ეპიდემიოლოგია

მსოფლიოში, გლობალური მაშტაბით 37.9 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობდა 2018 წლის ბოლოს, 1.7 მილიონი წარმოადგენდა 2018 წელს დაინფიცირებულ, ახალ შემთხვევებს. აივ ინფიცირებულების დაახლოებით 70% ცხოვრობს სუბ-საჰარულ აფრიკაში.[10] ახალი შემთხვევების პიკი დაფიქსირდა 1999 წელს (3.16 მილიონი) და მას შემდეგ თანდათან იკლებს[11] აივ-ის ახალი ინფქეციის შემთხვევათა დაახლოებით 80% მომდინარეობს იმ პირებისგან, რომლებმაც არ იციან საკუთარი ინფიცირების სტატუსი ან არ იტარებენ რეგულარულ მკურნალობას. ტრანსმისიის მაჩვენებელი უტოლდება ნულს პაციენტებში, რომლებსაც ანტირეტროვირუსული მკურნალობის ფონზე ვირუსული დატვირთვა დათრგუნული აქვთ.[12]

UNAIDS Data 2019 external link opens in a new window

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში (შედგება 53 ქვეყნიდან და მოიცავს რუსეთის ფედერაციის მონაცემებს), 2017 წელს დაფიქსირდა 159,420 ახალი შემთხვევა (20 ახალი ინფექცია 100,000 მოსახლეზე). ინფქეციის გავრცელების ყველაზე ხშირ გზას ჰეტეროსექსუალებს შორის ტრანსმისია წარმოადგენდა, რომელიც შეადგენდა ახალი დიაგნოსტირებული სემთხვევების 49.4%-ს. ახალი შემთხვევების 21.2% მიეწერებოდა მამაკაცებს, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ხოლო 13% კი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს.[13] ახალი ინფქეციების ყველაზე მაღალი რაოდენობა 30-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღინიშნა (36%).[13] დიდ ბრიტანეთში 2018 წელს, ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო 6%-ით, (შედარებით 2017 წელთან) და წარმოადგენს 4484 შემთხვევას (1908 შემთხვევა ფიქსირდება ჰომოსექსუალ და ბისექსუალ მამაკაცებში).[14] 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში აივ-ით დაავადებული პაციენტების საერთო რიცხვი შეადგენდა 103,800-ს (სავარაუდოდ, 6700 პირი ცხოვრობდა არადიაგნოსტირებული აივ ინფექციით).[15] ზოგიერთ ქვეყანაში, ქვეითდება მამაკაცების ინციდენტობა, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან (MSM).[16]

2017 წელს აშშ-ში დაფიქსირდა აივ ინფექციის 38 281 შემთხვევა. დიაგნოსტირებულ პირთა უმეტესობას შეადგენდნენ მამაკაცები, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან. საერთო ჯამში, აშშ-ში, 2017 წელს, აივ-ინფექციის შემთხვევათა 67%-ში დაფიქსირდა მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან; 24%-ში ინფექცია გავრცელდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტით, ხოლო ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება შემთხვევათა 6%-ზეა პასუხისმგებელი.[17] აშშ-ში, 2017 წელს ახალი ინფექციების რიცხვი ყველაზე მაღალი 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა.[17] 2010-2016 წლებში, ინფექციის შემთხვევების მაჩვენებელი დასტაბილურდა მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, დაქვეითდა დაახლოებით 17%-ით ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში და ქალებში, ხოლო შემცირდა დაახლოებით 30%-ით ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ პირებში. თუმცა, ზოგიერთ ჯგუფში ინფექციის მაჩვენებლები გაიზარდა, მათ შორის ლათინოამერიკელ მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან და 25-34 წლის შავკანიან მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან.[18]

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს შიდსის ეპიდემიის არაპროპორციულ გავლენას ქალებზე, განსაკუთრებით სუბსაჰარულ აფრიკაში. გლობალურად, აივ ინფიცირებული ზრდასრულების 52% ქალია.[10] აშშ-ში, 2017 წელს, დიაგნოსტირებული ინფიცირებული პაციენტების 19%-ს შეადგენდნენ ქალები, მათგან 86% დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტით.[17]

გლობალურად, სიკვდილობამ პიკს მიაღწია 2006 წელს (1.95 მილიონი), რის შემდეგაც ტენდენცია იკლებს და 2017 წელს დაფიქსირდა 0.95 მილიონი.[11] 2018 წელს გარდაიცვალა 770 000 პაციენტი.[10]

გლობალურად, 90-იანი წლების დასასრულს აივ-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ პიკს მიაღწია და მოხდა მისი თანდათანობითი სტაბილიზაცია - რიგ ქვეყნებში ინციდენტობის ზრდის მიუხედავად. ინციდენტობის ცვლილებამ შიდსით სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად გამოიწვია გლობალური აივ პრევალენტობის ერთ დონეზე გაჩერება. თუმცა, აივ-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა იზრდება, ნაწილობრივ პოპულაციის ზრდის და ნაწილობრივ ანტირეტროვირუსული თერაპიის სიცოცხლის-გამახანგრძლივებელი ეფექტის გამო. მონაცემთა მიხედვით სუბსაჰარულ აფრიკაში, შიდსის ყველაზე დიდი ეპიდემიის რეგიონში, აივ-ის ინციდენტობის სიხშირემ პიკს მიაღწია და უმეტეს ქვეყანაში იწყებს პლატოზე გასვლას. თუმცა, ამ რეგიონში ეპიდემიები ძალიან მრავალფეროვანია და განსაკუთრებით მწვავეა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ეპიდემია ჯერ კიდევ ფართოვდება.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით