მეთვალყურეობა

კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი

ექსპოზიციის შემდგომი მონიტორინგი აივ-უარყოფით ინდივიდებში:

  • პროფესიული ექსპოზიციის შემთხვევაში, ადამიანს უნდა შეეთავაზოს აივ-ის ანალიზი თავიდანვე, VI, XII კვირას და VI თვეს.

  • თუ აივ-ის მომდევნო ანალიზისთვის გამოყენებულ იქნება ახალი, IV თაობის კომბინირებული აივ p24 ანტიგენი-აივ ანტისხეულის ტესტი დაუცველ ადამიანებში, აივ ანალიზი შეიძლება გაკეთდეს ექსპოზიციიდან 4 თვის შემდეგ.

  • თუ ახალი ტესტი არ არის ხელმისაწვდომი, აივ-ის მომდევნო ტესტი, ტიპიურად, კეთდება ექსპოზიციიდან 6 თვის შემდეგ.[137]

  • არაპროფესიული ექსპოზიციის შემთხვევაში აივ ტესტი უნდა გაკეთდეს IV-VI, XII კვირას და VI თვეს.[138]

ვირუსოლოგიური და იმუნოლოგიური მონიტორინგი:

  • უნდა წარმოებდეს აივ-ის ადრეული სტადიის მქონე პაციენტის მუდმივი მონიტორინგი ყოველ 3-6 თვეში ერთხელ, ხოლო პაციენტი შორსწასული აივ-ით უნდა შემოწმდეს ყოველ 2-3 თვეში ერთხელ.

  • თითოეულ ვიზიტზე პაციენტი უნდა შემოწმდეს ოპორტუნისტულ ინფექციებზე და ხელახლა შეუფასდეს კლინიკური სტადია.

  • უნდა დადგინდეს აივ რნმ-ის რაოდენობა (ვირუსული დატვირთვა) პაციენტის კლინიკაში მისვლისთანავე და ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების წინ. ანტირეტროვირუსული თერაპიის ფონზე აივ რნმ უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებიდან II-VIII კვირას, მკურნალობის დაწყებიდან ყოველ 3-4 თვეში ერთხელ პირველი 2 წლის განმავლობაში და ყოველ VI თვეს 2 წლის შემდგომ (მუდმივად სუპრესირებული ვირუსული დატვირთვის პარალელურად).[52]

  • უნდა დადგინდეს CD4 უჯრედების რაოდენობა კლინიკაში მისვლისთანავე და ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე. ანტირეტროვირუსული თერაპიის ფონზე, CD4 უჯრედების რაოდენობა უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებიდან 3 თვეში, შემდეგ ყოველ 3-6 თვეში პირველი 2 წლის განმავლობაში ან იმ შემთხვევაში თუ განვითარდება ვირემია ან CD4 უჯრედების რაოდენობა ჩამოცდება მიკროლიტრში 300 უჯრედს. 2 წლის შემდეგ, პაციენტებს, რომელთაც აქვთ შესაბამისად სუპრესირებული აივ რნმ (ვირუსული დატვირთვა) შეუძლიათ შეიმოწმონ CD4 უჯრედების რაოდენობა 12 თვეში ერთხელ, თუ მათი რაოდენობა მიკროლიტრში 300-500 უჯრედია. CD4 უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი არჩევითია იმ პაციენტებში, რომელთაც მიკროლიტრში 500-ზე მეტი უჯრედი აქვთ.[52]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით