ახალი მკურნალობები

იბალიზუმაბი

იბალიზუმაბი, ინტრავენური ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეულის შეერთების ინჰიბიტორი, რომელიც ებმის CD4-ს, დამტკიცებულია აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ზრდასრულებში, რომლებშიც მკურნალობა ნაცადია და სხვა თერაპიები ეფექტური არ იყო (მულტი-რეზისტენტული აივ ინფექცია). III ფაზის კვლევაში პაციენტების 43%-ში აღინიშნა აივ რნმ-ის სუპრესია მკურნალობიდან 25-ე კვირაზე (სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში).[97] თუ პაციენტს აქვს მიმდინარე ვირემია და მკურნალობის ვარიანტები არასაკმარისია სუპრესიული რეჟიმის შესადგენად, შესაძლოა ამ მედიკამენტის განხილვა.[52]

ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ანტირეტროვირუსული თერაპიები

აივ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოსადეგი ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (მაგ. კაბოტეგრავირი, რილპივირინი), რომელთა გამოყენება ხდება თვეში ერთხელ ან ყოველ მეორე თვეს, შესულია კლინიკური კვლევის III ფაზაში და შესაძლებელი იქნება მათი კლინიკური გამოყენება, პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებში, მომდევნო რამდენიმე წელიწადში. კაბოტეგრავირი პლიუს რილპივირინის საინექციო რეჟიმი, რომელიც გამოიყენება ყოველ 4 ან 8 კვირაში ერთხელ, აღმოჩნდა იგივენაირად ეფექტური, როგორც პერორალური კავოტეგრავირი პლიუს აბაკავირი/ლამივუდინი 96 კვირის განმავლობაში ვირუსის დათრგუნვის შენარცუნების კუთხით. ამასთან, აღნიშნული საინექციო რეჟიმი პაციენტებმა კარგად მიიღეს და აიტანეს.[98]

PRO 140

PRO 140 (PA14 ანტისხეულის ჰუმანიზებული ფორმა) არის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მოქმედებს T ლიმფოციტებზე არსებულ C-C ქემოკინის რეცეპტორი ტიპი 5-ზე (CCR5). მცირემასშტაბიანი სამი კვლევის მიხედვით აღნიშნული მონოკლონური ანტისხეულის გამოყენებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი ანტივირუსული აქტივობა, თუმცა აგენტი კვლავ კვლევის საგანს წარმოადგენს.[99]

სხვა ატნივირუსული თერაპიები

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებული მედიკამენტებია მარავიროკი (CCR5 რეცეპტორის ანტაგონისტი) და ენფუვირტიდი (შერწყმის ინჰიბიტორი, რომელიც ებმის gp41 ან ქემოკინის რეცეპტორს და ხელს უშლის ვირუსის იმუნურ უჯრედში შესვლას); თუმცა, მათი ზუსტი ადგილი თერაპიაში ჯერ არ არის განსაზღვრული, ხოლო გაიდლაინები მათ გამოყენებას, ამჟამად, რეკომენდაციას არ უწევენ. სხვა ანტივირუსული მედიკამენტები, რომელთა კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს წარმოადგენნ მიმაგრების და მომწიფების ინჰიბიტორებს.[100][101] ფოსტემსავირი არის აივ ვირუსის შეღწევის ინჰიბიტორი, რომელიც კლასის ინოვაციური აგენტია. ამჟამად, აღნიშნულ პრეპარატზე მიმდინარეობს კვლევები. იგი პირდაპირ ემაგრება გლიოპროტეინ 120-ის ქვეერთეულს, რომელიც ვირუსის ზედაპირზე მდებარეობს. განაცხადი წამლის დამტკიცების თაობაზე გაგზავნილია სურსათისა და წამლის სააგენტოში.[102]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით