ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

აივ ინფექციასთან დაკავშირებულ ძირითად რისკ ფაქტორებში შედის აივ-ით ინფიცირებული სისხლის გადასხმა, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება, ჰომო და ჰეტეროსექსუალური დაუცველი სქესობრივი კავშირი და კანის დაზიანება ნემსის ჩხვლეტით .

ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის აუხსნელი ცხელება და ღამის ოფლიანობა (ანტიბიოტიკებზე რეაგირების არ ქონით) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიეხდვით მიეკუთვნება III სტადიის დაავადებას. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს ტუბერკულოზზე, რომელიც უნდა გამოირიცხოს. ასევე, ენდემურ რეგიონებში, უნდა გამოირიცხოს მალარია.[65]

აუხსნელი, უნებლიე წონის კლება (საწყისი წონის 10%-ზე ნაკლები) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით გულისხმობს II სტადიის ავადმყოფობას. პაციენტის წონის მკვეთრი-10%-ზე მეტად კლება ან სხეულის მასის ინდექსის შემცირება 18.5-მდე მიუთითებს უფრო მძიმე იმუნოსუპრესიაზე და გულისხმობს III სტადის ავადმყოფობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით.[65] წონის კლება შეიძლება იყოს მალნუტრიციის, ტუბერკულოზის ინფექციის და აივ კახექსიის სინდრომის შედეგი.[65]

გამონაყარი შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე და საჭიროა ყურადღების გამახვილება კანზე. გამონაყარი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით II სტადიის დაავადებისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი ნიშანია: მათ შორის ჰერპეს-ზოსტერი, სებორეული დერმატიტი, პაპულოზური ქავანა გამონაყარი, სოკოვანი კანისა და ფრჩხილის ინფექციები (სხეულის დერმატოფიტი ან ონიქომიკოზი).[65]

პირის ღრუ ყოველთვის სრულყოფილად უნდა გაისინჯოს. როგორც მიკოზი, ასევე "თმიანი" ლეიკოპლაკია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიეხდვით მიეკუთვნება III სტადიის დაავადებას.

განმეორებითი მტკივნეული აფთოზური წყლულები მიუთითებს ჯანმოს მე-2 სტადიის დაავადებაზე. ასევე ტუჩის კუთხის ქეილიტიც (პირის კუთხეებში კანის დახეთქვა სოკოვანი ინფექციის გამო).[65]com.bmj.content.model.Caption@6185e863[Figure caption and citation for the preceding image starts]: პერორალური კანდიდოზი აივ-ით ინფიცირებულ პაციენტებშისაზოგადოებრივი ჯანდაცვის გამომსახველი ბიბლიოთეკა (PHIL) [Citation ends].

უცნობი ეტიოლოგიის, ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის დიარეა მიუთითებს WHO-ს მიხედვით დაავადების III სტადიაზე.[65]

უცნობი ეტიოლოგიის წონის კლება (საწყისი წონის 10%-ზე მეტი) ან წონის კლება აუხსნელ ცხელებასთან (ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის) ან უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკულ დიარეასთან (ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის) ერთად განაპირობებს აივ კახექსიის სინდრომს- შიდსის მიმანიშნებელ ავადმყოფობას (IV სტადია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით).[65]

აივ-ით ინფიცირებული ადამიანები ხშირად უჩივიან დეპრესიას და შფოთვას. ფსიქიკური სტატუსისა და ცნობიერების ცვლილება შეიძლება იყოს გვიანდელი, აივ-ით გამოწვეული ორგანული დაავადების შედეგი (დაავადების IV სტადია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით). უნდა გამოირიცხოს ტოქსოპლაზმოზი და კრიპტოკოკული დაავადებები. ცნობიერების ან მოტორული ფუნქციის ცვლილების გამომწვევი სხვა მიზეზის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება დაისვას აივ ენცეფალოპათიის დიაგნოზი.[65]

უნდა აღინიშნოს ბოლო ჰოსპიტალიზაცია პაციენტის ანამნეზში-ინფექციური დაავადებების სამართავად, მათ შორის ბაქტერიული ინფექციები (პნევმონია, მენინგიტი, ძვლის ან სახსრის ინფექციები, მენჯის ღრუს მძიმე ინფექცია, სეპტიცემია), ტუბერკულოზი, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციები.

ბაქტერიული ინფექციები და პულმონური ტუბერკულოზი მიუთითებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით III სტადიის ავადმყოფობაზე. მორეციდივე ბაქტერიული პნევმონია იმავე კლასიფიკაციით მიუთითებს IV სტადიის ავადმყოფობაზე, ისევე როგორც სხვა ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზი: პნევმოცისტის ჯიროვეცი პნევმონია და ფილტვგარე ტუბერკულოზი.

სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა საყლაპავის კანდიდოზი და კრიპტოკოკული მენინგიტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით მიუთითებს IV სტადიის ავადმყოფობაზე, ისევე როგორც ვირუსული ინფექციები, როგორიცაა მაგალითად ციტომეგალოვირუსით გამოწვეული რეტინიტი.[4][65]

ტუბერკულოზის რისკი იზრდება იმუნოსუპრესიის პროპორციულად. თუ აივ-ით ინფიცირებულ პაციენტს აქვს ტუბერკულოზის სიმპტომები (მაგალითად ხველა, წონაში კლება, ცხელება და ღამის ოფლიანობა) და/ან ტუბერკულოზთან კონტაქტის ანამნეზე, უნდა გამოირიცხოს ტუბერკულოზი ნახველის ნაცხის და პირდაპირი მიკროსკოპული და/ან კულტურის ანალიზით და გულმკერდის რენტგენით (ინფილტრატების, კავერნების ან ეფუზიის სანახავად). მწვავე იმუნოსუპრესიის შემთხვევაში ტუბერკულოზი შეიძლება არ გამოვლინდეს ნახველის ნაცხის ანალიზით (ნაცხით ნეგატიური ტუბერკულოზი).[4][65]

პაციენტი უნდა შემოწმდეს ნებისმიერ სხვა თანმხლებ ავადმყოფობაზე, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს დაავადების პროგრესირებასა და მკურნალობის მეთოდის შერჩევაზე. მაგალითად, პაციენტები თირკმლის დაავადებებით საჭიროებენ ანტირეტროვირუსული თერაპიის დროს მედიკამენტების დოზის ადაპტირებას. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ანტი ტუბერკულოზური მკურნალობა რაც შეიძლება მალე; ხოლო იმ პაციენტებს, რომელთაც სხვა ოპორტუნისტული ინფექციები აქვთ - შესაბამისი მკურნალობა ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ერთად. ოპორტუნისტული ინფექციის არსებობის შემთხვევაში ანტირეტროვირუსულ თერაპიის დაწყების დრო დამოკიდებულია კონკრეტულ ინფექციაზე. იმ პაციენტების მართვა, რომელთაც სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია ან დიაბეტი, უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტის ზედამხედველობით. ანტირეტროვირუსული თერაპიის და სხვა მედიკამენტების დანიშვნამდე, საჭიროა წამალთ შორისი ურთიერთქმედების გათვალისწინება.

აივ ინფექცია ფართოდ ვრცელდება სქესობრივი კონტაქტის გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რუტინულად უნდა შეფასდეს ყველა აივ-ით ინფიცირებული პაციენტის სქესობრივი აქტივობა და სგდ-ის რისკი.

უმტკივნეულო, გადიდებული-1 სმ-ზე დიდი ზომის კვანძები, 2 ან მეტ არამოსაზღვრე ადგილზე 3 ან მეტი თვის განმავლობაში[65]

კაპოშის სარკომა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ვარდისფერი ან მოასამნისფრო ლაქების სახით კანზე ან პირის ღრუში. ეს არის შიდსის განმსაზღვრელი მდგომარეობა.[65]

ქრონიკული ჰერპესული ინფექცია, რაც გულისხმობს 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის პროგრესირებად მტკივნეულ გენიტალურ ან ანალურ წყლულებს, არის შიდსის განმსაზღვრელი ავადმყოფობა.[65] აივ ინფექციასთან ასოცირებულია სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიცაა სიფილისი, ქლამიდია და გონორეა.

დამახასიათებელია WHO-ს მიხედვით III სტადიის დაავადებისთვის.[65] ვაგინალური კანდიდას კოლონიზაციის სიხშირე უფრო მაღალია აივ-ით ინფიცირებულ ქალებში.[71]

დამახასიათებელია WHO-ს მიხედვით II სტადიის დაავადებისთვის.[65] მულტიდერმატომული ავადმყოფობა მხოლოდ შიდსს ახასიათებს.

თავის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაზე. თავის ტკივილი ფოკალური ცნს ნიშნებით და სიმპტომებით შეიძლება მიუთითებდეს ტოქსოპლაზმოზზე (ჯანმოს მე-4 სტადია). მენინგიზმის მწვავე სიმპტომების შემთხვევაში, თავის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიულ მენინგიტზე (ჯანმოს მე-3 სტადია). თუ მენინგიზმის სიმპტომები უფრო მსუბუქი და ქრონიკულია, შესაძლოა გამოვლინდეს კრიპტოკოკური მენინგიტი (ჯანმოს მე-4 სტადია).[65] შეიძლება დაკავშირებული იყოს ლიმფომასთან.

თუმცა, აივ-თან ასოცირებული მენინგიტების უმეტესობას ახასიათებს თავის ტკივილები კისრის გაშეშების გარეშე, ასევე ცხელებით ან მის გარეშე.

პირის ღრუს ჰიგიენის ნაკლებობა კბილების დაზიანებით, ღრძილებიდან სისხლდენით და ჰალითოზით მიუთითებს გინგივიტზე ან პერიოდონტიტზე, რაც შეესაბამება დაავადების III სტადიას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით.[65]

თუ გამოხატულია ციტომეგალოვირუსული რეტინიტი საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო ინტერვენცია მხედველობის შესანარჩუნებლად.

ესენია Pneumocystis jirovecii -ით გამოწეული პნევმონიის კლინიკური ნიშნები. იშვიათია პაციენტებში, რომელთა CD4 რაოდენობა აღემატება 200 უჯრედს მიკროლიტრში. წარმოდგენლია სუნთქვის უკმარისობით, მწირი კლინიკური ნიშნებით. საჭიროა მეორადი პროფილაქტიკა მკურნალობის შემდეგ ან ყველა პაციენტს, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 200 უჯრედზე/მიკროლიტრში ან რომელთაც აქვთ III-IV სტადიის დაავადება, უნდა შევთავაზოთ ტრიმეთოფრიმ/სულფამეთოქსაზოლით (კო-ტრიმოქსაზოლი) ან დაპსონით პროფილაქტიკა.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

აივ ინფექციისთვის რისკ ფაქტორს და მკურნალობისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს ინფიცირებულ ადამიანთან საზიარო შპრიცის გამოყენება ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების დროს.

შეიძლება დაკავშირებული იყოს აივ-თან, მედიკამენტთან ან ტოქსინთან. მნიშვნელოვანია ეტიოლოგიის მოძიება, რადგან ზოგიერთი ანტირეტროვირუსული თერაპია ასევე იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას.

დამახასიათებელია WHO-ს მიხედვით IV სტადიის დაავადებისთვის.[65]

შეიძლება მიუთითებდეს მწვავე აივ სინდრომზე, ოპორტუნისტულ ინფექციაზე ან ავთვისებიან მდგომარეობაზე, როგორიცაა ლიმფომა.

ღებინება, კისრის გაშეშება და ფოტოფობია შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიულ ან ვირუსულ მენინგიტზე; თუმცა, მენინგიალური ნიშნები (მენინგიზმი) ნაკლებად ვლინდება სოკოვანი მენინგიტის დროს. აივ-თან დაკავშირებული მენინგიტების უმეტესობა ასოცირებულია თავის ტკივილთან კისრის გაშეშების გარეშე და ცხელებასთან ან მის გარეშე.

რისკფაქტორები

67 ინფექცია/10 000 ექსპოზიცია ინფიცირებულ წყაროსთან, რომელშიც გამოვლენილია ვირუსული დატვირთვა.[22]

50 ინფექცია/10 000 ექსპოზიცია ინფიცირებულ წყაროსთან, რომელშიც გამოვლენილია ვირუსული დატვირთვა.[23][24]

10 ინფექცია/10 000 ექსპოზიცია ინფიცირებულ წყაროსთან, რომელშიც გამოვლენილია ვირუსული დატვირთვა.[23][24]

30 ინფექცია/10 000 ექსპოზიცია ინფიცირებულ წყაროსთან, რომელშიც გამოვლენილია ვირუსული დატვირთვა.[25]

აივ რნმ-ის დონე მშობიარობისას, სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, ასოცირდება ინფექციის ტრანსმისიის რისკთან.[26]

იმ კვლევების მიხედვით, რომელთა ფარგლებში ფასდებოდა კავშირი აივ ინფიცირებასა და მხოლოდ პროგესტინის შემცველ საინექციო ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს, მათ შორის დეპონირებულ მედროქსიპროგესტერონს შორის, ნათქვამია, რომ აივ ინფიცირების რისკი კონტრაცეფციის ამ საშუალებების მომხმარებელ პაციენტებში შესაძლოა მომატებული იყოს, რისი სავარაუდო მიზეზი გახლავთ ვაგინის ეპითელიუმის ცვლილება ჰორმონული ზემოქმედებით. თუმცა, დასკვნები სხვადასხვა კვლევაში ერთმანეთთან შეუსაბამოა.[27]

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას უწევს აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე ქალებში იმპლანტების, პროგესტინის შემცველი აბების და კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეფციის შეზღუდვების გარეშე გამოყენებას.[28] CDC-ს რეკომენდაციით, მედროქსიპროგესტერონის დეპონირების სარგებელი ჭარბობს თეორიულ რისკებს, შესაბამისად აივ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქალებს უარი არ უნდა ეთქვათ ამ ჩარევაზე.[28]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს (WHO), რომ აივ-ის მაღალი რისკის მქონე ქალებს შეუძლიათ კონტრაცეფციის ნებისიმერი მეთოდი გამოიყენონ შეზღუდვის გარეშე, მათ შორის დეპო-მედროქსიპროგესტერონი. აღნიშნული რეკომენდაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის მტკიცებულებას, ერთი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევიდან, რომელმაც სტატისტიკური განსხვავება ვერ აჩვენა აივ ინფიცირების სიხშირეში დეპო-მედროქსიპროგესტერონის აცეტატის, სპილენძის საშვილოსნოსშიდა სპირალის და ლევონორგესტრელის იმპლანტის ჯგუფებს შორის.[29]

მტკიცებულებების თანახმად, მე-2 ტიპის მარტივი ჰერპესვირუსული ინფქეცია შესაძლოა ზრდიდეს აივ-ის შეძენის რისკს.[30][31]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით