად მოქმედებს აივ-ის შედარება სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, რომელიც მოითხოვს მუდმივ მეთვალყურეობას (მაგალითად დიაბეტთან ან ასთმასთან). გამხელა:

  • მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე პაციენტის მკურნალობა და მართვა მოითხოვს მის გარშემო მყოფი ადამიანების მხარდაჭერას. უნდა დადგინდეს ამ ადამიანების ვინაობა და ის თუ სამომავლოდ, რა როლი შეიძლება დაეკისროთ მათ პაციენტის მხარდასაჭერად. ზოგჯერ პაციენტებს ახლობლებისთვის, განსაკუთრებით სქესობრივი პარტნიორებისთვის, სიმართლის გამხელაში დახმარება სჭირდებათ. ამ სიტუაციაში შუამავალს შეუძლია პაციენტის პარტნიორს გაუფანტოს ყველა შესაძლო ეჭვი და შიში და დაეხმაროს მათ სქესობრივი ურთიერთობის სწორად წარმართვაში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით