დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეპშტეინ-ბარის ვირუსის ინფექცია შეიძლება წააგავდეს აივ-ის სეროკონვერსიულ ავადმყოფობას შემდეგი მახასიათებლებით: ცხელება, ლიმფადენოპათია, ფარინგიტი და მაკულოპაპულური გამონაყარი.

გამოკვლევები

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV): დადებითია იმუნოგლობულინ M-ის სეროლოგიურ ანალიზსა (IgM) და ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტზე.

აივ ტესტი უარყოფითია.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება ჰგავდეს აივ სეროკონვერსიულ ავადმყოფობას შემდეგი მახასიათებლებით: ცხელება, ლიმფადენოპათია, გამონაყარი და სპლენომეგალია.

გამოკვლევები

ციტომეგალოვირუსის სეროლოგია დადებითი.

აივ ტესტი უარყოფითია.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ აქვს სპეციფიკური განმასხვავებელი ნიშნები; ვირუსული ინფექციები, როგორიც გრიპია, შეიძლება ჰგავდნენ მწვავე სეროკონვერსიულ ავადმყოფობას დამახასიათებელი ცხელებით, ფარინგიტით და ლიმფადენოპათიით.

გამოკვლევები

გრიპის ვირუსის კულტურა ან ნუკლეინის მჟავის ტესტი (ნაზოფარინგიალური ან რესპირატორული ნიმუში) დადებითი

აივ ტესტი უარყოფითი

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ აქვს სპეციფიკური განმასხვავებელი ნიშნები; ვირუსული ინფექციები, როგორიცაა სურდო, შეიძლება ჰგავდნენ მწვავე სეროკონვერსიულ ავადმყოფობას დამახასიათებელი ცხელებით, ფარინგიტით და ლიმფადენოპათიით.

გამოკვლევები

აივ ტესტი უარყოფითი

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში (RUQ), სიყვითლე.

გამოკვლევები

ღვილის ფუნქციური სინჯების მომატებული დონე.

B ან C ჰეპატიტების სეროლოგია დადებითი.

აივ ტესტი უარყოფითია.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხელება, ზოგადი სისუსტე, ლიმფადენოპათია, მაკულოპაპულური გამონაყარი. კონდილომები გენიტალიის არეში და წყლულები პირის ღრუში. შეიძლება წინ უძღოდეს მტკივნეული გენიტალური შანკრი და საზარდულის ლიმფადენოპათია (პირველადი სიფილისი). შეიძლება თანაარსებობდეს აივ-თან.

გამოკვლევები

ვენერიული დაავადების კვლევითი ლაბორატორიის ტესტი დადებითია.

ტრეპონემა პალიდუმი ჰემაგლუტინაციის ტესტი დადებითი

აივ ტესტი უარყოფითია.

ნიშნები / სიმპტომები
გამოკვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რაიონში ან ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა შიდა გავრცელება ან ახლო კონტაქტი ქონდა COVID-19-ის დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან.

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

გამოკვლევები

რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით